მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7063.7
-0.0105
flag
AZN 1.5973
-0.0006
flag
CNY 37.891
0.0014
flag
EUR 3.1753
-0.0122
flag
GBP 3.6772
-0.0193
flag
KZT 51.99
-0.0039
flag
TRY 0.0676
-0.0002
flag
USD 2.716
-0.0014

ONEX გაფართოებას და ახალი სერვის ცენტრების დამატებას განაგრძობს

news image

ONEX-ის კიდევ ერთი ახალი ფილიალი ახალქალაქში გაიხსნა. rogorc როგორც Business Insider Georgia-სთან ONEX-ის საქართველოს ოფისის მარკეტინგის მენეჯერმა მარიამ ადამიამ განუცხადა, მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით ONEX განაგრძობს ზრდასა და სერვისების განვითარება.

სულ ახლახან, კომპანიის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი დადგა  — ახალქალაქში გაიხსნა ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი, რაც მიზნად ისახავს რეგიონში მცხოვრები მომხმარებლებისთვის უფრო მარტივი და ხელმისაწვდომი მომსახურების შექმნას. 

ახალქალაქში ONEX-ის ახალი სერვის ცენტრი ძერჟინსკის №3-ში მდებარეობს.


“ახალქალაქის ფილიალი კიდევ ერთი ნაბიჯია იმისკენ, რომ მომხმარებლებთან უფრო ახლოს ვიყოთ, გავუმარტივოთ ამანათის სწრაფად მიღების პროცესი და უფრო სასიამოვნო გავხადოთ ონლაინ შოფინგი. მომხმარებლებს შეუძლიათ უკვე განაახლონ თავიანთი შეკვეთის მიწოდების მისამართი ONEX-ის ვებსაიტზე, ან აპლიკაციაში და მიიღონ ამანათები ახალგახსნილ სერვისცენტრში,”- განაცხადა კომპანია ONEX-ის მარკეტინგის მენეჯერმა, მარიამ ადამიამ. 

ამასთანავე, თბილისში ONEX-მა სულ ახლახან გაუშვა უფასო სახლში მიტანის სერვისი, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ამანათები მარტივად, საცობების, რიგებისა და სერვისცენტრში მისვლის გარეშე, პირდაპირ სახლში მიიღონ. ახალი საკურიერო სისტემა, რომელიც კომპანიამ დანერგა უზრუნველყოფს მეტ კომფორტს და დაუზოგავს მომხმარებლის დროს, ფულს და ენერგიას. 

ONEX აგრძელებს მომხმარებელზე ზრუნვას და კიდევ მრავალი სიახლე და სერვისი ელოდება მომხმარებლებს უახლოეს მომავალში.

ONEX საერთაშორისო გადამზიდი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, ხოლო საქართველოში შვილობილი კომპანია ოფიციალურად, 2023 წლის 5 მაისს ა.ყაზბეგის 19ბ - ში გაიხსნა. კომპანიის ორი მთავარი უპირატესობა, რითაც საერთაშორისო ბაზარზე და ახლა უკვე საქართველოშიც, კონკურენტებისგან გამოირჩევა არის ინოვაციურობა და სისწრაფე.
ONEX-ი მრავალ ინოვაციურ IT გადაწყვეტილებას სთავაზობს მომხმარებლებს. კომპანიის IT გუნდმა სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნა ინოვაციური და ძალიან ადვილად გამოსაყენებელი მობაილ აპლიკაცია - Onex Georgia და ვებ-გვერდი - Onex.ge, სადაც მომხმარებელს ძალიან მარტივად შეუძლია მიიღოს ინფორმაცია.
ONEX - ის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა Customer Support, კომპანიის IT გადაწყვეტილებებით მომხმარებლებს ყველანაირი საკომუნიკაციო არხის მეშვეობით, ლაივ რეჟიმში შეუძლიათ მიიღონ მხარდაჭერა და კითხვებზე პასუხი, როგორიცაა სოციალური არხების ლაივ ჩათი, ჩათ ბოტი, სოციალური ქსელების ინბოქსი და ქოლ-ცენტრი.
ONEX - ის მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ იშოპინგონ ისეთ ცნობილ მაღაზიებში, როგორებიცაა Amazon, Ralph Lauren, Victoria’s Secret, ebay, Taobao, Pinduoduo, Inditex Group-ში შემავალი მაღაზიები და სხვა.
ONEX - ის მნიშვნელოვანი სმარტ გადაწყვეტილებაა ასევე ავტომატიზებული გამცემი პუნქტი ე.წ Smart Wall, საიდანაც მომხმარებელს შეუძლია ბარკოდის გამოყენებით ძალიან მარტივად მიიღოს ამანათები.
მონაცემთა ანალიზის საშუალებით, Smart Wall-ს შეუძლია ესაუბროს მომხმარებელს, გააცნოს კომპანიის ახალი სერვისები, მისცეს რჩევები და ა.შ.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია მოთხოვნა და რა ასორტიმენტს სთავაზობს ბაზარს შეკიდული ჭერების მწარმოებელი კომპანია - Rolf Deckenkonstruktionen ტენდენციებსა და გამოწვევებზე

11.07.2025.16:00

შეკიდული ჭერების მწარმოებელი კომპანია Rolf Deckenkonstruktionen ქართულ ბაზარზე 2020 წლის დეკემბრიდან ოპერირებს. წარმოების დაწყებას წინ უძღოდა მრავალწლიანი გამოცდილება გრილიატოს და ხაზოვანი (რეიკული) შეკიდული ჭერების საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში იმპორტის, რეალიზაციისა და სრული სამონტაჟო-საგარანტიო სერვისის მიმართულებით.

დღეისათვის Rolf Deckenkonstruktionen Georgia ბაზარს 800-მდე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ჭერს აწვდის.

როგორც Business Insider Georgia-სთან Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა და რეგიონალურმა მენეჯერმა, გიორგი ბეკარაშვილმა განაცხადა, წლების განმავლობაში კომპანიამ გააფართოვა წარმოებაც და ასორტიმენტიც. კომპანია უახლოეს პერიოდში ბაზარს სარკისებრ ჭერებსაც შესთავაზებს.

„ROLF დღეისათვის მომხმარებელს სთავაზობს მეტალის ჭერების 3 ჯგუფს: გრილიატო ტიპის უჯრედულ მეტალის ჭერებს, ხაზოვან ბაფლის ტიპის ჭერებს და ალუმინის პანელურანტიბაქტერიულ ჭერებს.

თითოეული ჯგუფი იშლება ათობით სხვადასხვა ქვეჯგუფად და შემდგომ – მოდელებად. ამათგან ყველაზე ტრენდულად მაინც გრილიატოს ტიპის ჭერები ითვლება, რადგან სხვებთან შედარებით უფრო ბიუჯეტური, ეფექტური და ფუნქციურია.

გრილიატოს შემთხვევაში 3 ქვეჯგუფი გვაქვს:

  • ROLF-ის კლასიკური გრილიატო (კვადრატული უჯრედებით)
  • ROLF გრილიატო Jaluzzi (მართკუთხა გრილიატო)
  • ROLF გრილიატო INGENICA (არაერთგვაროვანი უჯრედებით)

2025 წელს გრილიატოს ჭერების ყველა მოდელისთვის დავამატეთ 5 საბაზო ფერი და ახლა ჯამში მომხმარებელს 7 საბაზო ფერს ვთავაზობთ. ამასთან, ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, მაისიდან შედარებით ბიუჯეტური „B“ კატეგორიის გრილიატო დავამატეთ, რომელიც 20-30%-ით ბიუჯეტურია ჩვენს პრემიალურ „A“ კატეგორიის გრილიატოსთან შედარებით. მიუხედავად ფასში საგრძნობი სხვაობისა, შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ჩვენი „B“ კატეგორიის გრილიატო ხარისხობრივად და ტექნიკურად მინიმუმ 5-ჯერ აღემატება ქართულ ბაზარზე წარმოდგენილ აზიიდან იმპორტირებულ თუ სხვა კუსტარულად დამზადებულ გრილიატოს ტიპის ჭერებს“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.

Rolf Deckenkonstruktionen Georgia დაარსების დღიდან გერმანული სტილით იმართება და ამიტომაც ყოველთვის გაწერილი აქვს მომდევნო 5 წლის განვითარების გეგმა. მიუხედავად გერმანული მართვის სტილისა, წარმოებას სწრაფი ტემპით ემატება ახალი ასორტიმენტის ჭერები.

2025 წელს Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს საწარმოს დაემატა ახალი სივრცე – „C სექტორი“, რომელიც ზომით 5-ჯერ აღემატება აქამდე არსებულ „A“ და „B“ სექტორებს. აღნიშნული საწარმოო სივრცე უკვე სრულად აღვჭურვეთ დამატებითი გრილიატოს საწარმოო ხაზებით, რამაც წარმადობის გაზრდა და ახალი მოდელების დამატება განაპირობა.

ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი აცხადებს, რომ სიახლეებია ROLF Baffle-ის ტიპის ჭერების მიმართულებითაც.

„ამჟამად მომხმარებელს უკვე ვთავაზობთ 7 ტიპის ხის ფაქტურის მეტალის ჭერებს, მათ შორის 3D ხის ფაქტურებსაცსხვადასხვა ტონალობაში, რომელიც შეუიარაღებელი თვალით და მათ შორის უკვე შეხებისასაც კი არაფრით განსხვავდება ბუნებრივი ხისგან, გარდა საექსპლუატაციო ვადისა, რომელიც 20 წელს აჭარბებს. ასევე, ROLF-ის Clip-In პანელურ ალუმინის, ანტიბაქტერიულ ჭერებშიცგვაქვს ახალი აკუსტიკური მოდელები და უახლოეს 2 თვეში მომხმარებელს შევთავაზებთ სარკისებრ ჭერებსაც. აქამდე არსებული ტიპის ანტიბაქტერიული ჭერები ძირითადად გამოიყენებოდა სამედიცინო დაწესებულებებში, ოფისებში და რესტორნების სამზარეულოებში (სავალდებულოა HACCP სტანდარტის შესაბამისად), მაგრამ ახალი სარკისებრი მოდელის გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება თვითონ რესტორნებისა და სასტუმროების დეკორაციებშიც“, - ამბობს გიორგი ბეკარაშვილი.

Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიზანს გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა წარმოადგენდა, რაც კომპანიამ წარმატებით მოახერხა და დღეს მის მიერ წარმოებული ჭერები ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის პროდუქტს, რაც უკვე მისი გამძლეობის უტყუარი გარანტიაა.

„ჩვენი კომპანია იყო პირველი, ვინც ქართულ ბაზარს აღნიშნული პროდუქტები გააცნო და შექმნა მოთხოვნა. საწყისი ეტაპიდანვე ჩვენი მიზანი იყო გრძელვადიანი და მყარი გაყიდვების სისტემის შექმნა, რის მისაღწევადაც აუცილებელი პირობაა მაღალი ხარისხის შექმნა და შენარჩუნება. ამ მიზანსა და გეგმას განუხრელად მივყვებით და დღეის მდგომარეობით, მიუხედავად გაზრდილი მოთხოვნა-მიწოდებისა, წარმატებით ვაკმაყოფილებთ ლოკალური ბაზრის 80%-ზე მეტს. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მასშტაბით უკვე ყველა ქალაქში, უბანში, დაბაში, თუ თუნდაც ეკონომიკურად აქტიურ სოფელშიც კი, შეხვდებით ROLF-ის ჭერებს.

კონკურენციას რაც შეეხება, მოთხოვნის მატებასთან ერთად ბოლო პერიოდში მოიმატა დაბალი ხარისხის იმპორტიორთა რიცხვმაც, ასევე გაჩნდა 3-4 ადგილობრივი კუსტარული საწარმოც (რომელთა ნაწილიც უკვე დაიხურა), მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი კომპანიისთვის ბაზრის წილის პროცენტული მაჩვენებელი იგივე დარჩა“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.

გიორგი ბეკარაშვილი კომპანიის გამოწვევებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ საბოლოო შედეგის მიღებამდე ძირითად გამოწვევად მომხმარებლისთვის ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის არასწორი იდენტიფიცირება რჩება.

„მომხმარებელთა არაინფორმირებული ნაწილი იხიბლება შეთავაზებული დაბალი ფასით, იძენს დაბალი ხარისხის კუსტარულ პროდუქციას, ამონტაჟებს და არასასურველი შედეგის მიღების შემდგომ თვლის, რომ ზოგადად პროდუქტის ტიპის შერჩევაში შეცდა და არა ხარისხში. ეს ყოველივე ცუდად აისახება თვითონ პროდუქტის პოპულარობაზე და ამის გამო იძულებულები ვართ, ვაწარმოოთ ტექნიკური ინფორმირებულობის ძვირადღირებული კამპანიები. მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩვენი ტექნიკური ცოდნა გავუზიაროთ ყველა პოტენციურ დამკვეთს, რაც არ არის ადვილი. ვცდილობთ, მომხმარებელს ავუხსნათ მარტივი სპეციფიკური დეტალები, თუ რა მნიშვნელობა აქვს კონსტრუქციულ ჭერებში კალიბრაციას, რომ ჭერის მასალა უნდა იყოს მაქსიმალურად თხელი და მყარი; რომ აღნიშნული ტიპის მასალის წარმოება უფრო რთული და ძვირადღირებულია, ვიდრე სქელი და მძიმე მასალით, რომელიც საკუთარი წონის გამო დროთა განმავლობაში იწვევს დეფორმაციას და, რაც მთავარია, არ ჯდება უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებში (ჯამურად გადამეტებული წონის გამო). 2025 წლის ბოლომდე აღნიშნული კამპანიების ფარგლებში ვთვლით, რომ ბაზარს ტექნიკურად უფრო ინფორმირებულს გავხდით და ამ მიმართულებით გამოწვევებიც შემცირდება“, - აცხადებს გიორგი ბეკარაშვილი.

გარდა ადგილობრივი ბაზრისა, Rolf Deckenkonstruktionen Georgia საექსპორტო ბაზრებზეც ინტენსიურად მუშაობს და საკუთარ პროდუქციას აზერბაიჯანსა და სომხეთშიც ყიდის.

„სომხეთში ექსპორტის მიმართულება სტაბილურად ვითარდება; ძირითადი კონკურენცია ამ მიმართულებით რუსულ ეკონომსტანდარტის პროდუქციასთან გვაქვს, რომელსაც ჩვენ არ ვაწარმოებთ, მაგრამ თითქმის ყველა ხარისხზე ორიენტირებული კომპანია მაინც ROLF-ისპროდუქციაზე აკეთებს აქცენტს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, შედარებით არასტაბილური განვითარება აქვს, რადგან ამ მიმართულებაზე ძირითადი დამკვეთები უფრო მასშტაბური ობიექტებია, რომლებიც არ არის ბევრი“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.

Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებული ჭერები ძირითადად კომერციული სივრცეებისთვის, ოფისებისთვის, სასტუმრო-რესტორნებისთვის, სადარბაზოს ჰოლებისთვის და სხვა საჯარო სივრცეებისთვისაა განკუთვნილი. Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს შეკვეთების 95% კომერციულ სექტორზე მოდის. კომპანია თანამშრომლობს და პარტნიორობს თითქმის ყველა მსხვილ დეველოპერთან, მათ შორის VR ქონსთრაქშენთან, არსი ქონსთრაქშენთან, ბლოქსთან, ვივადეველოპმენტთან, არქთან და სხვა.

Rolf Deckenkonstruktionen Georgia-ს მიერ წარმოებულ ჭერებს ბევრი კონკურენტული უპირატესობა გააჩნია.

„რა თქმა უნდა, უპირველესი და უმთავრესი არის ჩვენი პროდუქტის ტოპ კლასის ხარისხი, შემდგომ – გამოცდილება და წლების განმავლობაში ამ ხარისხის არა თუ შენარჩუნება, არამედ გაუმჯობესებაც.

მომხმარებელთაგან ჩვენი კომპანიის მიმართ ნდობასა და პატივისცემას ყოველდღიურად ვგრძნობთ. სწორედ ამის დასტურია, რომ მათი გამოკითხვებით ჩვენი კომპანია 2025 წლის 14 ივნისს Golden Brand-ის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გამარჯვებულად გამოვლინდა და გადმოგვეცა 2024 წლის ნომერ პირველი ოქროს ბრენდის ტიტული“, - აცხადებს ROLF-ის აღმასრულებელი დირექტორი და რეგიონალური მენეჯერი.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა