მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

“ნუგბარი” ყურძნის კონცენტრატის საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ გადაიარაღებას იწყებს

news image

ქართული ტრადიციული ნუგბარის პრემიუმ მწარმოებელი კომპანია „ნუგბარი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. როგორც Business Insider Georgia-სთან „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო გერზმავამ განაცხადა, დაწყებულია მუშაობა მასშტაბურ პროექტზე, რომელიც ბადაგის კონცენტრატის საწარმოს სრულ ტექნოლოგიურ გადაიარაღებასა და მოდერნიზაციას გულისხმობს.

პროექტის მთავარი მიზანია არსებული საწარმოო ხაზის მაღალტექნოლოგიურ, ევროპული სტანდარტების შესაბამის სისტემად გარდაქმნა. გადაიარაღების შედეგად, „ნუგბარი“ შეძლებს კიდევ უფრო მეტი სიზუსტით მართოს ბადაგის მომზადების პროცესი, რაც პროდუქციის ხარისხს ახალ საფეხურზე აიყვანს.

ნინო გერზმავა განმარტავს, რომ გადაიარაღებული საწარმო კომპანიას საშუალებას მისცემს, დაამუშაოს უფრო დიდი რაოდენობით ნედლეული, რაც აუცილებელია მზარდი საექსპორტო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამავდროულად, მაღალტექნოლოგიური დანადგარები უზრუნველყოფს ვაკუუმური აორთქლების პროცესის სრულ ავტომატიზაციას, რაც გამორიცხავს ადამიანურ შეცდომას და სტაბილურად მაღალ ხარისხს განაპირობებს. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ახალი დანადგარები კიდევ უფრო დახვეწს ბადაგის დამუშავების პროცესს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და ნატურალური ფერმენტების შესანარჩუნებლად. ტექნოლოგიური სიზუსტე კი კიდევ უფრო გაამყარებს „ნუგბარის“ მთავარ დაპირებას - ჩურჩხელას შაქრის დამატების გარეშე, რომელიც არის ვეგანური და მაღალი პროტეინით მდიდარი ჯანსაღი ხემსი.

„ჩვენი მიზანია, კახური ტრადიცია და თანამედროვე ტექნოლოგიები ისე შევუხამოთ ერთმანეთს, რომ მომხმარებელმა მიიღოს უმაღლესი სტანდარტის, სანდო და ჯანსაღი პროდუქტი. საწარმოს გადაიარაღება არის ინვესტიცია მომავალში, რაც „ნუგბარს“ საშუალებას მისცემს კიდევ უფრო აქტიურად დაიმკვიდროს თავი საერთაშორისო პრემიუმ ბაზარზე,“ - აღნიშნავს ნინო გერზმავა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ნუგბარი“ უკვე 9 წელია წარმატებით თანამშრომლობს ისეთ მსხვილ ქსელებთან, როგორიცაა „კარფური“ და მისი პროდუქცია 10-ზე მეტ ქვეყანაში გადის ექსპორტზე. საწარმოს მოდერნიზაცია კომპანიის სტრატეგიული გეგმის ნაწილია, რაც ქართული ნუგბარის მსოფლიო ასპარეზზე პოპულარიზაციას ემსახურება.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა

10.04.2026.13:05

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი.  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.

TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)

TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი

ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი

ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი

იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი

არდი • ARDI 105 მლნ. ლარი

ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა