მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

ვმუშაობთ ახალ ასორტიმენტზე - „ნუგბარი“ 10 წლის ხდება

news image

2026 წელს ნუგბარი • Nugbari 10 წლის ხდება. იუბილესთან ერთად, ქართულ ტკბილეულზე სპეციალიზებული კომპანია „ნუგბარი“ ახალ, ამბიციურ ნაბიჯს დგამს. როგორც კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, ნინო გერზმავა, Business Insider Georgia-სთან საუბარში აღნიშნავს, ბრენდი მუშაობს ინოვაციურ პროექტზე, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ტრადიციული ჩურჩხელის საერთაშორისო ბაზარზე გატანაა. „ნუგბარი“ ასორტიმენტის გამრავალფეროვნებაზე მუშაობს. 

„ამ ეტაპზე კომპანიის მთელი ფოკუსი მიმართულია ახალი, ამბიციური პროექტისკენ. კომპანიის მიზანია ქართული ტრადიციული ჩურჩხელა მსოფლიო ბაზარს გააცნოს, როგორც პრემიუმ ხარისხის, ბუნებრივი და ჯანსაღი ხემსი - გამორჩეული მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით, ავთენტური გემოთი.

ვმუშაობთ ახალ ასორტიმენტზე. ეს იქნება უშაქრო, ვეგან-მეგობრული და ბუნებრივი, ქიმიური დანამატებისგან სრულიად თავისუფალი ხაზი“, - აცხადებს კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი.

როგორც მწარმოებელი აცხადებს, „ნუგბარის“ თითოეული პროდუქტი მზადდება და დამზადდება ადგილობრივი, პრემიუმ ხარისხის ინგრედიენტებით.

„სხვა მწარმოებლებისგან განსხვავებით ჩვენ კომპანიას აქვს უნიკალური უპირატესობა საკუთარი წარმოების, კახური რქაწითელისა და საფერავის ბადაგისგან შექმნას ჩურჩხელა.
მიუხედავად იმისა, რომ „ნუგბარი“ უკვე საკმაოდ მსხვილი წარმოებაა, ჩვენთან დამზადებული თითოეული პროდუქტი ხელნაკეთია. ჩურჩხელა მზადდება ძველისძველი კახური საავტორო რეცეპტით.

საგანგებოდ ვარიდებთ თავს წარმოების სრულად ინდუსტრიალიზაციას, რადგან ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩურჩხელამ არ დაკარგოს ავთენტური გემო“, - ამბობს ნინო გერზმავა.

რაც შეეხება ჩურჩხელის საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირებას, სადაც „ნუგბარი“ წლებია აქტიურად ოპერირებს, ფართოვდება და ამაზეც კომპანია ინტენსიურად მუშაობს.

„ექსპორტი - „ნუგბარისთვის“ განვითარების უმთავრესი მიმართულებაა. მიმდინარეობს ინტენსიური მოლაპარაკებები პოტენციურ პარტნიორებთან ევროპაში, აზიაში, ამერიკაში და პოსტსაბჭოთა ბაზრებზე, სადაც ჩურჩხელა უკვე აღიარებული და საყვარელი პროდუქტია.
ამავდროულად ვემზადებით საერთაშორისო ონლაინ-მარკეტპლეისებზე პოზიციონირებისთვისაც.
„ნუგბარის“ ახალი ხაზი, რომელიც 2026 წლიდან გამოჩნდება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე - ქმნის მოდერნიზებულ, ცხოვრების თანამედროვე რიტმისთვის იდეალურად მორგებულ ჯანსაღ ტკბილეულს, რომელიც იმავდროულად არ კარგავს საკუთარ ფესვებთან და ისტორიასთან კავშირს“, - ამბობს „ნუგბარის“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილება - Schooler

21.10.2025.12:00

Schooler არის თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც აერთიანებს სწავლების, როგორც ინოვაციურ, ასევე ტრადიციულ მეთოდებს , - ამის შესახებ, Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა და ბიზნესის განვითარების მენეჯერმა ანი მიქიაშვილმა განუცხადა.

Schooler თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც აერთიანებს ინოვაციურ მეთოდებსა და ტრადიციულ სწავლებას. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებს შევთავაზოთ მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გამოცდილება, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ინტერესების აღმოჩენას და შემოქმედებითი უნარების განვითარებას. ეს არის ადგილი, სადაც ბავშვებს უჩნდებათ წიგნისადმი ინტერესი და სიყვარული, ხოლო წიგნი მათი საუკეთესო მეგობარი ხდება.

შეხვედრები იმართება 3 მიმართულებით:

• წიგნიერება ქართულ ენაზე;

• წიგნიერება ინგლისურ ენაზე;

• შემოქმედებითი შეხვედრები.

ყოველკვირეულ შეხვედრებზე, ბავშვები კითხულობენ, მსჯელობენ და განიხილავენ ლიტერატურულ ნაწარმოებებს, გმირებს, ფილმებს და პერსონაჟებს.

ამ პროცესში მოსწავლეები:

• სწავლობენ საკუთარი აზრის თავისუფლად გადმოცემას;

• შეხედულებების არგუმენტირებულად დაცვას;

• იძენენ თავდაჯერებულობას;

• ყალიბდებიან როგორც პერსპექტიული, წარმატებული პიროვნებები.


შემოქმედებითი შეხვედრები

შეხვედრების მიზანია:

• ემოციების გამოხატვა და გაცნობიერება;

• შემოქმედებითი აზროვნებისა და წარმოსახვის განვითარება;

• თვითგამოხატვა და თავდაჯერებულობა;

• გუნდური მუშაობა და კომუნიკაცია;

• სტრესის შემცირება და ბალანსის პოვნა.

ყოველი შეხვედრა ბავშვებს აძლევს შესაძლებლობას აღმოაჩინონ საკუთარი შინაგანი სამყარო ხელოვნების საშუალებით “, - ამბობს ანი მიქიაშვილი.

გარდა აღნიშნული პროგრამებისა „სქულერმა“ დაამატა ახალი, After School პროგრამა.

დავამატეთ ახალი After School პროგრამა, რომელიც განკუთვნილია I-V კლასის მოსწავლეებისთვის და მათ აძლევს შესაძლებლობას, სასკოლო დღის შემდეგ დრო გაატარონ სასიამოვნოდ და პროდუქტიულად.

პროგრამა მოიცავს:

• გაკვეთილების მომზადებას პროფესიონალ რეპეტიტორებთან ერთად;

• ინგლისური ენის გაკვეთილებს;

• კითხვის საათსა და შემოქმედებით აქტივობებს;

• გარე თამაშებსა და განტვირთვას სუფთა ჰაერზე;

• გემრიელ და დაბალანსებულ ლანჩს;

• სკოლიდან გამოყვანის სერვისს;

• როგორც პირველი, ისე მეორე ცვლის მოსწავლეებისთვის “, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი და ბიზნესის განვითარების მენეჯერი.

ცნობისთვის, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ შემდეგ ნომერზე დაკავშირება - 500 50 02 60.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა