ინვესტიციები განხორციელდება როგორც მეფრინველეობის საწარმოების მხარდასაჭერად, ასევე ქსელის გაფართოების კუთხით - როგორია „ნოსტეს“ 2026-2027 წლების განვითარების სტრატეგია
წელიწადში 6 000 ტონა პროდუქცია, გაორმაგებული წარმოება და 80-ზე მეტი საფირმო მაღაზია მთელი საქართველოს მასშტაბით - კომპანია „ჯი პი პი“, რომელიც ხორცპროდუქტების ბაზარზე Noste • ნოსტეს ბრენდით ოპერირებს, აგრძელებს როგორც საკუთარი საფირმო მაღაზიების ქსელის გაფართოებას, ისე წარმოების განვითარებას.
Business Insider Georgia-სთან საუბრისას კომპანიის მარკეტინგის ხელმძღვანელი სოფიო მაისურაძე აცხადებს, რომ „ნოსტეს“ ხორცპროდუქტებზე მზარდი მოთხოვნა კომპანიის მენეჯმენტს მომხმარებლებისთვის უფრო მრავალფეროვანი პროდუქციის შეთავაზებისკენ უბიძგებს.
„ნოსტე“ ფლობს 80-ზე მეტ საფირმო მაღაზიას. თბილისის გარდა, ქვეყნის რომელ ქალაქებში ხართ წარმოდგენილი და როგორია კომპანიის 2026–2027 წლების სტრატეგიული გეგმა რეგიონების ათვისების კუთხით?
ნოსტეს ქართული ქათმის ნედლი ხორცპროდუქტების შეძენა მომხმარებელს შეუძლია თბილისის თითქმის ყველა უბანში და ასევე, წყნეთში, რუსთავში, მცხეთაში, კასპში, გორში, გარდაბანში, გურიაში, ქუთაისში, ბათუმში, ქობულეთში, სამტრედიაში, სენაკში, ფოთში, ზუგდიდსა და კახეთში.
განიხილავთ თუ არა ფრენჩაიზინგის მოდელს ქსელის უფრო სწრაფი გაფართოებისთვის, თუ რჩებით მხოლოდ საკუთარი მართვის ფორმატზე ხარისხის მაქსიმალური კონტროლის მიზნით?
ფრანჩაიზის მოდელით უკვე ვთანამშრომლობთ რამდენიმე პარტნიორთან, თუმცა ძირითადი აქცენტები მაინც საკუთარ საფირმო ქსელის განვითარებაზე გვაქვს. ფრანჩაიზის მოდელით თანამშრომლობის შემთხვევაშიც კი, მაქსიმალურად და სრულფასოვნად ხარისხის კონტროლს უწევს ნოსტეს მენეჯმენტი.
გეგმავთ თუ არა „ნოსტეს“ კონცეპტუალური მაღაზიების ფორმატის განვითარებას - მაგალითად, მზა კვების (Ready-to-eat) სეგმენტის დამატებას?
ნოსტეს ხორცპროდუქტებზე არსებული მუდმივად მზარდი მოთხოვნა ნამდვილად გვაფიქრებინებს ასორტიმენტის გაფართოებას და ნახევარფაბრიკატების მიმართულების განვითარებას, მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტის შეთავაზების მიზნით.
გეგმავთ თუ არა კვერცხის წარმოების დაწყებას, თუ კომპანიის ფოკუსი კვლავ მხოლოდ ხორცპროდუქტებზე დარჩება?
ამ ეტაპზე, აღნიშნული საკითხი არ არის აქტიური ჩვენთვის.

ბოლო საწარმოო გაფართოების შედეგად, რამდენად გაიზარდა თქვენი წარმოების სიმძლავრე და გეგმავთ თუ არა 2026–2027 წლებში ახალი საწარმოო ხაზების დამატებას?
2024 წელს კომპანია „ჯი პი პი“-ს მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი ინვესტიციების შედეგად ნოსტეს ნედლი ხორცპროდუქტების წარმოების მასშტაბები გაორმაგდა და ამჟამად კომპანია 6,000 ტონა ფრინველის ხორცპროდუქტის რეალიზაციას ახორციელებს წლის განმავლობაში.
მომხმარებლების მოთხოვნიდან გამომდინარე ვფიქრობთ გარკვეული სიახლეების შეტანას წარმოების ხაზში, თუმცა კონკრეტული სიახლეების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ.
იმპორტირებული, ხშირად დაბალფასიანი პროდუქციის ფონზე, რა არის თქვენი მთავარი სტრატეგია ბაზრის წილის გასაზრდელად?
იმპორტირებულ პროდუქტს არ განვიხილავთ ნოსტეს ქართული, ყოველდღიურად ახალი ნედლი პროდუქტის ალტერნატივად. ამას გარდა, მომხმარებლის მხრიდან დაფიქსირებული მაღალი მოთხოვნა და სანდოობა თავისთავად განაპირობებს ჩვენი პროდუქტის სტაბილურად მზარდ წილს ბაზარზე.
„ნოსტეს“ საექსპორტო პოტენციალზე რას იტყვით?
ნოსტეს ხორცპროდუქტების ექსპორტზე გატანა არ იგეგმება უახლოეს მომავალში, რადგან საქართველოს ბაზარი სრულად ითვისებს ნოსტეს წარმოების ფარგლებში მიღებულ პროდუქტს.
რამდენად შეიცვალა მომხმარებლის ქცევა ბოლო წლებში - ამჩნევთ თუ არა მზარდ მოთხოვნას ჯანსაღ და ნაკლებად დამუშავებულ პროდუქტებზე?
მომხმარებელი ყოველთვის გონივრულ არჩევანს აკეთებს როდესაც საქმე ჯანსაღ კვებას ეხება. სწორედ მათი მხრიდან დაფიქსირებული მუდმივი მოთხოვნის გათვალისწინებით გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა ქსელი და შევსულიყავით რეგიონებში ნოსტეს საფირმო მაღაზიებით.
რა არის „ნოსტეს“ მთავარი ინვესტიციური პრიორიტეტები 2026–2027 წლებში - საცალო ქსელი, წარმოება თუ ლოგისტიკა?
ინვესტიციები განხორციელდება როგორც მეფრინველეობის საწარმოების მხარდასაჭერად, ასევე ქსელის გაფართოების კუთხითაც.
ენერგორესურსებისა და ნედლეულის ფასების მერყეობის პირობებში, როგორ ახერხებთ პროდუქციის ფასის სტაბილურობის შენარჩუნებას?
მეფრინველეობის საწარმოების ოპერირებისთვის საჭირო ნედლეულის ფასები პროგნოზირებადად ცვალებადია, შესაბამისად აღნიშნული არ აფერხებს წარმოების წარმატებით ოპერირებას.
ციფრული გაყიდვების მიმართულებით გეგმავთ თუ არა ონლაინ შეკვეთებისა და მიტანის სერვისის გაფართოებას?
ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ მომხმარებლების ინტერესებზე და ადგილზე მიტანის სერვისით უკვე დიდი ხანია სარგებლობენ ჩვენი მომხმარებლები, ჩვენი პარტნიორი კომპანიების გლოვოს და ვოლტის საკურიერო მომსახურების საშუალებით.
სხვა სიახლეები
გაიცანით ნათია მეტრეველი, საშაბათო სკოლის დამფუძნებელი და მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მონაწილე
16.04.2026.18:00
თუ გსურთ, ბავშვებისთვის ისტორიის გაკვეთილები ნამდვილ მოგზაურობად აქციოთ, საშაბათო სკოლა ჩემოდანი უნდა გაიცნოთ. ეს სივრცე ნათია მეტრეველმა 2022 წელს ერთი მიზნით შექმნა - სურდა, პატარებისთვის საგანმანათლებლო პროცესი ემოციური და ინტერაქციული გზით გამოეცოცხლებინა.
ნათია იმ მიზანდასახულ მეწარმე ქალებს შორისაა, რომლებმაც მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა. პროგრამა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), შვედეთის, EBRD-ის და საქართველოს ბანკი ბიზნესის ხელშეწყობით ხორციელდება და უშიშარ, ინოვაციური იდეებით სავსე ქალ ლიდერებს 360°-იან მხარდაჭერას სთავაზობს ‒ იდეიდან ბიზნესის წარმატებამდე.
ექსპედიცია წარსულში და ძიებით სწავლების მეთოდი
საშაბათო სკოლა ჩემოდანში თითოეული შაბათი პატარა ექსპედიციაა, სადაც მოზარდებიმოვლენების მიზეზების ამოხსნას, კრიტიკულ დაკვირვებასა და დამოუკიდებელ აზროვნებასსწავლობენ. ნათია ამბობს, რომ სკოლის მთავარი ძალა ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ იდეასპირველივე დღიდან ნდობა გამოუცხადეს:
“ჩვენი ლექტორები არ არიან უბრალოდ მასწავლებლები, რომლებიც ინფორმაციასგადასცემენ ბავშვებს. ისინი არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარი გამოცდილება, ცოდნა და ძვირფასი ამბები “ჩაალაგეს ჩემოდანში”. საბოლოოდ ბავშვებს სწორედ მათიანთებული თვალები და ენთუზიაზმი ამახსოვრდებათ ყველაზე მეტად.”
პროფესიონალების რჩევები და ბიზნესის ახლებური ხედვა
ნათიასთვის, როგორც მეწარმისთვის, მნიშვნელოვანი იყო, დაენახა საკუთარი საქმიანობის სრულისურათი და დახმარება პროფესიონალებისგან მიეღო:
“მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში მიღებული გამოცდილებაჩემთვის იყო შესაძლებლობა, სრულიად ნეიტრალურ სივრცეში, სხვადასხვა დარგისპროფესიონალებისთვის გამეზიარებინა ჩემი გეგმები და მათგან მიმეღო დროული, საჭირო რჩევები”.
ამ შეხვედრებმა და ექსპერტების რჩევებმა ნათიას ბიზნესის სტრატეგიულად დაგეგმვაში შეუწყოხელი. მან ზუსტად დაინახა საკუთარი ძლიერი მხარეები და გაიცნო უამრავი საინტერესო, ძლიერიქალი, რაც დამწყები მეწარმისთვის უდიდესი შთაგონების წყაროა.
რა გეგმები აქვს საშაბათო სკოლას?
მიღებული ცოდნა და სტრატეგიული ხედვა პირდაპირ აისახა საშაბათო სკოლის სამომავლოგეგმებზე. გუნდმა უკვე დაიწყო ახალი პროექტი პატარებისთვის. პარალელურად, აქტიურადმზადდება საზაფხულო პროგრამაც. სექტემბრიდან კი სკოლა განახლებული ენერგიით დაბრუნდება, რათა მოსწავლეებთან ერთად კვლავ განაგრძოს საინტერესო ადგილებისა თუ ამბების აღმოჩენა.
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა, რომელშიც ნათიამ მონაწილეობა მიიღო, პლატფორმაბიზნეს 360°-ის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს პლატფორმა აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესს სთავაზობს, მათ შორის საგანმანათლებლორესურსებს, ინდივიდუალურ პროგრამებსა და სექტორულ ანალიზს. პლატფორმის შესახებ სრულინფორმაციას ამ ბმულზე გაეცნობით.