მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7053.7
0.0052
flag
AZN 1.5907
0.0029
flag
CNY 37.984
0.0068
flag
EUR 3.1798
0.0119
flag
GBP 3.68
0.0201
flag
KZT 50.04
0.0013
flag
TRY 0.0655
0.0002
flag
USD 2.7051
0.0049

Northern lights in the land of fire - კავკასიის რეგიონში Volvo-ს კიდევ ერთი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა

news image

აზერბაიჯანის დედაქალაქში Volvo-ს პირველი VRE კონცეფციის შოურუმი გაიხსნა. სკანდინავიური მინიმალიზმითა და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტით გამორჩეული ბრენდი მომხმარებელს სრულ სერვისს სთავაზობს და Volvo-ს მოყვარულებს უკვე ემსახურება. 

გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე ბაქოში მიწვეული იყვნენ ბრენდის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ოფისის წარმომადგენლები, სტუმრებს შორის იყო შვედეთის ელჩი აზერბაიჯანში, ასევე ოფიციალური პირები, ბიზნესის, საჯარო და სამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. 

მანანა ხინაშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიას“ გენერალური დირექტორი: „ორწლიანი ინტენსიური სამუშაოები აზერბაიჯანელ პარტნიორებთან ერთად, წარმატებით დასრულდა და ბაქოში ახალი შოურუმი გავხსენით. მომსახურების ეს მასშტაბური სივრცე, Volvo-ს იმ საავტომობილო ცენტრების ანალოგია, რომლებიც ბრენდის სამშობლოში, შვედეთშია წარმოდგენილი. 

თანამედროვე დიზაინი, უახლესი ტექნოლოგიები, უსაფრთხოება და მაქსიმალური ზრუნვა მომხმარებელზე ის პრიორიტეტებია, რომლებსაც სკანდინავიური ბრენდი თავისი საქმიანობისას ეყრდნობა. ბუნებრივია, „ვოლვო ქარ კავკასიაც“ ამ მიდგომების ერთგულია და მომხმარებელს ავტომობილის შეძენისა და ფლობის სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს. 

შოურუმის მშენებლობისთვის, საერთო ჯამში, 6.5 მილიონი ევრო დაიხარჯა. მიგვაჩნია, რომ ეს ინვესტიცია გააძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეგიონში და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს როგორც ადგილობრივი ბიზნესგარემოს განვითარებას, ისე Volvo-ს გლობალური ხედვის წარმოჩენას კავკასიაში “.

Northern lights in the land of fire - საზეიმო გახსნისათვის ორგანიზატორებმა ორი ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული, სკანდინავიური და აზერბაიჯანული კულტურა Volvo-ს ლოგოს ქვეშ, ერთ სივრცეში მოაქციეს. ჩრდილოეთისთვის დამახასიათებელ მკაცრ, თუმცა ელეგანტური სტილისა და აღმოსავლური კულტურის ერთობლიობით შექმნილ შთამბეჭდავ ატმოსფეროში იყო წარმოდგენილი Volvo-ს სხვადასხვა მოდელი - გასული წლის მთავარი მოვლენა EX30, ასევე  ახალი CX90 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით. ავტომობილები ტრადიციულ აზერბაიჯანულ ხალიჩებთან ერთად იყო გამოფენილი. 

საგანგებოდ გამოიყო ადგილი უახლესი EX90-სთვის. სრულად ელექტრიფიცირებული მოდელი სერვისცენტრში განათავსეს და ღონისძიებაზე შეკრებილებს ავტომობილის მახასიათებლებიც დაწვრილებით გააცნეს. ამასთანავე, 200-ზე მეტ სტუმარს შესაძლებლობა მიეცა, შოურუმი და სერვისისთვის განკუთვნილი სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინა.

ორსართულიანი ნაგებობის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. საავტომობილო ცენტრის საერთო ფართი 2700 მ2-ია. გარე ფასადს მინის თეთრი და ლურჯი ვიტრაჟები ფარავს. 

მეორე სართული საოფისე სივრცეს ეთმობა. პირველი კი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ღია და ნათელ ფერებში გადაწყვეტილი შოურუმი ექვს ავტომობილს იტევს. მოსაცდელ სივრცეში გადამუშავებული მასალით დამზადებული ავეჯია განთავსებული. 

ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალაა გამოყენებული სერვისისთვის განკუთვნილ ნაწილშიც. იატაკი მდგრადი და მძიმე დატვირთვაზე გათვლილი ფილებით არის მოპირკეთებული. თანამედროვე, უახლესი მანქანა-დანადგარებითა და ინსტრუმენტებითაა აღჭურვილი სერვისი, სადაც ერთდროულად ექვსი ავტომანქანის მომსახურებაა შესაძლებელი.

მომხმარებლისათვის კომფორტული გარემოა ეზოს ტერიტორიაზეც. გარე პერიმეტრზე მოწყობილია ავტოსადგომი და დამონტაჟებულია დასამუხტი სადგურები ელექტრომობილებისათვის. 

„ვოლვო ქარ კავკასია“, საქართველოსთან ერთად, აზერბაიჯანს, სომხეთს, უზბეკეთსა და ყაზახეთს ფარავს. VRE კონცეფციის შოურუმები ამ დროისათვის თბილისსა და ბაქოში მდებარეობს. 2026 წელს კი ამ ჩამონათვალს ერევანიც შეემატება. 

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია ,,ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. კომპანია პრემიუმ კლასის ავტომობილების ექსკლუზიური მომწოდებელია საქართველოში, უზბეკეთში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.

„ვოლვო ქარ კავკასია“ მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს. მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით დისტანციურად შეაფასოს  და კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელის ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

 

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „კრისტალი“ მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვის მხარდამჭერია

16.09.2025.14:23

გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, ნორვეგიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსა (NORAD) და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ადგილობრივი მეწარმე ქალების პროდუქციის ყველაზე დიდი გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ღონისძიებას საგამოფენო ცენტრმა „ექსპო ჯორჯიამ“  წელს უკვე მეოთხედ უმასპინძლა. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 200-მდე მეწარმე ქალმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ღონისძიების მხარდამჭერებს შორის იყო მიკრობანკი „კრისტალი“, რომელიც უკვე მრავალი წელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას საკუთარი სტრატეგიის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად განსაზღვრავს.

„კრისტალი“ უკვე მრავალი წელია ახორციელებს და მხარს უჭერს იმ პროექტებს, რომლებიც ქალთა ფინანსური განათლების, ლიდერობისა და მეწარმეობის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კომპანიის მხარდაჭერა გამოფენის მიმართ ხაზს უსვამს მის პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყოს არა მხოლოდ ინდივიდუალურ წარმატებებს, არამედ მეწარმე ქალების მხარდაჭერას და მათ ჩართულობას ქვეყნის ეკონომიკის გაძლირებაში,

გამოფენის ფარგლებში გამართული პანელური დისკუსია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პროცესში ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას მიეძღვნა. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო მიკრობანკი „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეწარმე ქალთა ფინანსური გაძლიერება არა მხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ საზოგადოებრივ და ეკონომიკურ განვითარებაზე პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს. 

„ჩვენთვის ქალთა გაძლიერება მხოლოდ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი არ არის. ეს არის სტრატეგიული გადაწყვეტილება, რომელიც გავლენას ახდენს როგორც ბიზნესის განვითარებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე. როდესაც ქალებს ვაძლევთ ფინანსურ შესაძლებლობებს, მათ ვაძლევთ შანსს, საკუთარი პოტენციალი სრულად გამოიყენონ. მათი წარმატება კი ქმნის უფრო სამართლიან და ძლიერ ეკონომიკურ გარემოს,“ - აღნიშნა „კრისტალის“ გენერალურმა დირექტორმა, ილია რევიამ.

ღონისძიება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია, რადგან ის ხელს უწყობს ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათ ჩართულობას ბიზნეს გარემოში და ადგილობრივი წარმოების პოპულარიზაციას. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი პროდუქცია: საკვები და სასმელი, ხელნაკეთი აქსესუარები, სილამაზისა და თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები, დეკორი და სხვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მწვანე პროდუქტებზე, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით არის შექმნილი. გამოფენის მონაწილეთა შორის იყვნენ ძალადობაგამოვლილი, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები, უკრაინიდან იძულებით გადაადგულებული ქალებიც. 

მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის საქართველოში“ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტის ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა