ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ნიუ-იორკში, Citigroup-ის სათავო ოფისში, თიბისიმ სტრატეგიის დღე 2026 გამართა, რომელსაც 100-ზე მეტი ინვესტორი და პარტნიორი ესწრებოდა, სხვადასხვა ქვეყნიდან.
ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს, თიბისის აღმასრულებელმა მენეჯმენტმა, მიღწეული შედეგები, ამბიციური მიზნები და მომდევნო 5 წლის სტრატეგიული ხედვა წარუდგინა, როგორც საქართველოს, ისე - უზბეკეთის ბაზრებზე.
2030 წლისთვის, თიბისი ჯგუფის სტრატეგიული მიზნები სრულ თანხვედრაშია თიბისის მისიასთან - გაუმარტივოს ადამიანებს ცხოვრება - მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი, მარტივი და ინოვაციური პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების გზით. მომდევნო რამდენიმე წელში, თიბისი საქართველოსა და უზბეკეთის ბაზრებზე ზრდის ტემპის დაჩქარებას, ბაზრის ლიდერის როლის კიდევ უფრო განმტკიცებას და ფინანსური და ბიზნესმაჩვენებლების გაუმჯობესებას გეგმავს.
თიბისის სტრატეგიული ხედვა 2030 წლისთვის:
„ვამაყობ იმ შედეგებით, რასაც მივაღწიეთ. დარწმუნებული ვარ, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული კომპანია გავხდებით, მათთვის ხარისხიანი ფინანსური სერვისების და პროდუქტების მიწოდებით და ამით, კიდევ უფრო მეტად გავუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, რაც თიბისის მისიაა“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ჯგუფის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: თებერვალი 2026
26.02.2026.13:00
სელფი მობაილი აგრძელებს ქსელის უწყვეტ გაუმჯობესებას და მომხმარებლის ინფორმირებას პროგრესის შესახებ.
სელფის ქსელი კიდევ უფრო საიმედო გახდა - ბოლო ერთი წლის განმავლობაში, 28%-ით გაიზარდა ქსელის ხელმისაწვდომობა, რაც ნიშნავს ნაკლებ ტექნიკურ შეფერხებას, უფრო სტაბილურ კავშირს და პრობლემის შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას.
მომხმარებლისთვის მობილური კავშირის ყოველდღიური გამოყენებისას უკეთესი გამოცდილების შექმნისთვის, თებერვლის თვეში სელფიმ ასევე მოახდინა 3G ქსელის სიხშირული განახლება. ეს პროცესი გულისხმობს: ქსელის სტაბილურობის გაზრდას, ზარების ხარისხის გაუმჯობესებასა და კავშირის გაწყვეტის რისკის მინიმიზაციას. განახლების ეფექტი უკვე აისახა კონკრეტულ ლოკაციებზე: სამგორში და კასპის მუნიციპალიტეტში, სადაც საშუალოდ 0.26%-ით გაუმჯობესდა სატელეფონო ზარების უწყვეტობა, შემცირდა შეფერხების ალბათობა და გაიზარდა კავშირის სტაბილურობა.
სელფი მობაილი უწყვეტად განაგრძობს ზრუნვას ქსელის განვითარებაზე, მომხმარებლების გამოცდილების კიდევ უფრო მეტი გაუმჯობესებისთვის.