მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7221.6
0.004
flag
AZN 1.5849
0.0004
flag
CNY 39.519
0.0021
flag
EUR 3.1679
-0.0008
flag
GBP 3.6385
-0.001
flag
KZT 58.08
0.0035
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0.0007

ნიუ-იორკიდან ბათუმამდე: როგორ ქმნის ამბასადორის კუნძული და SHoP Architects საქართველოს საერთაშორისო იმიჯის ახალ ეპოქას

news image

ამბასადორი აილენდ ბათუმის” სახით სანაპირო ზოლზე ახალი გლობალური მიზიდულობის წერტილი იქმნება. პროექტი, რომელიც მასშტაბითა და შინაარსით სცილდება რეგიონულ ფარგლებს, ქვეყნის განვითარების ისტორიაში სრულიად ახალ ფურცელს შლის. “ამბასადორი ჯგუფს” და ამერიკულ არქიტექტორულ კომპანია SHoP Architects შორის ხელი მოეწერა არქიტექტურული და ფასადური პროექტირების სახელმძღვანელო (Façade Design Guideline/Book) ხელშეკრულებას, რომელიც მოიცავს ერთიანი არქიტექტურული კონცეფციისა და დიზაინ-კოდის შემუშავებას, ამბასადორი აილენდ ბათუმის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი არის პროექტის არქიტექტურული კონსტიტუცია, რომელიც ადგენს მშენებლობის ერთიან ესთეტიკურ კოდს, უმაღლესი ხარისხის სისტემურ სტანდარტებს და უზრუნველყოფს კუნძულის, როგორც ერთიანი მსოფლიო დონის არქიტექტურული შედევრის, გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამბასადორის კუნძულის სახით იქმნება ინოვაციური ურბანული ეკოსისტემა - მომავლის ქალაქი, რომელიც ტექნოლოგიურ პროგრესს, სმარტ-არქიტექტურას და ცხოვრების თანამედროვე ტემპს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ნიუ-იორკში დაარსებული SHoP Architects ხუთ კონტინენტზე ოპერირებს და თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პროგრესულ არქიტექტურულ გაერთიანებად მიიჩნევა. ჯერ კიდევ 2014 წელს, Fast Company-მ ისინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ კომპანიად დაასახელა, ხოლო მათი ნამუშევრები დღეს ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MoMA) მუდმივ კოლექციაშია დაცული.

SHoP-ის პორტფოლიო მსოფლიო არქიტექტურის სიმბოლოებს აერთიანებს: ბრუკლინის საკულტო Barclays Center, ნიუ იორკის მსოფლიოს ყველაზე მწვრილი ცათამჯენი 111 West 57th Street და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების სათავო ოფისები, როგორიცაა Google და Uber. კომპანიის ხელწერა ესთეტიკისა და ფუნქციონალურობის განუყოფლობაა - შედეგი ყოველთვის ერთიანი, მონუმენტური მთლიანობაა, რომელიც გარემოს კონტექსტს ცვლის.
ამბასადორი აილენდ ბათუმის მეშვეობით, საქართველო მკვიდრდება იმ პრესტიჟულ გეოგრაფიულ არეალში, სადაც აქამდე მხოლოდ ნიუ-იორკი, ლონდონი, დუბაი ან სინგაპური დომინირებდნენ.

ათწლეულების განმავლობაში გლობალური არქიტექტურული ტრენდები მხოლოდ რამდენიმე მეგაპოლისზე იყო ორიენტირებული. დღეს ეს გეოგრაფია იცვლება. საქართველო აღარ არის მხოლოდ საერთაშორისო ინვესტიციების ან ცალკეული ბრენდების პასიური მიმღები - ამბასადორის კუნძულის სახით საქართველო პოზიციონირებს, როგორც უმაღლესი გლობალური სტანდარტის პროექტების ეკოსისტემის ინიციატორი.

ეს პროექტი არის მკაფიო განაცხადი იმაზე, რომ საქართველო მზად არის უმასპინძლოს და თავად შექმნას მომავლის არქიტექტურა, რომელიც მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცევა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სასტუმრო რადისონ ბლუ თბილისი თუთუ კილაძის პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს

21.04.2026.16:55

სილქ ჰოსფითალითი და სილქნეტი ქართველი ხელოვანების მხარდაჭერას განაგრძობს და ამჯერად რადისონ ბლუ თბილისში მხატვარ თუთუ კილაძის გამოფენას წარადგენს.

თუთუ კილაძის შემოქმედება მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმითა და სახასიათო ხელწერით ხასიათდება. თავად მხატვარი საკუთარ ნამუშევრებს რომელიმე კონკრეტულ სტილს არ მიაკუთვნებს, ცდილობს მრავალფეროვანი იყოს და სხვადასხვა მასალა მოსინჯოს. ძირითადად, ზეთის საღებავებით ხატავს, თუმცა ფერადი ფანქრების, გუაშებისა და აკვარელების გარდა კერამიკაზე მუშაობაც სცადა. თუთუს ფერწერული ტილოები ნოველებს წააგავს, რომლებიც ზღვისპირა ქალაქების, ლურჯი ტალღებისა და მათზე მოქანავე გემების, ფერადი მინდვრების, აყვავებული ხეების, მოციმციმე აუზების, უცნაური ადამიანებისა და ზღაპრული ცხოველების შესახებ მოგვითხრობენ.

“რადისონ ბლუ ივერიას საგამოფენო სივრცეში გამოფენილია ჩემ მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერა და კერამიკული ფილები. ძალიან მიყვარს ზღვა და ხშირად ვიმეორებ ამ თემატიკას ჩემს ნახატებში. ასევე ნახავთ ფილებს - ნაწილი ვეხისტყაოსნიდანაა, რომლის ილუსტრაციაც დამატებით გავაკეთე და იმედია წიგნიც მალე გამოვა. ინსპირაციას ყოველდღიურობისგან ვიღებ - ურთიერთობებისგან, სეირნობისგან... ხატვას პირდაპირ ფერით ვიწყებ და მერე საითაც წამიყვანს განწყობა, მივყვები. პროცესში ყოველთვის რაღაცას აღმოვაჩენ. რაც შეეხება კერამიკას, ბევრად საინტერესო პროცესია, რადგან არ იცი საბოლოო შედეგი რა იქნება- სიურპრიზივითაა. ამ საგამოფენო სივრცეში დახრილი კედლებია და ესეც თავისებურობას მატებს გამოფენილ ნამუშევრებს. თითქოს ნახატები ჰაერშია ჩამოკიდებული, შესაბამისად, მსუბუქი და ლამაზი ექსპოზიცია გამოვიდა.“ - თუთუ კილაძე, მხატვარი.

“თუთუს ხელწერა, სტილი გამორჩეულია და თითქმის ყოველთვის გახვედრებს, ვის ეკუთვნის ნახატი. ჩვენ მუდმივად ვეძებთ საინტერესო მხატვრებს, რათა უცხოელი სტუმრებისთვის ჩვენი სასტუმროების სივრცეებში ქართული მხატვრობა გავაცოცხლოთ. ვფიქრობ, თუთუ ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მხატვარია და მისი გამოფენაც მრავალფეროვნებითა და განსაკუთრებული ფერებით გამოირჩევა.” - მარიამ კაკაბაძე, სილქ ჰოსფითალითის არტ კურატორი.

თუთუ კილაძის ნამუშევრები რადისონში 20 აპრილიდან 15 ივნისის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი. სილქნეტისა და სილქ ჰოსფითალითის თანამშრომლობით, თბილისისა და წინანდლის საექსპოზიციო სივრცეები სისტემატიურად ეთმობა ქართველი არტისტების შემოქმედებას. სასტუმრო რადისონში გასულ წლებში ლევან ჭოღოშვილისა და ზურა აფხაზის ნამუშევრები გამოიფინა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა