მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

„ნინოწმინდის თაფლმა - ალპიდამ" ლონდონში უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მოიპოვა

news image

თაფლის საერთაშორისო კონკურსზე London Honey Awards 2024  სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „კოდი“ წარმოებულმა თაფლმა „ნინოწმინდის თაფლი -  „ალპიდა“, ხარისხის ნომინაციაში,  უმაღლესი ჯილდო - პლატინის მედალი მეორედ მიიღო.

თაფლის საერთაშორისო კონკურსი  London Honey Awards ლონდონში ყოველწლიურად იმართება. კონკურსი აერთიანებს ორ ნომინაციას -  თაფლის ხარისხი და შეფუთვა (დიზაინი).

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ იმ მეწარმეებს, რომლებიც თავად აწარმოებენ და ყიდიან მხოლოდ საკუთარი წარმოების პროდუქციას. კონკურსი London Honey Awards ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟულია თაფლის წარმოების სექტორში.

ყოველწლიურად, კონკურსში მონაწილეობს 250-ზე მეტი მწარმოებელი მსოფლიოს სხვადასხვა  ქვეყნიდან. კოოპერატივმა „კოდი“ კონკურსზე London Honey Awards საკუთარი პროდუქცია პირველად 2021 წელს, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით  წარადგინა.

 London Honey Awards 2021 -ზე წარდგენილი იყო „ნინოწმინდის  თაფლი ალპიდა“, რომელმაც  ვერცხლის მედალი მოიპოვა.  აღნიშნული თაფლი ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა London Honey Awards 2022 - ზეც.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „კოდი“ 2017 წელს, 4 მეფუტკრის ინიციატივით დაარსდა. დღეისათვის,  კოოპერატივი  11 წევრს, მათ შორის 4 ქალს აერთიანებს. 2017 წელს, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის ფარგლებში, კოოპერატივმა  შეიძინა ფუტკრის  40 ოჯახი,  100  სკა და გადამმუშავებელი საამქროს  3 დანადგარი, ხოლო მეფუტკრეობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 100 ახალი სკა მიიღო.

ამასთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოს გრანტით, მოხდა საამქროსათვის  დამატებითი აღჭურვილობის შეძენა და  თაფლის გადამმუშავებელი საწარმოო ხაზის მოწყობა. კოოპერატივის „კოდი“ სავაჭრო ნიშანია „ალპიდა“.

კოოპერატივი აწარმოებს სხვადასხვა სახის პროდუქტს:  „ნინოწმინდის თაფლს“, „ახალციხის თაფლს“, „მაისის თაფლს“, „ანათალის თაფლს“, ფუტკრის რძეს, ყვავილის მტვერს და ფუტკრის დედებს.

2020 წელს, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში ,,საქპატენტი“ კოოპერატივმა დაარეგისტრირა  „ნინოწმინდის თაფლი“ როგორც გეოგრაფიული აღნიშვნის მქონე პროდუქტი.

„ნინოწმინდის თაფლს" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მინიჭებული აქვს „ქართული ხარისხის“ და „გეოგრაფიული აღნიშვნის ხარისხის“  ნიშნები, ხოლო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციის „ელკანა“  მიერ  „აგროეკოლოგიური   ხარისხის“  ნიშანი. 2018-2021 წლებში, კოოპერატივმა  მოიპოვა  საერთაშორისო ორგანიზაციების - JICA, USAID zrda, IFAD - გრანტები, რამაც საშუალება მისცა გაეზარდა პირველადი წარმოება, პროდუქციის ხარისხი და საწარმოში დაენერგა HACCP სტანდარტი.

2018 წლიდან, კოოპერატივის  „კოდი“ წარმოებული  თაფლი სრულ შესაბამისობაშია ქართულ და ევროპულ მოთხოვნებთან როგორც ხარისხის, ასევე უვნებლობის მიმართულებით.  2022 წელს,  საამქროში დაინერგა ახალი ტექნოლოგია,  რომელმაც საშუალება მისცა მწარმოებელს შეენარჩუნებინა ბუნებრივი თაფლის მაღალი ხარისხი.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სადაც კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება - მიხეილ ჯაფარიძე

09.05.2025.12:20

კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის, თუ კონკურენცია არ არის იქ განვითარება არ იქნება, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკური ფორუმის მე-19 დისკუსიაზე სადაზღვევო კომპანია „არდის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძემ სექტორში კონკურენციის შეფასებისას.

„კონკურენცია ნებისმიერ შემთხვევაში არის მამოძრავებელი ყველაფრის. კონკურენცია თუ არ არის, იქ განვითარება არ იქნება იმიტომ, რომ მონოპოლისტურ სისტემებს ნაკლები განვითარება ახასიათებს. იმიტომ, რომ სტიმული ნაკლებია. ჩვენს შემთხვევაში თუ იმას გულისხმობთ, რომ ჩვენი კომპანია არის საქართველოში ყველაზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიის შემადგენლობაში, ამ შემთხვევაში ჩვენ კონკურენცია გვაქვს ჩვენს ინსტიტუციაში შემოვალ კომპანიებთან. ჩვენ თვითონ გაქვს ერთმანეთთან კონკურენცია. იქიდან გამომდინარე უფრო ბიზნეს მოდელს გავყვებოდი, რა არის ინტერესი სადაზღვევო კომპანიების, რომლებიც ბაზარზე ოპერირებენ. თუ თვითმყოფადობა ინტერესია, ანუ თვითმყოფადი და დამოუკიდებელი იყოს ყველა მაშინ ეს საკითხი ნაკლებად მტკივნეულია. რადგანაც თუ არ განვითარდი კონკურენციაში სხვა აუცილებლად დაგჯაბნის. ფიცი-მტკიცი, რომ არ დავიწყო, ძალიან რთულია და თვითმყოფადობის მაძიებელი კომპანია, მათ შორის ჩვენს ჯგუფში, ის ისწრაფვის საკუთარი მყოფადობისკენ და შესაბამისად შესაძლებელია, რომ ჩვენ მოლაპარაკება მათთანაც ხისტი გვქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ მივიღოთ ის პირობები რაც გვჭირდება. ამიტომ ამ კუთხით ჯერჯერობით საქმე მარტივი არ არის. პირიქით, საკმაოდ რთულია ამის მიღწევა, რადგანაც ყველა იღვწის იმისთვის, რომ საკუთარი თავი დაიმკვიდროს.

თუ კი სადმე, რამე კუთხით კონკურენცია იზღუდება ამას თავის რეაგირება აქვს ხოლმე. ჩვენ როცა ვმოქმედებთ ვმოქმედებთ იმ საკანონმდებლო ჩარჩოში რაც გაქვს და შესაბამისად ბაზარს ეტყობა, როგორი კონკურენტულია“, - განაცხადა „არდის“ გენერალურმა დირექტორმა.

მიხეილ ჯაფარიძის თქმით, საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე დაბალ მარჟიანი ინდუსტრიაა.

„ის არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ მარჟიანი. ამას კი იწვევს კონკურენცია. რომ შევხედოთ სადაზღვევო კომპანია თუ რა რესურსებს ხარჯავს იმისათვის, რომ უამრავი საზედამხედველო ნორმები ჰქონდეს დაკმაყოფილებული და მერე შევხედოთ სადაზღვევო კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებს სამწუხაროდ ასე მარტივი არ არის. ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი დიდი საზრუნავი არის ის, რომ კერძო ჯანმრთელობის დაზღვევის საფასური იზრდება და კიდევ უფრო გაიზრდება. ეს დინამიკა იქნება კიდევ უფრო მზარდი და ტემპი კიდევ უფრო გაიზრდება. იმიტომ, რომ სინერგია ჯერჯერობით ვერ ხდება და იმედი მაქვს მოხდება და სამედიცინო სექტორის გაძვირება ძირითადად გაიზრდება ჯიბიდან გადამხდელზე და სადაზღვევო კომპანიაზე. სხვაგან ფასები ძირითადად ფიქსირებულია. აქედან გამომდინარე მთელი ტვირთი გადადის ამ ორი მიმართულებით. ჩვენ ამას განვიცდით, იმიტომ, რომ ფასი იზრდება სადაზღვევო კომპანია ვერ ხეირობს და პირიქით უფრო ზარალდება და გეტყვით რატომ. სადაზღვევო კომპანიის კონტრაქტები არის 12 თვიანი. თქვენ დაეზღვიეთ და როგორც წესი კონტრაქტი ჩაამთავრა სადაზღვევო კომპანიამ იმ ფასით, რომლითაც თქვენ დაგაზღვიათ. სადაზღვევო კომპანიას შუა წელიწადში ყველაფერი ეცვლება. ყველაფერი თავდაყირა უდგება იმის მიხედვით თუ რა ტიპის გამოწვევაა. შესაბამისად ბოლოში რომ მიდის და კონტრაქტის განახლებაზე იქ უკვე სადაზღვევო კომპანია მისდევს არა იმას თუ რა იქნება მომავალ წელს, არამედ რა იყოს წინა წელს. სადაზღვევო ინდუსტრია ყველაზე გამჭვირვალე ინდუსტრიაა და მონაცემებს, რომ ჩავხედოთ დაინახავთ, რომ ან მარჟა არ არის, ან ძალიან მინიმალურია. თუ შევხედავთ ნებაყოფლობით დაზღვევას ძალიან მწირი ინდუსტრიაა. ამიტომ კონკურენცია უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში დაცული. ჩვენ გვყავს შესაბამისი ორგანოები და თუ რაიმე ამ მხრივ იქნება პრობლემური რეაგირებაც უნდა ჰქონდეს. ჯერჯერობით ჩვენ გამოწვევა გაქვს კონკურენციის ძალიან დიდი სიჭარბე, რომელიც ამ მარჟას უფრო ქვემოთ წევს“, - განაცხადა მიხეილ ჯაფარიძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა