,,ნიკოლი" ჩინეთის ბაზარზე შესვლას გეგმავს
,,ჩინეთში, გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა. საკმაოდ კარგი უკუკავშირი გვაქვს. ვფიქრობ, პოტენციალი გვაქვს ჩინეთის ბაზარზე. ივნისში იმართება სამჯერ უდრო დიდი გამოფენა ვიდრე წინამორბედი იყო. აუცილებლად ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და ვგეგმავთ, რომ ჩვენივე რესურსებით ვცადოთ შესვლა ჩინეთის ბაზარზე", - განაცხადეს ,,ნიკოლიში".
კომპანია მომხმარებლის მხრიდან არსებულ მოთხოვნას პოზიტიურად აფასებს.
,,ჩვენი ბრენდის პროდუქტებზე შექმნის დღიდანვე მოთხოვნა მზარდია. ახლა ბოლო წელიც დავხურეთ ზრდით საცალო მიმართულებით. რაც შეხება ექსპორტს, ექპოსრტის მიმართულება რა თქმა უნდა თავის რესურსებს მოითხოვს - აქვს თავისი დანახარჯები საკმაოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად, არ არის მოკლე პროცესი და სჭირდება საკმაოდ კომპელქსური მუშაობა, სჭირდება ,,ბაიერებთან" შეთანხმება, ლოჯისტიკური ხაზების მიმართულებით დაგეგმვა, აწყობა და ა.შ. მივყვებით თანმიმდევრულად, მივყვებით გეგმის მიხედვით და ვფიქრობ შედეგები ეტაპების შესაბამისად საკმაოდ კარგი გვაქვს", - ამობებენ ,,ნიკოლიში".
ნიკოლი 2025 წელს გაფართოებას და ფილიალის გახსნასაც გეგმავს.
,,გვსურს გავფართოვდეთ და მოვიძიოთ მეტი პარტნიორი. ადგილობრივ ბაზარს რაც შეეხება, ახალი ფილიალის გახსნა გვსურს", - აცხადებენ ,,ნიკოლიში".
სხვა სიახლეები
01.07.2025.16:28
ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის, BTU და Coca Cola ციფრული წიგნიერების საერთაშორისო ინიციატივას იწყებენ. ინიციატივის ფარგლებში, თანამედროვე ტექნოლოგიების, კიბერჰიგიენის, ხელოვნური ინტელექტის და სხვა საკითხების გარშემო შექმნილი საგანმანათლებლო, მულტიმედია მასალა, ქართულ და ინგლისურ ენაზე, ასობით ათას ბავშვს და მოზარდს, როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში გაუზიარდება. პროექტი ხორციელდება BTU AI4Globe და „კოკა-კოლა განათლებისთვის“ ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში. შექმნილი ვიდეორგოლებისა და მულტიმედია მასალის გარდა, მთელი წლის განმავლობაში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უმასპინძლებს საბავშვო ტექნოლოგიურ ბანაკებს, ვორკშოპებს და ჩაატარებს სესიებს აღნიშნული საგანმანათლებლო მასალების შესახებ.
ინიციატივის ფარგლებში, უკვე შეიქმნა 20 ვიდეომასალა ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომლებიც ეტაპობრივად განთავსდება ონლაინ პლატფორმაზე და ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვისა და მასწავლებლებისთვის.
ვიდეორგოლები შექმნილია შემდეგი თემატიკის გარშემო: კიბერჰიგიენა, სოციალური მედიის უსაფრთხოება, სოციალური ინჟინერია და ფიშინგის ტიპები, კიბერბულინგი და სახიფათო თამაშები, ხელოვნური ინტელექტი და კიბერუსაფრთხოება, რა არის ხელოვნური ინტელექტი?, როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნური ინტელექტის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში, მონაცემები და AI-ის აპლიკაციები, AI ტექნოლოგიების საწყისები ბავშვებისთვის, ეთიკა, კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება AI-ში ბავშვებისთვის, ხელოვნური ინტელექტი და სხვადასხვა პროფესიები, როგორ მუშაობს ნივთების ინტერნეტი AI-ში, ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციები განათლებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენება თამაშების შესაქმნელად, ხელოვნური ინტელექტის როლი კლიმატის ცვლილებებში, ხელოვნური ინტელექტი და რობოტიკა, ხელოვნური ინტელექტი საზოგადოებრივი სიკეთისთვის, ცრუ ახალი ამბები და Deepfake: ინსტრუმენტები, რა არის ციფრული ნაკვალევი?
კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასთვის განათლების ხელშეწყობა არა მხოლოდ სოციალურიპასუხისმგებლობის ნაწილი, არამედ კომპანიის ღირებულებებისა და მისი ხედვის განუყოფელინაწილია. წლების განმავლობაში, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია აქტიურად უჭერს მხარსსაგანმანათლებლო ინიციატივებსა და პროექტებს, რომელთა მიზანია ახალგაზრდებისთვის ცოდნისხელმისაწვდომობა და შესაძლებლობების გაფართოებაა.
BTU-ს პროექტის, AI4Globe-ის მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვების და ახალგაზრდების, ქალების დაკერძო სექტორის მიერ, თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისების, მომზადება გადამზადებისპროცესს. საერთაშორისო პროექტი საქართველოდან მსოფლიოში უკვე ხორციელდება და აფრიკისრამდენიმე ქვეყანაში, უკრაინაში და სლოვაკეთში, მიზნობრივი ჯგუფებისთვის ქმნის და უფასოდაზიარებს საგანმანათლებლო მასალას და მულტიმედია რესურსებს.