მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7113.2
0.0078
flag
AZN 1.5805
-0.0003
flag
CNY 38.723
0.0004
flag
EUR 3.1688
-0.0001
flag
GBP 3.6476
-0.0059
flag
KZT 54.25
-0.0013
flag
TRY 0.0616
-0.0001
flag
USD 2.687
-0.0006

NEXT საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image

საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი NEXT, რომელიც საქართველოში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში და ესპანეთში უნიკალურ ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

NEXT-ის საინვესტიციო პორტფელი მოიცავს 5-ვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, რეზორტებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა: Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts. ბრენდის მასშტაბი და კომპეტენცია აღიარებულია არაერთი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოთი, რაც ხაზს უსვამს მის წვლილს უძრავი ქონების სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ყოველი პროექტი მიზანმიმართულად არის დაგეგმილი გრძელვადიანი საინვესტიციო ღირებულების შესაქმნელად, განსაკუთრებული აქცენტი ტურისტულ და სწრაფად მზარდ ურბანულ ბაზრებზე კეთდება, სადაც პრემიუმ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა სტაბილურად მაღალია.

დღეს NEXT სამ კონტინენტზე, ექვს ქალაქში ოპერირებს და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან.

NEXT-ის მიზანია, შექმნას მომავლის ქალაქები, სადაც ინოვაციური არქიტექტურა ბუნებრივად ერწყმის ადგილობრივ გარემოსა და საზოგადოებრივ კეთილდღეობას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს წევრთა რიგებს შემოუერთდა საერთაშორისო მასშტაბის დეველოპერული ბრენდი NEXT, რომელიც ინოვაციურ მიდგომებსა და გრძელვადიან საინვესტიციო ღირებულებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებულები ვართ, რომ კომპანიის გლობალური გამოცდილება და მაღალი სტანდარტები დადებით გავლენას მოახდენს სექტორის განვითარებაზე", განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა

09.02.2026.13:31

Setanta Sports Eurasia-მ გაახანგრძლივა  მრავალწლიანი პარტნიორობა SMH Global-თან, რის შედეგადაც თბილისში დაფუძნებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად უზბეკეთში 2030 წლამდე დარჩება.


ახალი შეთანხმების ფარგლებში, მხარეებს შორის არსებული მრავალწლიანი თანამშრომლობა ოფიციალურად გაგრძელდა. პარტნიორობა მოიცავს კომერციული განვითარების მხარდაჭერას, ადგილობრივი ბაზრის სტრატეგიის განსაზღვრას და Setanta-სპორტული უფლებების პორტფელის დისტრიბუციას უზბეკეთის ბაზარზე.


SMH Global-ის მანდატი ასევე მოიცავს პარტნიორული ურთიერთობების განვითარებას, შემოსავლების ზრდის შესაძლებლობებზე კონსულტაციას და Setanta-პოზიციების გაძლიერებას, როგორც სტანდარტულ სატელევიზიო არხებზე, ასევე OTT პლატფორმასა და სოციალურ მედიაში.


SMH Global-ის დამფუძნებელმა, ლაშა მაჭავარიანმა განაცხადა, რომ განახლებული შეთანხმება ასახავს კომპანიების საერთო ხედვასა და გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებულ სტრატეგიას რეგიონში:

„უზბეკეთში რეგიონის უდავოდ ნომერ პირველი სპორტული მაუწყებლის ოფიციალურ წარმომადგენლად ყოფნა გვაძლევს შესაძლებლობას, გამოვიყენოთ ინოვაციური სტრატეგიები, რაც ერთდროულად ზრდის ბრენდის ცნობადობასა და უზრუნველყოფს მდგრად ბიზნესგანვითარებას ამ დინამიკურ ბაზარზე. ერთობლივი ძალისხმევით, ვგეგმავთ სპორტული კონტენტის მოხმარებისა და მომხმარებელთა ჩართულობის გამოცდილების ახალ საფეხურზე აყვანას უზბეკეთის მასშტაბით. უზბეკეთში ჩვენი ძლიერი და სანდო ადგილობრივი პარტნიორების არსებობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ვაფასებთ მათთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას მომავალშიც,“- განაცხადა ლაშა მაჭავარიანმა.


 
 
Setanta Sports Eurasia-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, ბაჩა მალაზონიამ, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა SMH Global-ის მნიშვნელოვან როლზე, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიან ორიენტაციას უზბეკეთის მრავალფეროვან და კომპლექსურ ადგილობრივ სპორტულ ბაზარზე:  
 
SMH Global-ი ჩვენი შეუცვლელი პარტნიორია უზბეკეთის სპორტული მედიის ბაზრის სირთულეების ნავიგაციის პროცესში.  თანამშრომლობის გაგრძელება სრულად შეესაბამება ჩვენს მისიას - მსოფლიოს წამყვანი სპორტული კონტენტის მიწოდებას განვითარებად ბაზრებზე,“ - აღნიშნა ბაჩა მალაზონიამ.


 
უზბეკეთი სულ უფრო მნიშვნელოვანი ბაზარი ხდება საერთაშორისო სპორტული მაუწყებლებისთვის, სადაც იზრდება მომხმარებელთა მოთხოვნა და სწრაფად ვითარდება მედიაგარემო. Setanta Sports Eurasia ფლობს უფლებებს არაერთ მსხვილ საერთაშორისო სპორტულ ტურნირსა და ლიგაზე ევრაზიის რეგიონში, მათ შორის, ინგლისის პრემიერ ლიგაზე, NBA-ზე, UFC-ზე, Formula 1-ზე, La Liga-ზე, Serie A-სა და Ligue 1-ზე.


კომპანიებს შორის თანამშრომლობა,  Setanta-ს 2021 წელს, ამჟამინდელი მფლობელის მიერ შეძენამდე დაიწყო და მოიცავდა, როგორც ტრანზიციის პროცესს, ისე მაუწყებლის შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში.


განახლებული შეთანხმება მიუთითებს Setanta Sports Eurasia-ს უწყვეტ ინვესტიციებზე უზბეკეთის ბაზარზე, სადაც კონკურენცია პრემიუმ სპორტულ უფლებებსა და ციფრულ დისტრიბუციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა.
 
Lasha Machavariani
Bacha Malazonia
SMH Global
 
 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა