მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7225.3
-0.0174
flag
AZN 1.6053
-0.0017
flag
CNY 39.571
-0.0194
flag
EUR 3.1261
-0.0303
flag
GBP 3.6173
-0.0402
flag
KZT 55.69
-0.0005
flag
TRY 0.0618
-0.0001
flag
USD 2.729
-0.0031

ნებისმიერი კომპანიის პასუხისმგებლობა, გარდა ფინანსური მაჩვენებლების მიღწევისა, არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ იერსახის გათვალისწინება, რაც სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია - მამუკა იმედაშვილი

news image

ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, - ასე აფასებს დეველოპერული კომპანია „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი მამუკა იმედაშვილი მთავრობის ინიციატივას, რომელიც შენობა-ნაგებობების ესთეტიკური მახასიათებლების დადგენას და პირობების განსაზღვრას გულისხმობს. ამ მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უკვე შეხვდა კერძო სექტორის წარმომადგენლებს და დადგენილების პროექტი წარუდგინა. აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა „მეტროპოლისის“ გენერალური დირექტორიც.

„მივესალმებით მსგავსი ტიპის შეხვედრებს, რადგანაც ბიზნესის აზრის გაზიარება ხდება - ეს საინტერესოა ჩვენთვისაც და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კონკრეტულ პროექტს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ის არ იქნება მარტივად განსახორციელებელი იმ თვალსაზრისით, რომ კულტურულის ნაწილშია გასაჯენი, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ხალხს მიმღებლობა ამაზე მაღალი ექნება, მაგრამ ბიზნესების ერთიან სისტემაში მოქცევა მარტივი არ იქნება. თუმცა მსგავსი ტიპის შეხვედრებით, აზრის გაზიარებით და რეალური მიზნისა და საჭიროების განმარტებით, ეს შესაძლებელი ხდება“, — აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.

„მეტროპოლისის“ გენერალური დირექტორი პროექტის იმპლემენტაციის პირობებში გარკვეულ გამოწვევებზეც საუბრობს, რაც მისი აზრით დიალოგით და ბიზნესის მხრიდან გარკვეული პასუხისმგებლობების გათვალისწინებით განხორციელებადია.

„ბიზნესმა უნდა დასვას შეკითხვები ღიად და კარგად უნდა ესმოდეს, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. ის, რომ ნებისმიერი კომპანიის პასუხისმგებლობა, გარდა ფინანსური მაჩვენებლების დადებისა, არის ქვეყნის სამსახურში ყოფნაც და იმ იერსახის გათვალისწინება, რაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, კომერციალიზაციის კუთხით თუ შევხედავთ, ნებისმიერი პროექტი - იქნება ეს ტურისტული თუ სხვა - გრძელვადიან პერსპექტივაში, რაც უფრო გალამაზებული იქნება იერსახე, მით უფრო საინტერესო იქნება ინდივიდუალური თუ ბიზნეს პროექტი. ასევე, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის გაგრძელების დაგეგმვა თბილისის ნაწილზე, მაგრამ, ალბათ, რეგიონების კუთხით საქმე ბევრად მარტივად მიდის. თბილისის ნაწილში არსებულ მშენებლობებზე ყველაზე დიდი გამოწვევა სწორედ ეს იქნება, რადგან პროექტები უკვე არსებობს და ჩანაცვლების ნაწილში დიდი გამოწვევები იქნება. ვგულისხმობ როგორც პროექტებს, რომლებიც დამტკიცებულია, მაგრამ მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა, ასევე უკვე დასრულებულებს“, - განმარტავს „მეტროპოლისის“ გენერალური დირექტორი.

მამუკა იმედაშვილი ფიქრობს, რომ პროექტის განხორციელება თვითონ კომპანია „მეტროპოლს“ ხარჯებს არ გაზრდის.

„გეტყვით „მეტროპოლისის“ მაგალითზე - არა, იმიტომ, რომ ნებისმიერ ჩვენს პროექტზე ვცდილობთ, რომ იერსახე და არქიტექტურა მაღალი ხარისხის იყოს. ამაში დიდი ენერგიასა და რესურსებს ვხარჯავთ, მათ შორის ფინანსურ რესურსსაც. არ მგონია, რომ ისეთი განსაკუთრებული ფაქტორი იქნეს სემოღებული, რამაც გამოიწვიოს ჩვენი ფინანსური ხარჯების ზრდა, რადგანაც ჩვენ ისედაც ვცდილობთ, რომ ჩვენი ფასადიც, გადახურვაც მაღალი ხარისხისა და პრესტიჟული იყოს“, - აცხადებს დეველოპერული კომპანიის გენერალური დირექტორი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება

14.03.2026.15:13

დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ამბასადორ აილენდ ბათუმის" პირველი ცათამბჯენის მშენებლობის დაწყების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროექტი არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
„დღევანდელი მოვლენა ნამდვილად ისტორიულია თავისი შინაარსით. დღეს ჩვენ საფუძველს ვუყრით „ამბასადორის კუნძულის" პირველ, უმსხვილეს ნაგებობას, რომელიც თვისებრივად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს ამ რეგიონში და ზოგადად, შავი ზღვისპირეთში.
 
ეს ინიციატივა უპრეცედენტო მასშტაბისაა. ზღვაში 84 ჰექტარი ტერიტორიის ფორმირება ურთულესი საინჟინრო გამოწვევაა. დღეს უკვე ვხედავთ, რომ მიწის სამუშაოების 50 პროცენტზე მეტი შესრულებულია და 48 ჰექტარი მიწა უკვე ექსპლუატაციაშია მიღებული. ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ყველაზე თამამი და ამბიციური იდეების სწრაფი და ეფექტური განხორციელება სრულიად რეალურია.
 
ჩვენთვის ძალიან ღირებულია პროექტის ეკონომიკური განზომილება. მხოლოდ პირველი ცათამბჯენის მშენებლობაში 200 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ხორციელდება. კუნძულის სრული დატვირთვით ამოქმედების შემდეგ კი ბიუჯეტში წლიურად 65 მილიონი დოლარის გადასახადი შევა", - განაცხადა პრემიერმა.
 
მთავრობის მეთაურის თქმით, პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას.
 
„განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ახალი კუნძულის ტერიტორიის 49 პროცენტი მთლიანად რეკრეაციულ ზონებს დაეთმობა. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო საინჟინრო და ურბანული გეგმარების კომპანიების, მათ შორის ბრიტანული Arup-ის უშუალო ჩართულობით, რაც „ჭკვიანი ქალაქისა" და მდგრადი განვითარების პრინციპების უმაღლეს დონეზე დაცვას უზრუნველყოფს.
 
პროექტის მოცულობა და ეკონომიკური მნიშვნელობა ნათლად აჩვენებს, თუ რამხელა შედეგის მოტანა შეუძლია ქართული ბიზნესის პოტენციალისა და სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის სინერგიას. დღევანდელი დღე სწორედ ასეთი წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია.
მადლობას ვუხდი „ამბასადორი ჯგუფს" და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაშია ჩართული - მადლობა არქიტექტორებს, ინჟინრებს, მშენებლებსა და ყველა სპეციალისტს, ვისი ყოველდღიური შრომითაც ეს პროექტი ხორციელდება. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის ამ პროექტის სულის ჩამდგმელს, ბატონ ბუბა ქებურიას, ამ უნიკალური პროექტის განხორციელებისთვის.
 
2029 წელს ჩვენ უკვე ვიხილავთ დასრულებულ პირველ ცათამბჯენს ეს იქნება განვითარებისა და პროგრესის ახალი სიმბოლო, რომელიც ბათუმს და, ზოგადად, საქართველოს კიდევ უფრო მყარად დაამკვიდრებს მსოფლიოს საინვესტიციო და ტურისტულ რუკაზე", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა