მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

ნატურალური წვენების ბრენდი „მაისი“ ასორტიმენტს აფართოებს

news image

ადგილობრივი ნედლეულით დამზადებული, 100%-ით ნატურალური, უშაქრო  წვენების მწარმოებელი კომპანია  „მაისიასორტიმენტს აფართოებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia - ს კომპანიის თანადამფუძნებელმა მარიამ ქოიავამ განუცხადა. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში ასორტიმენტს დაემატება ბროწეულის წვენი და ასევე ახალი ბლენდი ვაშლით და ჯინჯეროთ, რომელიც ძალიან უცხო და განსხვავებული გემოა.

  

რაიმე განსაკუთრებული სიახლე ხომ არ აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

უახლოეს პერიოდში გვექნება სიახლეები გემოებთან დაკავშირებით. ადგილობრივ ბაზარზე ძალიან მალე გამოვუშვებთ ბროწეულის წვენს და ასევე ჩვენს ახალ ბლენდს ვაშლით და ჯინჯერით, რომელიც ძალიან უცხო და განსხვავებული გემოა. ასევე ძალიან მალე ელექტორნული კომერციის პლატფორმებზე ვიქნებით უფრო განსხვავებულად წარმოდგენილები. ვაპირებთ, იმუნო ბუსტერ ბოქსების ჩაშვებას. ეს იქნება 4-6 წვენისგან შემდგარი ნაკრები, რომელიც იქნება შედგენილი იმის მიხედვით თუ რა ვიტამინები და დანამატები უნდა მიიღოს ადამიანმა იმისათვის რომ გაიძლიეროს იმუნიტეტი. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას ველისთან და ვოლტთან. ამ ორივე პლატფორმაზე ისედაც ვართ წარმოდგენილები „მაისის“ სახით, მაგრამ გვინდა ახალი პროდუქტითაც ვიყოთ წარმოდგენილები.  გარდა ამისა, სულ რამდენიმე დღეა რაც ადგილობრივ ბაზარზე ჩავუშვით „ჟირაფი ჟოზესთან“ კოლაბორაციით „მაისის“ წვენი. გვგონია რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი განსაკუთრებით ბავშვებისთვის. „ჟირაფი ჟოზე“ ქართული, ყველასთვის საყვარელი ბრენდია და ამ ბრენდის ქვეშ ნაწარმოები „მაისის“ პროდუქტი არის აბსოლუტურად ჯანსაღი და სასარგებლო ბავშვებისთვის. ეს სიახლე ყველას გვიხარია იმიტომ რომ კარგი, ხარისხიანი და სასარგებლო პროდუქტი შევქმენით. 

 

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები? 

რასაკვრიველია, ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ საექსპორტო ბაზრებზე მუშაობას. ჩვენი აქცენტის ქვეშ ისევ არის შეერთებული შტატები და გაერთიანებული საამიროები, დუბაი. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ტარიფების რეჟიმის შემოღება არავისთვის სახარბიელო არ არის იმიტომ რომ ტარიფი ლოგიკურად პროდუქტს რა პროცენტიც არ უნდა იყოს აძვირებს. აქ ჩვენ ჩავატარეთ ანალიტიკა და გავაანალიზეთ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც შეაქვს აშშ-ში კონკრეტულად წვენი და ვხედავთ რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, რომელიც საკმაოდ დიდი რაოდენობის ექსპორტს ეწევა შეერთებულ შტატებში მათთვის სატარიფო პირობები არის მნიშვნელოვნად უარესი, ვიდრე საქართველოსთვის და ქართულ პროდუქტებზე. ამიტომ, ნებისმიერ რთულ გარემოებაში კარგიც უნდა ვეძიოთ. ზოგადად, ტარიფები ცუდია, თუმცა სხვებთან შედარებით უკეთეს პოზიციაში ვართ თუ ამას ყველაფერს შესაბამისად გამოვიყენებთ. აქცენტი გვინდა გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტად შეერთებულ შტატებზე.

 

ცნობისთვის, კომპანია დაარსდა 2020 წელს. საწარმო მდებარეობს ნატახტარში. პროდუქცია სერტიფიცირებულია BRCGS Grade A+ და FDA-ს მიერ, რაც ადასტურებს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და უსაფრთხოებას.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მოლოდინი გვაქვს, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში - Inn Hospitality

24.04.2025

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.

„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანზე იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.

თუ გავითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრომ მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.

„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა