ნათია თურნავა სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს შეხვდა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა სსფ-ის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს სუბირ ლალს შეხვდა.
მხარეებმა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის კავკასიის, ცენტრალური აზიისა და მონღოლეთის შესაძლებლობების განვითარების რეგიონული ცენტრის (CCAMTAC) მმართველი კომიტეტის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელსაც თავმჯდომარე ქვეყნის რანგში წელს საქართველო მასპინძლობს.
როგორც სუბირ ლალმა აღნიშნა, ეს მეტად მნიშვნელოვანი ყოველწლიური შეხვედრაა და მოხარულია, რომ წელს სწორედ საქართველოა CCAMTAC-ის მმართველი კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა. მისივე თქმით, CCAMTAC-ი სსფ-ისთვის კავკასიის, ცენტრალური აზიის და მონღოლეთის რეგიონთან ჩართულობის მნიშვნელოვანი საყრდენია.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საერთაშორისო სავალუტო ფონდის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელობას. ნათია თურნავას თქმით, სებ-ი მიესალმება ბაზრის საჭიროებებზე მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობას და რეგიონში პროფესიონალების წახალისებას. ამ მიზნით შექმნილი ცენტრალიზებული პლატფორმა - საგანმანათლებლო სივრცის პროექტიც ამის ნათელი დადასტურებაა.
შეხვედრაზე მხარეებმა შეაჯამეს ცენტრის საქმიანობა და მომავალი წლის სამუშაო პროგრამა განიხილეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე მიქაბაძე და სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ენდრიუ ჯუველი.
CCAMTAC სსფ-სა და ცხრა წევრი ქვეყნის - აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი - ერთობლივ პროექტია, რომლის ძირითადი საქმიანობა რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებისკენაა მიმართული.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
23.06.2025.19:43
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” გუნდმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა.
ქ. ვარშავაში ადგილობრივი პარტნიორების - BNI-სა და BYD Polska-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე “ამბასადორი აილენდ ბათუმის” დელეგაციამ, პოლონელ პარტნიორებთან ერთად, ინოვაციური პროექტი საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებულ აუდიტორიას წარუდგენა. ღონისძიების ფარგლებში შეხვედრები გაიმართა, რომელსაც პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქალბატონი დიანა ჟღენტი და საელჩოს პირველი მდივანი ბატონი ზურაბ ხუციანიძე ესწრებოდნენ.
BNI (Business Network International საერთაშორისო ბიზნეს ქსელი), როგორც პოლონეთში, ასევე მთელ მსოფლიოში ყველაზე მსხვილ ქსელურ ბიზნეს ორგანიზაციას წარმოადგენს, რომელიც 1984 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა, ხოლო პოლონეთში 2006 წლიდან ოპერირებს. ამგვარი თანამშრომლობა, ქართულ და პოლონურ კომპანიებს შორის, ორივე ქვეყნისთვის მტკიცე, გრძელვადიან ურთიერთობების ხელშეწყობისკენ გადადგმულ, კიდევ ერთ, მტკიცე ნაბიჯს წარმოადგენს.
„ჩვენი გუნდი, მოწოდებულია, რომ სათანადოდ მოვახდინოთ ქვეყნის საინვესტიციო და ტურისტული შესაძლებლობების საერთაშორისო აუდიტორიისთვის წარდგენა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთში გამართული ღონისძიება, ევროპულ ბაზარზე, ჩვენი ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიის საწყის ეტაპს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს მომავალში არაერთ სტრატეგიულ ლოკაციაზე გაგრძელდება,“- აღნიშნა „ამბასადორი აილენდ ბათუმის” გენერალურმა დირექტორმა გოჩა კამკიამ.
კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“ სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობით ახორციელებს. „ამბასადორი აილენდ ბათუმი,” რომელიც ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის 84 ჰექტარზე, ზღვაში ფორმირებას ისახავს მიზნად, მდგრადი განვითარებისა და ჭკვიანი ქალაქის პრინციპების სრული დაცვით ვითარდება. პროექტს, როგორც ტურისტული, ასევე რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დანიშნულება გააჩნია, რაც ბათუმსა და ზოგადად საქართველოს, მსოფლიოს ახალ საინვესტიციო რუკაზე მოახვედრებს.