მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7089.9
-0.0052
flag
AZN 1.5917
-0.0001
flag
CNY 38.057
0.0013
flag
EUR 3.1173
-0.003
flag
GBP 3.534
-0.0061
flag
KZT 52.07
-0.001
flag
TRY 0.0638
-0.0001
flag
USD 2.7062
-0.0005

ნატახტარში ქართული ლუდი „რკონის“ ახალი საწარმო აშენდა - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

news image

საქართველოს ბანკი ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის პარტნიორმა კომპანია “ველი ნატახტარმა”, მცხეთის მუნიციპალიტეტ, სოფელ ნატახტარში, ახალი ქართული ლუდის “რკონის” საწარმო ააშენა. პროექტი საქართველოში ლუდის წარმოების ახალი კულტურისდამკვიდრებას და რეგიონში თანამედროვე სტანდარტების საწარმოს შექმნას ისახავს მიზნად. 

პროექტის ჯამური ღირებულება 7 მლნ ლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 5.4 მლნ.ლარია. აღნიშნული ინვესტიცია საწარმოს ინფრასტრუქტურის მშენებლობასა და მისი დანადგარებით აღჭურვას მოხმარდა. 

ახალი საწარმო მცხეთის მუნიციპალიტეტში, 4,500 კვ.მ -ზე აშენდა და ის აღჭურვილიასაერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიებით. პროექტი გერმანელი ტექნოლოგების ჩართულობითა და კონსულტაციით განხორციელდა, რაც  ქართულ ბაზარზე საუკეთესო პრაქტიკებისა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას გულისხმობს. ამჟამად კომპანია ერთი სახეობის - ბავარიული ჰელესის ტიპის ლუდს აწარმოებს, თუმცა სამომავლოდ ახალი სახეობების დამატებას გეგმავს. 

კომპანია „ველი ნატახტარი“ „ბიარ ჯორჯიას“ შვილობილი კომპანიაა. ის უკვე ორი ათწლეულია წარმატებით საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებლებს ევროპული ხარისხის ლუდის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. 20 წლის განმავლობაში დაგროვებული გამოცდილებისა დაცოდნის საფუძველზე გადავწყვიტეთ ახალი ეტაპის დაწყება - შევქმნათ ქართული ლუდის ახალიისტორია ბრენდ რკონით“. ჩვენი მიზანია ლუდის მოყვარულებისთვის უმაღლესი ხარისხის, გამორჩეული გემოს მქონე ლუდის წარმოება და ამ სტანდარტის მუდმივი შენარჩუნება. გვინდა, რომ „რკონი“ იქცეს არა მხოლოდ ლუდის მოყვარულთა საყვარელ ბრენდად, არამედ, გამორჩეულადქართულ ბრენდად. საქართველოს ბანკთან ჩვენი თანამშრომლობა 2023 წელს დაიწყო და ეს გახლავთ ჩვენი პირველი ერთობლივი პროექტი, რომელიც ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორშეიძლება ბიზნესმა და ფინანსურმა ინსტიტუტმა ერთად განახორციელოს ქვეყნის ეკონომიკისთვისმნიშვნელოვანი და სტრატეგიული ინიციატივა. ამჯერად, საწარმოს თვიური წარმადობა 100 ტონასშეადგენს, ჩვენი მიზანია ეტაპობრივად გავზარდოთ მოცულობა, გავძლიერდეთ როგორცადგილობრივად, ასევე ავითვისოთ საერთაშორისო ბაზრები“, - განაცხადა დავით კურდღელაშვილმა, „ველი ნატახტარის“ დირექტორმა. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image გავაფართოვეთ წარმოება და დავამატეთ აქსესუარები განახლებული დიზაინით - Muline

21.11.2025.18:00

Muline აქსესუარების მწარმოებელი ქართული ბრენდია, რომელიც დაახლოებით სამი წლის წინ დაარსდა. კომპანიაში არსებულ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia ბრენდის დამფუძნებელს მაკო იმედაშვილს ესაუბრა.

„ჩვენს ბრენდს შეემატა რამოდენიმე ახალი დიზიანის შარფი, რომელიც ისევ და ისევ ქართულ თემატიკას მოვარგეთ და შევუსაბამეთ თანამედროვე ხელოვნებას, რაც ძალიან საინტერესო გამოვიდა თავისი შინაარსითა და თემატიკით “, - აცხადებს ბრენდის დამფუძნებელი.

ბრენდმა გააფართოვა წარმოება და დაამატა აქსესუარები განახლებული დიზაინით.

„გავაფართოვეთ კოსმეტიკის ჩანთების წარმოება და დავამატეთ ახალი დიზაინები. ამ ეტაპზე ვმუშაობთ საახალწლო კოლექციაზე, რომელიც იქნება ძალიან მრავალფეროვანი შარფებიდან და კოსმეტიკის ჩანთებიდან დაწყებული, თმის ბაფთებით, მაგიდის რანერებითა და სუფრებით დასრულებული “, - აღნიშნავს მაკო იმედაშვილი.

Muline სამომავლოდ ერთ-ერთ კომპანიასთან კოლაბორაციას გეგმავს და აღნიშნულზე უკვე აქტიურად მუშაობს.

„ერთ-ერთ ძალიან კარგ კომპანიასთან ვგეგმავთ კოლაბორაციას, რაც საკმაოდ საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე უკვე მუშაობის პროცესში ვართ. გარდა ამისა, ვმუშაობთ ახალ, ძალიან საინტერესო პროდუქტზეც, რომელიც თავდაპირველად სატესტო ვერსიად დამზადდება და შედეგების გათვალისწინებით ჩაეშვება წარმოებაში “, - ამბობს ბრენდის დამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა შესაძლებელია ონლაინ, როგორც სოციალური ქსელების გამოყენებით, ასევე veli.store -ის მეშვეობით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა