ნაყინის მთავარი მწარმოებელი ქვეყნები ევროკავშირში - რეიტინგი
2022 წელს ევროკავშირმა 3,2 მილიარდი ლიტრი ნაყინი აწარმოა, რაც წინა წელთან შედარებით 5%-ით მეტია. ევროკავშირის ქვეყნებს შორის 2022 წელს ნაყინის მთავარი მწარმოებელი გერმანია იყო, რომელმაც 620 მილიონი ლიტრი ნაყინი აწარმოა, მეორეა საფრანგეთი (591 მილიონი ლიტრი), ხოლო მესამე იტალია (571 მილიონი ლიტრი). გარდა იმისა, რომ გერმანია 2022 წელს ნაყინის უმსხვილესი მწარმოებელი იყო, საშუალოდ ყველაზე იაფ ნაყინს აწარმოებდა (1,5 ევრო ლიტრზე). საფრანგეთში 1 ლიტრ ნაყინზე საშუალო ფასი 1,9 ევრო იყო ხოლო იტალიაში საშუალო ფასმა 2,3 ევრო შეადგინა. ყველაზე ძვირადღირებული ნაყინი დამზადდა ავსტრიაში, საშუალო ფასი (ლიტრზე) 7,0 ევრო. ნაყინის სიძვირით მეორეა დანია (4,4 ევრო ლიტრზე), ხოლო მესამე ფინეთი (2,8 ევრო ლიტრზე).
საფრანგეთს ნაყინის მთლიანი ექსპორტის მეხუთედი უკავია. ევროკავშირის გარეთ 2022 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა არაწევრ ქვეყნებში 250 მილიონი კილოგრამი (კგ) ნაყინის ექსპორტი განახორციელეს. საერთო ღირებულება (930 მილიონი ევრო).
მეორე მხრივ, ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან ნაყინის იმპორტმა 61 მილიონი კგ შეადგინა, რაც 203 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის გარეთ ნაყინის იმპორტის რაოდენობა 2022 წელს 2021 წელთან შედარებით 14%-ით, ხოლო ექსპორტი მხოლოდ 2%-ით შემცირდა.
2022 წელს საფრანგეთმა 53 მილიონი კგ ნაყინი გაიტანა, რაც ევროკავშირის გარეთ ნაყინის ექსპორტის 21%-ს შეადგენს. საფრანგეთი ნაყინის უმსხვილეს ექსპორტიორი გახდა და ევროკავშირის ყველა ქვეყნას უსწრებს. მათ შორის ნიდერლანდებს (42 მილიონი კგ ნაყინი; ევროკავშირის ექსპორტის 17%), იტალიას (31 მილიონი კილოგრამი; ევროკავშირის ექსპორტის 13%), გერმანიას (28 მილიონი კგ ნაყინი; ევროკავშირის ექსპორტის 11%) და ბელგიას (23 მილიონი კილოგრამი; ევროკავშირის ექსპორტის 9%).
სხვა სიახლეები
16.09.2025.14:52
„მთვარე, რომელიც დღისით ჩანს“ - ამ სიმბოლური სახელწოდებით პროექტი Bentley Exhibitionsავთანდილ გახოკიძის პერსონალური გამოფენით გრძელდება. 18 სექტემბრიდან თანამედროვე ქართველი არტისტის ფერწერულ ნამუშევრებს Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმი უმასპინძლებს. ნამუშევრების სერია 6 მონუმენტურ ტილოს აერთიანებს, რომელთა კონცეფცია ბუნებისა და ტექნოლოგიების კონტრასტულ შეხამებას მოიცავს და მათ ერთ სივრცეში ჰარმონიულად დაკავშირებას ისახავს მიზნად.
თეონა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ კრეატიული დირექტორი: „Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში გამოფენების სერია იმ მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე დავიწყეთ, რომლებიც დაინტერესებულები არიან ხელოვნებითა და თანამედროვე ქართველი არტისტებით. გვინდოდა, ჩვენი შოურუმი სწორედ ხელოვნებასთან დაგვეკავშირებინა და ამ სივრცეში მოსული აუდიტორიისთვის თანამედროვე მხატვრების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მიგვეცა.
Bentley Exhibitions პროექტის ფარგლებში უკვე მესამე გამოფენას ვმასპინძლობთ. ეს გამოფენა გამორჩეულია იმ თვალსაზრისით, რომ ავთანდილ გახოკიძემ ნამუშევრები საგანგებოდ ამ შოურუმისთვის შექმნა და ისინი პირველად სწორედ ჩვენთან გამოიფინება.
გამოფენის გახსნაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, პირადად შეხვდეს მხატვარს და გაესაუბროს გამოფენის კონცეფციის შესახებ. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება ნამუშევრების შეძენაც“.
ავთანდილ გახოკიძე თანამედროვე ქართველი მხატვარი და ვიზუალური არტისტია. მან „თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია“ დაამთავრა ფერწერის განხრით და ახლა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს.
ავთანდილ გახოკიძე, მხატვარი: „გამოფენისთვის შესრულდა 6 დიდი ზომის ნამუშევარი. არსებული პარამეტრები განისაზღვრა საექსპოზიციო სივრცის სპეციფიკიდან გამომდინარე. ნამუშევრები განზოგადებული გეომეტრიული ფორმების სახითაა წარმოდგენილი და უკავშირდება ეგრეთ წოდებულ Hard Edge Painting მიმართულებას. სერიაზე Dedicace Gallery-ს სარეზიდენციო სივრცის სტუდიაში რამდენიმე თვის განმავლობაში ვმუშაობდი. ყველა ეს ტილო კონკრეტულად Bentley Centre Tbilisi-ს სივრცისთვის შეიქმნა. ჩემი მცდელობა იყო, გარემოსა და ნამუშევრებს შორის გარკვეული კავშირიც ყოფილიყო და, ამავდროულად, კონტრასტიც“.
ხელოვნების მხარდაჭერა Bentley Centre Tbilisi-ს ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება და კორპორაციული მდგრადობის ნაწილია. კომპანიისთვის ეს ერთგვარი შესაძლებლობაა, უკეთ გაიცნოს საკუთარი მომხმარებლები, მათთვის ღირებულებებისა და კულტურული გამოცდილების გაზიარების გზით. ამ მიზნით, Bentley Exhibitions-ის ფარგლებში, ბრენდის შოურუმმა დამატებითი საგამოფენო სივრცის ფუნქცია შეიძინა და ის მთელი წლის განმავლობაში ეთმობა ახალგაზრდა ქართველი არტისტებისა თუ საზოგადოებისთვის უკვე კარგად ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს.
ავთანდილ გახოკიძის გამოფენა Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში 18 სექტემბერს 19:00 საათზე გაიხსნება. მხატვრის ფერწერული ნამუშევრების გაცნობის საშუალება დამთვალიერებელს 18 ნოემბრამდე ექნება.
Bentley Exhibitions-ის ფარგლებში გამოფენების სერია წლის ბოლომდე გაგრძელდება.
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Bentley Centre Tbilisiლეგენდარული ბრიტანული ბრენდის პრემიუმ ავტომობილების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში 2024 წლიდან. Bentley Centre Tbilisi-ს შოურუმში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი მოდელები, ადგილზე შეარჩიონ აქსესუარები, კონფიგურაციის საშუალებით ააწყონ სასურველი კომპლექტაცია და შექმნან პერსონალიზებული მოდელი.