მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.039
flag
AZN 1.5862
-0.0003
flag
CNY 39.557
0.0075
flag
EUR 3.18
0.0281
flag
GBP 3.6546
0.0308
flag
KZT 56.71
0.003
flag
TRY 0.0603
-0.0003
flag
USD 2.6963
-0.0002

„ნადი ჯგუფი“ წარმოების გაზრდასა და €400 ათასამდე ინვესტიციას გეგმავს

news image

ლოკოკინების ფერმის მფლობელი და მწარმოებელი კომპანია „ნადი ჯგუფი“, საექსპორტო ბაზრების ათვისების პარალელურად, საწარმოო სიმძლავრეების გაზრდაზეც მუშაობს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ განაცხადა, ამ ეტაპზე „ნადი ჯგუფი“ ინტენსიურად მუშაობს ფერმის გაფართოებაზე, საიდანაც უფრო მეტი „მოსავლის აღებას“ შეძლებს.

„მოცულობას ვზრდით. კომპანია ფერმერული მეურნეობიდან მიღებულ პროდუქციასთან ერთად გარეული ლოკოკინის შესყიდვა-დამუშავებასა და შემდგომ ექსპორტზეც უზრუნველყოფს. გარეული ლოკოკინის მიღებას უკვე ორი წელია ვახდენთ. ჩვენი ლოკოკინების ფერმის მოსავალი დღეისათვის 120 ტონაა და გვინდა, რომ წლის ბოლომდე, გაფართოების პარალელურად, ასევე დამატებით ჩაბარებული პროდუქციის ხარჯზე, მთლიანობაში 700-800 ტონამდე ავიდეთ - ფერმერული და გარეული ლოკოკინის ჩათვლით“, - აცხადებს მერაბ ნადარაია.

„ნადი ჯგუფი“ პროდუქციას ჯერჯერობით თურქეთში ყიდის, თუმცა ექსპორტთან დაკავშირებით კონტაქტი აქვს ფრანგულ მხარესთანაც და საფრანგეთში ლოკოკინის ექსპორტის განახლებას მალე აპირებს.

მერაბ ნადარაია ფერმერული და გარეული ლოკოკინის ღირებულებებს შორის არსებულ განსხვავებებზეც საუბრობს.

„ფასის თვალსაზრისით, გარეული ლოკოკინა უფრო იაფია და, რა თქმა უნდა, ფერმერულს კონკურენციას უწევს. თუმცა ეს კონკურენცია მხოლოდ ფასს ეხება, რადგან ხარისხით ფერმერული ლოკოკინა მას მნიშვნელოვნად აღემატება“, - აცხადებს „ნადი ჯგუფის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ნადი ჯგუფი“ წლის ბოლომდე 300 ათას ევროზე მეტი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს.

„წელს დამატებითი აღჭურვილობისა და დანადგარების შესაძენად, სავარაუდოდ, 300-დან 400 ათას ევრომდე ინვესტიციას განვახორციელებთ“, - განაცხადა მერაბ ნადარაიამ.

„ნადი ჯგუფში“ აცხადებენ, რომ საქართველოში ლოკოკინების ფერმების მშენებლობის ტემპი შენელდა. კომპანიის დამფუძნებლის განმარტებით, საწყისი „ბუმის“ შემდეგ ბაზარზე სტაბილიზაციის პროცესი დაიწყო, რადგან დაინტერესებულ პირთა ძირითადმა ნაწილმა ფერმერულ საქმიანობაში ჩართვა უკვე მოასწრო.

შპს „ნადი ჯგუფი“ 2018 წელს, იტალიური კომპანია „ჩერასკოს“ მოლუსკების საერთაშორისო ინსტიტუტთან თანამშრომლობით, დაფუძნდა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში დაესწარი ლევან ფავლენიშვილის ლექციას - პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

14.04.2026.18:03

სტუდენტებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ფინანსური განათლების საკითხები, აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსი. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ბანკია.

კურსის ფარგლებში, შეხვედრა 25 აპრილს, 13:00 საათზე გაიმართება. დასწრების მსურველებმა, უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე.

შეხვედრას ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარი, ლევან ფავლენიშვილი გაუძღვება.

ტრენინგზე განვიხილავთ სტუდენტებისთვის საინტერესო თემებს ფინანსური განათლებიდან: ბიუჯეტირებას, შემოსავლებს, ხარჯებს, ემოციურ ფაქტორებს, ანაბარს, დანაზოგს და სხვ.

შეხვედრის ძირითადი თემები შეეხება ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ბიუჯეტირება, ფულის ფსიქოლოგია, ხარჯვის ემოციური ფაქტორები, პროცენტი, ანაბარი, ემოციების გავლენა დანაზოგებზე და სხვა.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ინფორმაციისთვის, ლევან ფავლენიშვილი ეკონომისტი და ოპერაციების მკვლევარია, რომელსაც აქვს ISET-ის მაგისტრის ხარისხი ეკონომიკაში. ის ასევე არის ედინბურგის უნივერსიტეტის, მათემატიკის სკოლის მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი ოპერაციების კვლევაში.

ლევანი 2014 წლიდან ასწავლის სხვადასხვა უნივერსიტეტში არაერთ საგანს: ეკონომიკის პრინციპები, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკა, ეკონომეტრიკა და ხარჯთ-სარგებლიანობის ანალიზი.

2021 წელს ლევანმა კოლეგებთან ერთად დააარსა საქართველოს ეკონომიკური წიგნიერების ინიციატივა (GELi), რომელსაც ის ხელმძღვანელობდა 2024 წლამდე და რომლის ფარგლებშიც საქართველოში ეკონომიკური და ფინანსური წიგნიერების გავრცელებისთვის არა ერთი პროექტი გაუკეთებია.

ამასთან, 2026 წელს ფინანსური წიგნიერების სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართება სამ განსხვავებულ ჯგუფთან: სტუდენტებთან, მასწავლებლებთან და სკოლის მოსწავლეების მშობლებთან. თითოეული კურსი მორგებული იქნება ინდივიდუალური ჯგუფის ინტერესებსა და საჭიროებებზე. შეხვედრები ჩატარდება როგორც ფიზიკურ, ასევე ონლაინ ფორმატში და მათ მაღალკვალიფიციური ლექტორები გაუძღვებიან. 

გაეცანით საქართველოს ბანკის მიერ შექმნის საგანმანათლებლო პროექტებს ვებგვერდზე: ganatleba.bog.ge

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა