„მზის ენერგია საქართველოს ელექტროენერგიის სისტემაში" - თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევა წარადგინა
თიბისი კაპიტალმა ახალი კვლევის პრეზენტაცია გამართა, რომელშიც მზის ენერგიის უახლესი გლობალური ტენდენციები და საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალი მიმოიხილა. კვლევის მთავარი მიგნებები თიბისი კაპიტალის გუნდმა სასტუმრო „ტელეგრაფში“ წარადგინა, რომელიც თიბისის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა. ამ ფორმატის ღონისძიება ახლადგახსნილ ლოკაციაზე პირველად სწორედ თიბისისთან ერთად ჩატარდა.
კონფერენციაზე სპეციალურ სტუმრად მოწვეული იყო სპიკერი სომხეთიდან - ჰაკობ ხოცანიანი, რომელიც კომპანია Shtigen Ventures-ს წარმოადგენს და მზის ენერგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება გააჩნია.
თიბისი კაპიტალის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში ბოლო ათი წლის განმავლობაში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრეები მნიშვნელოვნად გაიზარდა და გლობალურად მზის ენერგიის წილმა განახლებადი ენერგიის წყაროებში 42% შეადგინა. სიმძლავრეების მნიშვნელოვანი ზრდა ტექნოლოგიებზე ფასის შემცირებამ გამოიწვია - 2010 წელთან შედარებით მზის პანელების საშუალო ფასი გლობალურად 89%-ით არის შემცირებული.
მზის სადგურებზე მოთხოვნა იზრდება საქართველოშიც, რაც სიმძლავრის აუქციონებსა და პირდაპირ მოლაპარაკებებში კერძო სექტორის აქტიურობით დასტურდება. კვლევა საქართველოში მზის ენერგიის პოტენციალსაც მიმოიხილავს და მიუთითებს, რომ მზის სადგურებისთვის ოპტიმალური ლოკაცია სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლია.
თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებმა კონფერენციაზე ის ფაქტორებიც განიხილეს, რომელთა გათვალისწინება მზის ენერგიაში ინვესტირებამდეა აუცილებელი.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პანელური დისკუსიაც, რომელშიც მონაწილეობდნენ თიბისის, სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
მზის ენერგიის შესახებ კონფერენციას კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, ასევე, დაინტერესებული ინვესტორები ესწრებოდნენ.
სხვა სიახლეები
27.06.2025.13:14
5 ივლისიდან, ლაგოდეხის ბლუზ ვილიჯის კარი მელომანებისთვის უკვე მეცხრედ გაიღება და ივლისის ყოველ შაბათ-კვირას დაუვიწყარი მოგონებების შესაგროვებლად გეპატიჟებათ.
ფესტივალის ვარსკვლავური შემადგენლობა, არაჩვეულებრივი გარემო, ულამაზესი ბუნება და მასპინძლების კეთილგანწყობა - ეს ყველაფერი წინაპირობაა იმისა, რომ ლაგოდეხში დაუვიწყარ დროს გაატარებთ.
5 ივლისს, ფესტივალს გახსნის ბლუზის 5 მეფე - The Kings of Blues (აშშ) - ლეგენდარული ბიბი კინგისა და ჯეიმს ბრაუნის ბენდის წევრები და 2024 წლის გრემის მფლობელი კენი უეინი.
The Kings of Blues - ესაა ბენდი ჩიკაგოდან, რომლის შემადგენლობაშიც შედიან კენი უეინი (ბლუზბოსად წოდებული, კლავიშები, ბუგიპლეერი), ვესტი და რასელ ჯეკსონები (რითმ და ბას გიტარა), ვალდო ვეზერსი (კომპოზიტორი, საქსაფონი) და ტონი კოლემანი (დრამი).
ძმები ჯეკსონები და ტონი კოლემანი წლების მანძილზე უკრავდნენ ბიბი კინგის ბენდში; ხოლო ვალდო - ჯეიმს ბრაუნის ბენდში.
ფესტივალი უკვე სარგებლობს მაღალი რეპუტაციით მუსიკალურ სამყაროში. ყოველწლიურად მატულობს საშემსრულებლო ხარისხი, მონაწილეთა სულ უფრო მაღალი პროფესიონალური დონიდან გამომდინარე. ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალი მოიხსენიება როგორც ევროპაში ერთ-ერთი პრესტიჟული ბლუზ ფესტივალი და ერთადერთი - აღმოსავლეთ ევროპაში.
წელს პირველად, მეცხრე საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. სიახლე ისაა, რომ ყველა მონაწილე ჩამოდის თავის ბენდთან ერთად და შესაბამისად, მსმენელს ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მუსიკას შევთავაზებთ.
უკვე რამდენიმე წელია, თიბისი ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის მთავარი მხარდამჭერი და წარმდგენია.
ფესტივალის ბილეთების შეძენისას, ახალი თიბისი ბარათით, ნებისმიერი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით, ისარგებლეთ 15%-იანი ფასდაკლებით.
შევხვდებით ლაგოდეხში!