მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7046.3
0.0044
flag
AZN 1.6147
-0.0006
flag
CNY 37.935
-0.008
flag
EUR 3.1012
-0.0207
flag
GBP 3.6495
-0.0173
flag
KZT 53.16
-0.0019
flag
TRY 0.0711
0
flag
USD 2.7456
-0.0011

My Boba გაფართოებას გეგმავს

news image

კაფე My Boba, ადგილობრივ ბაზარზე ორი წელია რაც ოპერირებს და მომხმარებელს ბურთულებიანი ჩაის მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. Business Insider Georgia, სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანიის  დირექტორს თათია ნადირაშვილს ესაუბრა. მისი თქმით, არსებულ ასორტიმენტს ოთხი ახალი გემო დაემატა. 
„ბურთულებიანი ჩაი არის ჩვენი მთავარი პროდუქტი. ამ კუთხით, გვაქვს სიახლე და არსებულ გემოებს დავამატეთ ფისტას სერიები. კერძოდ, კი ოთხი ახალი გემო. ესენია: ფისტა და ჟოლო, ფისტას ფრაპე, ცივი ლატე და მილქშეიქი. გარდა ამისა, მომხმარებელს ვთავაზობთ, იაპონურ კერძს „ონიგირს“ და ასვეე, ჰონგ-კონგურ და აზიურ ვაფლს “, - ამბობს კომპანიის დირექტორი თათია ნადირაშვილი.
კომპანიის პროდუქციის მიმართ ინტერესი და მოთხოვნა საკმაოდ მზარდია, როგორც ადგილობრივი მომხმარებლების, ისე უცხოელების მხრიდან.
„რაოდენობრივად, მოთხოვნა, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი მომხმარებლების მხრიდან თანაბარია. ვიტყოდი, ზუსტად 50/50-ზე იყოფა ქართველებისა და უცხოელების რაოდენობა. მოთხოვნა საკმაოდ მზარდია. ორი წლის განმავლობაში მუდმივად იზრდება სეზონისგან განურჩევლად და   ყოველთვე იმატებს “, - აცხადებს ამბობს კომპანიის დირექტორი თათია ნადირაშვილი.

კომპანია სამომავლოდ გაფართოებას გეგმავს, როგორც თბილისის მასშტაბით, ასევე თბილისის გარეთ.

„თბილისში გვსურს ახალი ფილიალის გახსნა 2025 წელს და გარდა ამისა, თბილისის ფარგლებს გარეთაც. კერძოდ, კი ბათუმში “, - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი თათია ნადირაშვილი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის My Boba თბილისში ორი ფილიალითაა წარმოდგენილი, რომელიც  ვაკესა და საბურთალოზე მდებარეობს. კომპანიას ბურთულიანი ჩაი ჩამოაქვს ტაივანიდან.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის პარასკევის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის

08.05.2025.20:03

საქართველოს ბანკი, მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების გაკეთებას  განაგრძობს. ამჯერად, ბანკი ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, sCool და Student card-ის მფლობელებს პარასკევის შემდეგი სიახლეები ელოდებათ:

9 მაისს სტუდენტებსა და მოსწავლეებს Body shop-ში 40%-იანი ქეშბექით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. (sCool card-ით გადახდისას მაქსიმუმ 50 ლარს, ხოლო Student card-ით გადახდისას მაქსიმუმ 100 ლარს დაიბრუნებენ.)

ინფორმაციისთვის, მოსწავლემ sCool Card-ის შეთავაზებით სარგებლობისთვის, საჭიროა შეთავაზება sCoolApp-ში გაიაქტიუროს. 

გარდა ამისა, 10-11 მაისს, Mconalds-ში მოსწავლეები sCool Card-ით გადახდისას 20%-იანი სქულების  ქეშბექით ისარგებლებენ.(მაქსიმუმ 20 ლარის სქულა დაუბრუნდებათ). ხოლო, 16, 17 და 18 მაისს Mugsy’s Burger-სა და  sCool Big Sam-ში მოსწავლეები და სტუდენტები 40%-იანი ქეშბექს მიიღებენ (მაქსიმუმ 20 ლარს).

აღნიშნული შეთავაზებებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს ბანკის sCool და Student card-ით გადახდისას.

თუ ჯერ არ გაქვთ მოსწავლის ან სტუდენტის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს გაიაქტიურებთ, სულ რამდენიმე წამში. ფიზიკური ბარათის მიღებას კი ჩვენს ნებისმიერ ფილიალში შეძლებთ. 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა