მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

მუდმივად განახლებადი მობაილბანკი - საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

news image

თიბისის მობაილბანკის განახლებები აერთიანებს ყველაფერს, რაც მომხმარებელს დღეს თანამედროვე, ციფრულ ყოველდღიურობაში სჭირდება. ეს კი, კიდევ უფრო მეტ კომფორტსა და დროის მნიშვნელოვნად დაზოგვას ნიშნავს. 

დავიწყოთ იმით, რომ პასკოდის აღდგენის პროცესში, უკვე შესაძლებელია სელფის გადაღების ნაცვლად, გამოიყენო ვერიფიცირებული ელ-ფოსტა. 

მობაილბანკში მნიშვნელოვანი და კომფორტული სიახლეა მშობლებისთვის - კიდევ უფრო გამარტივდა თქვენი ბავშვისთვის რეგისტრაცია და ბარათის აღება, რომელიც უკვე ტელეფონის ნომრის გარეშეა შესაძლებელი; ხოლო ანგარიშის მართვა ორივე მშობელს შეუძლია.

თუ საერთო ხარჯები უკვე გახდა თქვენი საყვარელი ფუნქციონალი, სიახლე აქაც დაგხვდებათ - დავალიანების დაფარვას უფრო მარტივად შეძლებთ. გადარიცხვებისას ნაჩვენები ერთი რეკომენდირებული ანგარიშის შეცვლა უკვე შესაძლებელია. ასევე, გამარტივდა მეგობრის მოწვევა და ბალანსის მართვა ერთ სივრცეში. 

განახლებული გადახდების გვერდი კი, გაძლევს შესაძლებლობას დაიწყო ახალი გადახდები რამდენიმე წამში, დააჯგუფო რამდენიმე გადასახადი და თითის ერთი დაჭერით, ერთდროულად გადაიხადო ყველა ხარჯი. ამასთან, შესაძლებელია შექმნა ხშირი გადახდების შაბლონები. 

განახლდა შედეგის გვერდებიც და უფრო მარტივად გაიგებ, ოპერაცია წარმატებით შესრულდა თუ არა.  

რაც შეეხება ანგარიშის QR კოდის გაზიარების გვერდს - ახალი დიზაინით კიდევ უფრო გამარტივდა QR-ის დასკანერება, გაზიარება, ჩამოტვირთვა, ასლის შექმნა და ამობეჭვდვა.  

ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობასმობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელსაც განსხვავებულ სიმაღლეზე აჰყავს ციფრული საბანკო ურთიერთობები. 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

17.04.2026.14:44

თიბისის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის ასოციაციის ორგანიზებით, 23-26 აპრილს, ექსპო ჯორჯია თბილისის წიგნის ბაზრობას უმასპინძლებს. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს ოთხი დღის განმავლობაში გააერთიანებს და მრავალფეროვან ლიტერატურულ, საგანმანათლებლო და გასართობ პროგრამას შესთავაზებს.

თიბისი, როგორც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერი, სტუმრებს განსაკუთრებულ შეთავაზებებს უმზადებს. ბაზრობის ფარგლებში, შერჩეულ პარტნიორებთან თიბისის ტერმინალზე გადახდისას, მომხმარებლები მომენტალურადდაიბრუნებენ გადახდილი თანხის  20%-ს,  მაქსიმუმ 50 ლარი. შეთავაზებით სარგებლობა შეუძლიათ მოსწავლის ბარათის და 18-23 წლის ახალი თიბისი ბარათის მფლობელებს. დამატებით დეტალებს გაეცანით თიბისის მობაილბანკში. თიბისის სპეციალურ ზონაში სტუმრები შეძლებენ დრო კომფორტულ და საინტერესო გარემოში გაატარონ, აქვე ექნებათ მათ თიბისის ახალი ბარათის აღების შესაძლებლობაც.

თბილისის წიგნის ბაზრობა ოფიციალურად გაიხსნება 23 აპრილს - წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეს. ოთხი დღის განმავლობაში ექსპო ჯორჯიას XI პავილიონში უმასპინძლებს სტუმრებს. დამთვალიერებლებს ადგილზე დახვდებათ საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები, წიგნის ბაზრობაზე პირველად წარმოდგენილი ახალი გამოცემები, სპეციალური ფასდაკლებები და მრავალფეროვანი ლიტერატურული პროგრამა. წლევანდელი ბაზრობის მთავარი გზავნილია „წიგნებით თავისუფლებისთვის“, რომლის გარშემოც ერთიანდებიან გამომცემლები, ავტორები და მკითხველები.

წელს, ბაზრობაზე პირველად მოეწყობა ახალგაზრდული სივრცე „იკითხე, იფიქრე, გადაამოწმე“, რომელიც მოზარდებს შესთავაზებს შემეცნებით და ინტერაქციულ გამოცდილებას. სივრცის მიზანია, ხელი შეუწყოს კრიტიკული აზროვნებისა და მედიაწიგნიერების განვითარებას, თანამედროვე სამყაროში კითხვის ახალი მნიშვნელობის გააზრებასთან ერთად.

წიგნის ბაზრობის დაგეგმილი პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს და ოთხ სივრცეში გადანაწილდება: მთავარი სცენა - წიგნის პრეზენტაციები და ავტორებთან შეხვედრები; მცირე სცენა - ლიტერატურული პერფორმანსები; საბავშვო სივრცე - ზღაპრების კითხვა და შემეცნებითი აქტივობები; ახალგაზრდული სივრცე - ვორქშოპები, მასტერკლასები და აქტივობები ციფრული უსაფრთხოებისა და მედიაწიგნიერების მიმართულებით.

თიბისი, ჩვენს ქვეყანაში, კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების მთავარი მხარდამჭერია. სწორედ ამიტომ თიბისი თბილისის წიგნის ბაზრობის მხარდამჭერი და მისი უცვლელი პარტნიორია მისი დაარსების დღიდან.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა