მცდელობა, ძიება და შრომა აუცილებლად მოიტანს წარმატებას - დავით ეგოიანი, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი
განათლება არის ძალა, რომელიც ქმნის ქვეყნის პროგრესულ მომავალს. სწორედ ამიტომ წლებია, საქართველოს ბანკი ქმნის მრავალფეროვან საგანმანათლებლო შესაძლებლობებს ახალგაზრდებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან და მუდმივად ეძებენ განვითარების გზას. პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლებით, სტუდენტებს პირველივე კურსიდან აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაში და მიიღონ 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. პროექტი 2023 წლიდან დაიწყო და მას უკვე 350-ზე მეტი სტიპენდიატი ჰყავს.
წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთმა სტიპენდიატმა, დავით ეგოიანმა, საკუთარი ისტორია, შთაბეჭდილებები და რჩევები გაგვიზიარა.
დავითი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში მონაცემთა მეცნიერებისა და ხელოვნური ინტელექტის პირველი კურსის სტუდენტია. მას თანამედროვე სამყაროში ყველაზე მოთხოვნადი და ინოვაციური პროფესია ბავშვობიდან აინტერესებდა:
„ეს მიმართულება ავირჩიე, რადგან პატარა ასაკიდანვე დავინტერესდი პროგრამირებით და მივხვდი, რომ ეს იყო ის საქმე, რომლის კეთებაც არასოდეს მომბეზრდებოდა. სამომავლოდ მინდა, რომ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელო, და მონაცემთა მეცნიერება პროფესიონალურად შევისწავლო. მაქვს ამბიცია, საუკეთესო ვიყო ჩემს სფეროში. იმასაც ვიაზრებ, რომ ამისთვის ბევრი შრომა, სწავლა და ძიება დამჭირდება. მგონია, რომ წინ კიდევ ბევრი შესაძლებლობა და თავგადასავლი მელის”.
დავითი მომავალ კონკურსანტებს ურჩევს, იყვნენ თავდაჯერებულები და აუცილებლად სცადონ კონკურსში მონაწილეობა. დავითს სჯერა რომ საკუთარი თავის რწმენისა და გულწრფელობის გარეშე წინსვლა შეუძლებელია:
„საქართველოს ბანკის სტიპენდიის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, დაფიქრდნენ, რისი კეთება მოსწონთ, რა გამოსდით ყველაზე უკეთ და გულწრფელად მიიტანონ სათქმელი ჟიურის წევრებამდე. შეიძლება, პირველ ცდაზე არ გამოვიდეს, მაგრამ წინ მთელი ცხოვრებაა, მცდელობა, ძიება და შრომა ბოლოს აუცილებლად მოიტანს წარმატებას”.
საქართველოს ბანკი საგანამანათლებლო შესაძლებლობების შექმნას პერსპექტიული ახალგაზრდებისთვის მომავალშიც განაგრძობს. თუ შენც არ ჩერდები და მუდმივად ფიქრობ განვითარებაზე, ცოდნასა და ხარისხიან განათლებაზე, გაეცანი საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამებს, გამოსცადე საკუთარი თავი და დაიფინანსე სწავლა საქართველოს ან უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში. დეტალურ ინფორმაცის სტიპენდიების შესახებ ამ გვერდზე იპოვი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
31.07.2025.19:00
კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.
როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.
„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.
მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.
„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან.
ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.