მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯი
flag
AMD 7107.9
-0.009
flag
AZN 1.6056
0.0005
flag
CNY 38.006
0.0008
flag
EUR 3.1602
0.0201
flag
GBP 3.7073
0.0136
flag
KZT 53.21
-0.0002
flag
TRY 0.0693
0.0001
flag
USD 2.7288
-0.0008

„წყალი მთის“ მოხვდა 3 საუკეთესო ბრენდს შორის, რაც საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვან ნიშნულად ითვლება - რა შედეგებით დაბრუნდა Coca-Cola Bottlers Georgia ჩინეთში გამართული გამოფენიდან

news image

წყალი მთის • Water MTIS  წარმატებით წარდგა გუანჯოუში გამართულ The 13th China (Guangzhou) International High-end Drinking Water Industry Expo-ზე, რომელიც აზიაში საერთაშორისო პრემიუმ წყლების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოფენად ითვლება.

 აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ ჩინეთისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან წყლის წამყვანი მწარმოებლები. ღონისძიების მთავარი ყურადღების ცენტრში იყო ბრმა დეგუსტაციის კონკურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 100-ზე მეტმა ბრენდმა.

დეგუსტაცია ჩატარდა მოწვეული 5 ჟიურის მიერ სხვადასხვა ქვეყნებიდან. ბრმა ტესტირების ფორმატში ჟიურის წევრებს არ ჰქონდათ ინფორმაცია ბრენდების შესახებ, რამაც უზრუნველყო ობიექტურობა და მიუკერძოებლობა.

აღნიშნული კონკურსის შედეგად, „მთის წყალი“ მოხვდა 3 საუკეთესო ბრენდს შორის, რაც საერთაშორისო აღიარების მნიშვნელოვან ნიშნულად ითვლება.

„წყალი მთის“ საქართველოში Coca-Cola-ს ფლაგმანი ბრენდია. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის ბოლოს Coca-Cola Bottlers Georgia-მ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 30 მილიონ ლარამდეა.

აღსანიშნავია, რომ მწარმოებელი წყლის ხარისხს დიდ ყურადღებას აქცევს და პროდუქციას თანამედროვე სტანდარტებით აწარმოებს.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ბრენდების ჩამონათვალი, რომელთა მაღაზიებიც თბილისი მოლში მალე გაიხსნება

16.06.2025.19:00

თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.

როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა: 

1-ელი სართული

  • ნუკი კოსმეტიქს (კოსმეტიკა)
  • ვუდთინსი (ხელნაკეთი აქსესუარები)
  • დახლი (ტექნიკა)


მე-2 სართული

  • კედდო (ფეხსაცმელი, აქსესუარები)
  • ჟაკადი (საბავშვო ტანსაცმელი)
  • ვორტმან (ფეხსაცმელი)
  • დიოლი (ქალის თეთრეული)

მე-3 სართული

  • შესაფუთი კუთხე (სერვისი)

თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება: 

1-ელი სართული

  • იორ ქოსმეთიქს (კოსმეტიკა)

მე-2 სართული

  • მუსტანგი (ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელი)
  • ჯე ქიდს (საბავშვო ტანსაცმელი)
  • კატოვა (სათვალეები)

მე-3 სართული

  • ქოლექშენ ჰოუმი (სახლის აქსესუარები)
  • თოი ქინგ (სათამაშოები)
  • სთრობერო (კვება)
  • ტრენდიბოქსი (საჩუქრები)
  • დრო ბოქსი (საკანცელარიო)

თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია.  მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა