მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7042.3
0.0048
flag
AZN 1.5877
0.0011
flag
CNY 37.623
0.0043
flag
EUR 3.145
-0.008
flag
GBP 3.6437
-0.0049
flag
KZT 50.14
0.0001
flag
TRY 0.066
0
flag
USD 2.7
0.0019

მთავარია შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე - ლუკა კობიძე, საქართველოს ბანკის სტიპენდიატი

news image

განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. რადგან, კარგად ესმით, რომ განათლება ის ძალაა, რომელიც უკეთეს მომავალს განაპირობებს.

სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა სასტიპენდიო პროგრამა შექმნა, რომლის ფარგლებშიც მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება პარტნიორ უნივერსიტეტებში.

უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

წლევანდელი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული ლუკა კობიძეა, რომელიც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისურას სწავლობს.

სწავლის პარალელურად ლუკა აქტიურად მუშაობს კრეატიულ სააგენტოებში და ცდილობს, თეორიულ ცოდნასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილებაც დააგროვოს:

„ამბების მოფიქრება და შემდეგ მათი წარმოდგენა ან დადგმა ბავშვობიდანვე მომწონდა. კინო კი მაშინ შემიყვარდა, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ფილმების ყურებასთან ერთად მათი შექმნის პროცესითაც დავინტერესდი. ჩემი სამომავლო გეგმებისკენ სვლას ყოველდღიურად ვცდილობ. ჯერჯერობით, საბოლოო მიზანია, მივიღო რაც შეიძლება მეტი ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საკუთარი ფილმების გადაღებაში დამეხმარება. ვფიქრობ, მთავარია, შემოქმედების გზაზე არ გაჩერდე და იდეები რეალობად აქციო. საქართველოს ბანკის სტიპენდია ძალიან მეხმარება, რომ მთელი დრო სწავლას და განვითარებას დავუთმო”, - გვიყვება ლუკა.

საკუთარი იდეებით, მონდომებითა და არჩეული სფეროს სიყვარულით მან პირველივე ცდაზე დაიმსახურა ჟიურის მოწონება. ამბობს, რომ გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, რაც სტუდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სტიპენდია დამატებითი სტიმულია, რომ საკუთარი შესაძლებლობების ყოველთვის სჯეროდეს.

„ახალი, განსხვავებული იდეის მიგნება არ ჰგავს არცერთ სხვა ემოციას და ყოველ ჯერზე უფრო და უფრო აღმაფრთოვანებელია. კრეატიული იდეების მიგნების ასეთი ამოუწურავი შესაძლებლობა არის ჩემთვის მოტივაცია, რომ განვაგრძო საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნვა”, - აღნიშნავს ლუკა.

გვეუბნება, რომ საქმის სიყვარულთან ერთად ნებისმიერი წარმატებისთვის ბევრი შრომა და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობაა საჭირო:

„კონკურსის მომავალ მონაწილეებს ვურჩევდი, ყოველდღიურობად აქციონ იმ საქმის კეთება, რომელიც უყვართ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ შეიძლება რაღაც ისე არ გამოვიდეს, როგორც გვინდოდა, ჩვენი მიზნებისკენ თუნდაც ნელი სვლა, არასოდეს უნდა შევწყვიტოთ“.

განათლების გზაზე არ გაჩერდე - თუ შენც გსურს, აღმოაჩინო ახალი შესაძლებლობები, ისწავლო და განვითარდე, აღმოაჩინე მრავალფეროვანი სასტიპენდიო პროგრამები საქართველოს ბანკის სტუდენტურ სივრცეში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image TOP 5 ყველაზე დიდი სასტუმრო ბათუმში

20.08.2025.19:00

infoajara.com-ზე რეგისტრირებული განთავსების ობიექტების მიხედვით ბათუმში ყველაზე მეტ სასტუმრო ნომერს Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ი ფლობს. პორტალზე განთავსებული. პორტალის მიხედვით Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel-ს 590 სასტუმრო ნომერი და 1180 განთავსების ადგილი გააჩნია. სასტუმროებს შორის მეორე ადგილზე Euphoria Hotel Batumi-ა, რომელსაც 455 სასტუმრო ნომერ და 1500 განთავსების ადგილი გააჩნია. 

გთავაზობთ ბათუმში მდებარე TOP 5 სასტუმროს, რომლებიც infoajara.com -ზე განთავსებული მაჩვენებლების მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმრო ნომრები გააჩნიათ:

Grand Bellagio Batumi Convention & Casino Hotel - 590 ნომერი

Euphoria Hotel Batumi - 455 ნომერი

STEPS Batumi - 250 ნომერი

Hilton Batumi Hotel - 247 ნომერი

Sheraton Batumi Hotel - 202 ნომერი

Jrw Welmond Hotel Spa Casino  - 194 ნომერი.

www.infoajara.com არის აჭარის ოფიციალური ტურისტული გზამკვლევი. მისი მიზანია, გაამარტივოს მოგზაურობა აჭარაში და მომხმარებლებს მიაწოდოს ამომწურავი ინფორმაცია როგორც საინტერესო ადგილებზე, ასევე იმ სირთულეების შესახებ, რომელთა გათვალისწინებაც საჭიროა მოგზაურობის დაგეგმვისას.
ეს არის ერთგვარი ონლაინ გიდი, რომელიც მუდმივად ახლდება და ფართოვდება.

პორტალი შექმნილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის  ა(ა)იპ ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ შეიქმნა. სააგენტოს ძირითადი მიზანია მთიანი აჭარის პოპულარიზაცია, ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, ინფრასტრუქტურის განვითარება, მარშრუტების მარკირება, თემატური ფესტივალების მოწყობა და საინფორმაციო ცენტრების მართვა.

 

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა