მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7111
0.0011
flag
AZN 1.6031
0.0003
flag
CNY 38.283
0.0007
flag
EUR 3.2034
0.0066
flag
GBP 3.6759
0.0034
flag
KZT 49.84
0.0019
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.7263
0.0005

„მთავარია გჯეროდეს“ - ნიკა გეგენავას AI გზა ცნობისმოყვარეობიდან გამარჯვებამდე

news image

ნიკას ამბავი ტექნოლოგიების მიმართ მუდმივი ინტერესით იწყება, როდესაც ჯერ კიდევ 2 წლის წინ, პირველად ააწყო ხელოვნური ინტელექტის მოდელი. ამის შემდეგ მისი ცნობისმოყვარეობა ყოველ ნაბიჯზე ეძებდა უფრო და უფრო მეტ შესაძლებლობებს - ხელოვნური ინტელექტი სიღრმისეულად შეესწავლა.

ეს შესაძლებლობა კი ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადა აღმოჩნდა, რომელიც საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის (GAIA) ორგანიზებით და თიბისის მხარდაჭერით საქართველოში პირველად ჩატარდა. გამარჯვებულები კი AI საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ პეკინში, სადაც საქართველო პირველად წარდგა და პირველი გამარჯვებაც მოიპოვა გლობალურ ასპარეზზე.

„ოლიმპიადაზე გასამარჯვებლად უნდა გქონდეს შემართება, ინტუიცია და თვითრწმენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ დაუღალავი სწავლითა და მუშაობით შეიძენ. ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსი მოგცემს საკუთარი თავის ისეთ რწმენას, რომელიც წარმატებამდე გარდაუვალად მიგიყვანს“.

მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის საბაზისო ცოდნა ოლიმპიადამდე ჰქონდა, გლობალურ კონკურენციაზე ასპარეზობამ მისცა თვითრწმენა, შექმნას თავისი ამბავი ხელოვნური ინტელექტის სამყაროში. ლოგიკური და კრიტიკული აზროვნება, კოდის წერა, პრობლემების ინოვაციურად გადაჭრა, ინტუიცია მანქანურ სწავლებაში - ნიკას აზრით, იმ უნარების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ყველაზე წარმატებულ ტექნოლოგიურ ამბებს ქმნის.

„ოლიმპიადამ მომცა შესაძლებლობა არა მხოლოდ ეფექტურად გადამეწყვიტა პრობლემები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, არამედ დამენახა, როგორ შეიძლება პატარა იდეა გადაიქცეს რეალურ პროტოტიპად, რომელსაც ფართო საზოგადოება გამოიყენებს. ოლიმპიადის შემდგომ, დავიჯერე, რომ შემიძლია პროფესიონალურად დავიწყო მუშაობა და სამომავლო საქმიანობა ხელოვნურ ინტელექტსა და კომპიუტერული მეცნიერებების დარგს დავუკავშირო .”

ახალგაზრდებს, რომლებსაც ჯერ არ გადაუწყვეტიათ AI საოლიმპიადო კურსებზე რეგისტრაცია, ნიკა ურჩევს:თუ მზად ხართ ცოდნის შესაძენად, საკმარისია ნებისმიერი წიგნის წაკითხვა, თუმცა თუ გსურთ მიიღოთ პრაქტიკული გამოცდილება, თეორიული ცოდნა მათემატიკური მექანიზმებისა და მანქანური სწავლების მოდელების შესახებ და, გარდა ამისა, შეძლოთ დამოუკიდებლად მუშაობა ხელოვნური ინტელექტის ნებისმიერ პროექტზე, მაშინ ეს ოლიმპიადა არის ადგილი, სადაც ეს აუცილებლად მოხდება.”

გახსოვდეს, რომ ყველაზე მაღალ მწვერვალზე სწორედ მაშინ ადიხარ, როდესაც საკუთარი თავის ყველაზე მეტად გჯერა. ახლა თუ ოლიმპიადაზე გამარჯვება ძალიან შორ ოცნებად გეჩვენება, შეიძლება პირველმა ცდამ ერთ დროს შეუძლებელიც შესაძლებლად აქციოს.

გადადგი პირველი ნაბიჯები მომავლის შექმნაში და 8 ოქტომბრის ჩათვლით დარეგისტრირდი ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადის კურსზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს დელეგაცია საქართველოს ესტუმრა

02.10.2025.20:26

ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ. 

ინვესტორები  საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.

აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.

დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი  კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“  „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა