მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალ სტრატეგიულ მიმართულებად დასახელება ნიშნავს - საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონის წამყვან ტურისტულ და ბიზნეს მიმართულებად - თამარ იოსელიანი
თბილისი Routes Awards 2025 ყურადღების ცენტრში მოხვდა, როგორც ბრიტანული ავიაკომპანიის easyJet-ის ავიაქსელში ერთ-ერთი ახალი წამყვანი მიმართულება. easyJet-ი ავიაქსელის სტრატეგიული გაფართოებითა და 2025 წელს ახალი მიმართულებების დამატებისთვის, Routes Award 2025-ის ჟიურიმ მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიად დაასახელა.
Routes Award-ის ჟიურიმ, რომელშიც მსოფლიოს წამყვანი აეროპორტებისა და საავიაციო ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღები პირები იყვნენ, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ბრიტანული ავიაკომპანიის ახალ სტრატეგიულ მიმართულებებზე გააკეთეს, რომელთა შორისაა საქართველოს დედაქალაქი - თბილისი.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა ნიშნავს საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონის წამყვან ტურისტულ და ბიზნეს მიმართულებად.
,,საქართველოსთვის easyJet-ის ქსელში ჩართვა განსაკუთრებული შესაძლებლობაა, ხოლო თბილისის, როგორც მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანია easyJet-ის ახალ სტრატეგიული მიმართულებად დასახელება პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტული ნაკადების ზრდას ჩვენს ქვეყანაში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – საქართველოს პოზიციონირებას, როგორც რეგიონში წამყვან მიმართულებად, როგორც ტურისტული ისე ბიზნეს საქმიანობისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ easyJet-ის საშუალებით, ამ ეტაპზე, ერთადერთი პირდაპირი ავიამიმოსვლა გვაქვს ჩვენს ქვეყანასა და შვეიცარიის კონფედერაციასთან, ასევე, გვაქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა ბრიტანეთსა და იტალიასთან,-‘’განაცხადა თამარ იოსელიანმა.
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ პირველი რეისი საქართველოს მიმართულებით მიმდინარე წლის 31 მარტს შეასრულა. easyJet-ის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას წინ ხანგრძლივი, ინტენსიური მოლაპარაკებები უძღვოდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.
ავიაკომპანია თბილისის მიმართულებით ფრენებს ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ჯამურად 6 სიხშირით ასრულებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
მარიამ ქვრივიშვილმა დიდი ბრიტანეთის ელჩთან ორმხრივი ურთიერთობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა
სხვა სიახლეები
02.10.2025.20:26
„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ საინვესტიციო ტურის ფარგლებში სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრი ქვეყნების წამყვანი დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ესტუმრნენ.
ინვესტორები საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ეწვივნენ, სადაც ქვეყნის წამყვანი დეველოპერული პროექტები მოინახულეს, დეტალურად გაეცნენ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალსა და ადგილობრივ კულტურულ აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა.
აღნიშნული ტურის ფარგლებში, რომელსაც „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ გუნდი მასპინძლობდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. მათ შორის, მაღალი რანგის შეხვედრა შედგა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან, “აჭარის ეკონომიკური განვითარების ხედვის” ღონისძიების ფარგლებში.
დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლები, როგორებიცაა: „Asas Makeen Real Estate Development“, „TAM Group“ „Capital Club Dubai“, „Sports District“ და სხვ.
აღნიშნული ტური ინვესტორებისთვის, ქვეყნის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის სრულყოფილად წარმოჩენას ისახავდა მიზნად. ინვესტორთა მიერ გამოხატული მაღალი ინტერესი, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ საინვესტიციო შესაძლებლობებსა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტის ისტორიულ მნიშვნელობას.