მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავების არჩევანი - წყალი „მთისა“ და „პარი-სენ-ჟერმენის“ დაუვიწყარი თავგადასავლის და პარტნიორობის ისტორია გრძელდება
წყალი „მთის“ და საფეხბურთო გრანდი “პარი-სენ-ჟერმენი” ძალებს კიდევ ერთხელ აერთიანებენ. ორი გამორჩეული ბრენდის პარტნიორობა და კოლაბორაცია ინოვაციისა და სრულყოფილებისადმი ერთგულებას ემსახურება და საფუძველს უყრის წყალი “მთის“-თვის მნიშვნელოვან ეტაპს, რომელიც ისევ შთააგონებს ადამიანებს იყოს ცხოვრებით სავსე და მისდიოს აქტიური ცხოვრების წესს.
წყალი „მთის“ - იცხოვრე სრულყოფილად - 2025 წლის საფრანგეთის ლიგის, UEFA’ს ჩემპიონთა ლიგის და UEFA’ს სუპერთასის გამარჯვებული, „პარი-სერ-ჟერმენის“ ვარსკვლავები: უსმან დემბელე, ვიტინია, ფაბიან რუისი, დეზირე დუე და გონსალო რამოსი ირჩევენ. ფეხბურთის სამყაროში ეს ცნობილი სახელები წყალი „მთის“ საკომუნიკაციო კამპანიის მთავარი გმირები არიან. ისინი არა მხოლოდ მინდორზე ქმნიან გულშემატკივრებისთვის დაუვიწყარ მომენტებს და სანახაობას, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში ირჩევენ უმაღლესი ხარისხის, ნატურალურ მინერალურ წყალს. საფეხბურთო გრანდის გამორჩეული ფეხბურთელების თითოეული მოძრაობა სიძლიერის, სრულყოფილების, დიდი მიღწევების, ყველა გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და სიმბოლოა, რომელსაც „მთის“ წყალი ატარებს.
წყალი „მთის“ და ფრანგული საფეხბურთო გრანდის პარტნიორობა 2025 წლის მარტში დაიწყო. “მთის“ და “პარი სენ-ჟერმენი” 4 წელი ერთად - ეს წამოწყება, კიდევ ერთხელ ადასტურებს კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა“ და მისი ფლაგმანი - „მთის“ ბრენდის ერთგულებას, ხელი შეუწყოს სპორტისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შეკავშირებას. „პარი-სერ-ჟერმენს“ კი წყალი „მთის“ სახით, სანდო რეგიონალური პარტნიორი ჰყავს, რომელიც სრულად შეესაბამება კლუბის გამარჯვების, შრომისმოყვარეობისა და სრულყოფილების ღირებულებებს. ორივე ბრენდი კი აძლიერებს ვალდებულებას, თავის გლობალურ გულშემატკივარს ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს.
წყალი „მთის“ გამარჯვების განუყოფელი ნაწილი და უმაღლესი შედეგების განმსაზღვრელია!
წყალი „მთის“ შესახებ
კომპანია „კოკა-კოლას“ ბრენდების პორტფელში, წყალი “მთის“ უმაღლესი ხარისხის, მზარდი და დინამიური ნატურალური მინერალური წყალია.
კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიამ“ ახალ ქარხანაში „მთის" წყლის 0%-იანი ბრომატით გამოშვება დაიწყო; რაც ნიშნავს იმას, რომ “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია” წყალს ქიმიური ნივთიერებების გარეშე აწარმოებს და მომხმარებელს სრულად ბუნებრივი მინერალური წყლის შემადგენლობით აწვდის. ცნობისთვის, ბრომატი არის ძლიერი მჟავა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, როგორც მომწამვლელი კანცეროგენი. მაღალი კონცენტრაციის ბრომატის ორგანიზმში მოხვედრა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.
სწორედ პრემიუმ ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილების გამო, წყალი “მთის” კომპანია "კოკა-კოლას" პორტფელში 500-ზე მეტ სხვა ბრენდთან ერთად არის დარეგისტრირებული. ეს კი წყალი “მთის” შესაძლებლობას აძლევს, “კოკა-კოლას” სახელით წარმოდგენილი პირველი ქართული ბრენდი იყოს საერთაშორისო ბაზარზე.
„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, SGS United Kingdom Ltd-ის მიერ სერტიფიცირებულია. კომპანიას აქვს ISO 9001:2015 სერტიფიკატი ხარისხის მართვის სისტემისთვის და FSSC 22000 სერტიფიკატი სურსათის უვნებლობის პრაქტიკისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისობა წყალი „მთის“ დაემატა და ჯერჯერობით ერთადერთი ქართული ბრენდია Finewaters.com პლატფორმაზე, სადაც მთელი მსოფლიოდან პრემიალური ნატურალური მინერალური წყლებია გაერთიანებული. ხოლო, 2025 წლის ივნისში, გუანჯოუში, წყლის საერთაშორისო ფორუმი The 13th China International High-end Drinking Water Industry Expo 2025-ზე გამართულ კონკურსში წყალი „მთის“ სამ საუკეთესო ბრენდს შორის დასახელდა.
სხვა სიახლეები
25.08.2025.14:25
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, 19 აგვისტოს, კურორტ ბახმაროში, ტრადიციული დოღი - „ბახმაროს თასი 2025“ გაიმართა.
ბახმაროში დოღის ტრადიციას საფუძველი გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა, სპორტული შეჯიბრებაყოველწლიურად 19 აგვისტოს, მდინარე ბახვისწყლის მიმდებარედ იმართება.
ტრადიციული დოღის ფარგლებში ოთხი გარბენი შედგა, რომელთა მანძილი 1.200, 2.400, 2.400 და 4.800 მეტრს შეადგენდა და თითოეულში გამარჯვებული გამოვლინდა.
I გარბენი - „ნაბეღლავის თასი“
მისი გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა, მეორე და მესამე ადგილი კი ჯემალ გორგაძემ და ლიზი ხოფერიამ დაიკავეს.
II გარბენი - „გურიის თასი“
გამარჯვებული გიორგი ცინცაძე გახდა. მეორე ადგილი კონსტანტინე კვაჭანტირაძემ, ხოლო მესამე - ნიკა ფერაძემ დაიკავა.
III გარბენი - „გმირების თასი“
შეჯიბრებაში გოგიტა კოწოწაშვილმა გაიმარჯვა. მეორე და მესამე ადგილი კი გიორგი ცინცაძემ და ნიკა ფერაძემ გადაინაწილეს.
ღონისძიების მთავარი, IV გარბენის - “ბახმაროს თასი“ მარულას გამარჯვებული და მთავარი პრიზის მფლობელი მფლობელი ნიკა ფერაძე გახდა. მეორე ადგილი თორნიკე თოდრიამ, ხოლო მესამე ადგილი ლუკა მჟავანაძემ დაიკავა.
ღონისძიება წყაროს წყალი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, „ბახმაროს", „ნაბეღლავისა" და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.