მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7079.7
0.0032
flag
AZN 1.5958
-0.0001
flag
CNY 38.094
-0.0002
flag
EUR 3.155
-0.0122
flag
GBP 3.6422
-0.0041
flag
KZT 50.22
0.0002
flag
TRY 0.065
-0.0001
flag
USD 2.7128
-0.0002

მშრალი პორტის ოპერირებით ჩვენ ვაახლოებთ ბათუმს და ფოთს თბილისთან - ჯემალ ინაიშვილი

news image

“თბილისი დრაო პორტი“, რომელმაც ოპერირება რამდენიმე თვის უკან დაიწყო უკვე გაფართოებას იწყებს. როგორც  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მშრალი პორტის მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელება მალე დაიწყება. 

„თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა ივნისში და დავიწყეთ აქტიურად ფუნქციონირება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა დღევანდელ ხელმძღვანელობას რკინიგზის და მის შემადგენლობაში შემავალ „ჯიარ ლოგისტიკას“ ხელმძღვანელებს.

გვერდში გვიდგანან, ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგულარული ბლოკ მატარებლების ფორმირება და ბათუმი-ფოთიდან დრაი პორტის მიმართულებით და ვაპირებთ მოცულობების გაზრდას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გადავედით უკვე მეორე ფაზის მშენებლობაზე, უკვე ვიწყებთ მშენებლობას. პირველი 10 000 კვ.მ საწყობის მშენებლობას და მერე მივყვებით უკვე შემდეგ. ჯამში ალბათ ჩვენი ინვესტიცია შეადგენს 60 მილიონამდე - პლუს/მინუს. ძირითადი ნაწილი განხორციელებულია, შეიქმნა ძირითადი ინფრასტრუქტურა რაც სჭირდებოდა იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო უკვე კონტეინერების მიღება, ტვირთის მიღება და დამუშავება. დანარჩენი ახლა უფრო მეტი უკვე საჭიროებს უშუალოდ სასაწყობე მეურნეობებში ინვესტირებას“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი. 

მისივე თქმით, მშრალი პორტი დაახლოებით იგივე სარკინიგზო პორტია.

„პორტში თუ შედის ტვირთი გემის მეშვეობით და შემდეგ ხდება შემდგომი მისი ტრანსპორტირება რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში მშრალი პორტი, ეს ჩვენ არ მოგვიგონებია ეს არსებობს, ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც ყველგან გამოიყენება. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი შემოვა ან მანქანით, ან რკინიგზით და გავა იგივე ორივე გზით. ჩვენ ზღვა არ გვაქვს და ეგ არის ჩვენი განსხვავება. დანარჩენი პრაქტიკულად, ფუნქციონალურად ერთნაირ საქმეს აკეთებს ერთიც და მეორეც“, - აცხადებს ინაიშვილი. 

"თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პორტის გათვლა არის თბილისზე, რადგანაც მისი ძირითადი მომხმარებელი მაინც დედაქალაქია. 

„ჩვენ შემთხვევაში მშრალი პორტი პირველ რიგში არის გათვლა თბილისზე იმიტომ რომ ძირითადი მომხმარებელი და მიმღები კონტეინერების, დაახლოებით 70%-ის კონტეინერების რაც შემოდის იმპორტირებული საქართველოში მოდის თბილისზე, დანარჩენი 30% მთელ საქართველოზე, აქედან უფრო მეტი ბათუმზე. აქედან გამომდინარე,  ჩვენ ვაახლოებთ ბათუმს და ფოთს, ვაახლოებთ თბილისთან ანუ მიმღებთან უშუალოდ. მაგრამ როცა ექსპორტს ეხება საქმე, ჩვენ ექსპორტი ბევრი არ გვაქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მშრალი პორტი ძალიან ახლოს არის განჯასთან, სადაც არის დიდი ალუმინის წარმოება. არის ახლოს სომხეთთან, ალავერთან, საიდანაც ხდება ბევრი კონცენტრატის სპილენძის ექსპორტი. ჩვენ ამ უპირატესობას ვიყენებთ, როდესაც შემოდის კონტეინერი და იცლება ის ცარიელი კონტეინერი მერე უკვე მიეწოდება ექსპორტიორს, ან განჯაში, ან აზერბაიჯანში, ან სომხეთში. ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება ნაკლები ცარიელი კონტეინერის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ჩვენი მშრალი პორტიდან ბათუმის და ფოთის მიმართულებით.

ჩვენ „აბუ-დაბი პორტ ჯგუფის“ ნაწილი ვართ და შესაბამისად მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და ა.შ“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი. 

„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, „ჩვენ ვართ პარტნიორები და გავხდით „აბუ-დაბი პორტების ჯგუფის“ ნაწილი.

„შესაბამისად, მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმაც საქართველოსთან დაკავშირებით - რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და სხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე საქართველოს რკინიგზასთან ამ მიმართულებით“, - აცხადებს ბიზნესმენი. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image როგორია შუა დერეფნის პერსპექტივა - ჯემალ ინაიშვილის შეფასება

08.10.2025.20:00

„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ზანგეზურის პროექტზე მუშაობის პარალელურად საქართველომ მაქსიმალურად უნდა გაზარდოს შუა დერეფნის გამტარუნარიანობა. მისივე განმარტებით, „ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას“.

„თვითონ ის ფაქტიც, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი აქტიურად მუშაობენ ზანგეზურის პროექტზე, ცხადყოფს, რომ არსებობს ინტერესი და ეს ყველაფერი მიმართულია იმაზე, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გაიზარდოს. ესეც ერთ-ერთი ხელშემწყობი იქნება.
შეიძლება გარკვეულწილად ჩვენთვის კონკურენტიც იყოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ უნდა დავხვდეთ მზად - პირველ რიგში, ჩვენი საპორტო ინფრასტრუქტურით. ასევე, უნდა განვახორციელოთ ინვესტიციები სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.

მაგრამ ის, რომ ზანგეზური სწრაფად აშენდება ძალიან რთული სათქმელი და წარმოსადგენია, ვინაიდან ეს ბევრ სხვა ფაქტორზეა დამოკიდებული.
სურვილი არსებობს, მიზანიც განსაზღვრულია და ალბათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში განხორციელდება. თუმცა იმ კორიდორსაც ექნება თავისი ღირებულება  - ჯერ უნდა აშენდეს. ის არ იქნება იაფი პროექტი. მას სჭირდება შენახვა, ოპერირება და ა.შ.

აქედან გამომდინარე, ჩვენ შევინარჩუნებთ გარკვეულ უპირატესობებს, თუ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს დროულად შევასრულებთ,“ - განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში, გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ ინაიშვილმა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა