მშრალი პორტი პირველ რიგში აკეთებს გათვლას თბილისზე, რადგან იმპორტირებული კონტეინერების დაახლოებით 70% მოდის დედაქალაქზე - ჯემალ ინაიშვილი
“თბილისი დრაო პორტი“, რომელმაც ოპერირება რამდენიმე თვის უკან დაიწყო უკვე გაფართოებას იწყებს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მშრალი პორტის მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელება მალე დაიწყება.
„თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა ივნისში და დავიწყეთ აქტიურად ფუნქციონირება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა დღევანდელ ხელმძღვანელობას რკინიგზის და მის შემადგენლობაში შემავალ „ჯიარ ლოგისტიკას“ ხელმძღვანელებს.
გვერდში გვიდგანან, ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგულარული ბლოკ მატარებლების ფორმირება და ბათუმი-ფოთიდან დრაი პორტის მიმართულებით და ვაპირებთ მოცულობების გაზრდას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გადავედით უკვე მეორე ფაზის მშენებლობაზე, უკვე ვიწყებთ მშენებლობას. პირველი 10 000 კვ.მ საწყობის მშენებლობას და მერე მივყვებით უკვე შემდეგ. ჯამში ალბათ ჩვენი ინვესტიცია შეადგენს 60 მილიონამდე - პლუს/მინუს. ძირითადი ნაწილი განხორციელებულია, შეიქმნა ძირითადი ინფრასტრუქტურა რაც სჭირდებოდა იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო უკვე კონტეინერების მიღება, ტვირთის მიღება და დამუშავება. დანარჩენი ახლა უფრო მეტი უკვე საჭიროებს უშუალოდ სასაწყობე მეურნეობებში ინვესტირებას“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი.
მისივე თქმით, მშრალი პორტი დაახლოებით იგივე სარკინიგზო პორტია.
„პორტში თუ შედის ტვირთი გემის მეშვეობით და შემდეგ ხდება შემდგომი მისი ტრანსპორტირება რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში მშრალი პორტი, ეს ჩვენ არ მოგვიგონებია ეს არსებობს, ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც ყველგან გამოიყენება. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი შემოვა ან მანქანით, ან რკინიგზით და გავა იგივე ორივე გზით. ჩვენ ზღვა არ გვაქვს და ეგ არის ჩვენი განსხვავება. დანარჩენი პრაქტიკულად, ფუნქციონალურად ერთნაირ საქმეს აკეთებს ერთიც და მეორეც“, - აცხადებს ინაიშვილი.
"თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პორტის გათვლა არის თბილისზე, რადგანაც მისი ძირითადი მომხმარებელი მაინც დედაქალაქია.
„ჩვენ შემთხვევაში მშრალი პორტი პირველ რიგში არის გათვლა თბილისზე იმიტომ რომ ძირითადი მომხმარებელი და მიმღები კონტეინერების, დაახლოებით 70%-ის კონტეინერების რაც შემოდის იმპორტირებული საქართველოში მოდის თბილისზე, დანარჩენი 30% მთელ საქართველოზე, აქედან უფრო მეტი ბათუმზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაახლოებთ ბათუმს და ფოთს, ვაახლოებთ თბილისთან ანუ მიმღებთან უშუალოდ. მაგრამ როცა ექსპორტს ეხება საქმე, ჩვენ ექსპორტი ბევრი არ გვაქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მშრალი პორტი ძალიან ახლოს არის განჯასთან, სადაც არის დიდი ალუმინის წარმოება. არის ახლოს სომხეთთან, ალავერთან, საიდანაც ხდება ბევრი კონცენტრატის სპილენძის ექსპორტი. ჩვენ ამ უპირატესობას ვიყენებთ, როდესაც შემოდის კონტეინერი და იცლება ის ცარიელი კონტეინერი მერე უკვე მიეწოდება ექსპორტიორს, ან განჯაში, ან აზერბაიჯანში, ან სომხეთში. ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება ნაკლები ცარიელი კონტეინერის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ჩვენი მშრალი პორტიდან ბათუმის და ფოთის მიმართულებით.
ჩვენ „აბუ-დაბი პორტ ჯგუფის“ ნაწილი ვართ და შესაბამისად მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და ა.შ“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი.
„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, „ჩვენ ვართ პარტნიორები და გავხდით „აბუ-დაბი პორტების ჯგუფის“ ნაწილი.
„შესაბამისად, მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმაც საქართველოსთან დაკავშირებით - რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და სხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე საქართველოს რკინიგზასთან ამ მიმართულებით“, - აცხადებს ბიზნესმენი.
სხვა სიახლეები
“თეთრმა კვადრატმა” “ფილიგრინი2”-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა
08.12.2025.18:17
„თეთრი კვადრატი“ „ბიქეი ჰოლდინგში“ შემავალი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც თითქმის 6 წელია ბაზარზე ოპერირებს. დეველოპერის პორტფელშია 12 პროექტი. მშენებლობას კი ამავე ჯგუფში შემავალი 30- წლიანი გამოცდილების მქონე უმსხვილესი სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენი“ ახორციელებს.
თეთრი კვადრატის მასშტაბური პროექტი „ფილიგრინი 2“ თბილისში, საბურთალოზე, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, გ.დანელიას # 61-ში შენდება. პროექტის უპირატესობა ქალაქის ხელსაყრელი მდებარეობაა და ამავე დროს საცხოვრებლად მშვიდი გარემო არის.
„ფილიგრინი 2“ ჯამში 6 საცხოვრებელ კორპუსს აერთიანებს და მოიცავს: ოთხ 8-სართულიან და ორ 9-სართულიან კორპუსებს. პროექტის მიხედვით, თითოეულ საცხოვრებელ სახლში 43-დან 60-მდე საცხოვრებელი ბინა და სხვადასხვა ტიპის კომერციული თუ საოფისე ფართია განთავსებული.
დანელიას ქუჩაზე მდებარე ახალი საცხოვრებელი უბნის კონცეფცია მომავალი მობინადრეების საჭიროებებზეა მორგებული. ბინის ფართები იწყება 65 კვ. მ-დან. პროექტის განხორციელება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. არსებული 227 ბინიდან 213 უკვე გაყიდულია.
აღსანიშნავია, რომ წამყვანმა დეველოპერულმა კომპანიამ 2.5 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის საკრედიტო რესურსი საქართველოს ბანკისგან მოიზიდა, რაც პროექტის სტაბილურ და შეუფერხებელ განვითარებას უზრუნველყოფს.
„თეთრი კვადრატის“ პროექტები გამოირჩევა მომხმარებელზე მორგებული კომფორტული საცხოვრებელი გარემოთი. ჩვენი კომპანიის პრიორიტეტს წარმოადგენს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნება და მომავალი მობინადრეებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქტის გადაცემა. საქართველოს წამყვან ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ასეთი მასშტაბის დეველოპერული პროექტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ხელს შეუწყობს მშენებლობის მაღალი ტემპის შენარჩუნებას,“ - განაცხადა თეთრი კვადრატის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ნატროშვილმა.