მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა - უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტირების უპირატესობები

news image

ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად ხელსაყრელია უძრავ ქონებაში ინვესტირება, ან ფიქრობენ, რომ ფულის დაბანდება მხოლოდ ძალიან მაღალი შემოსავლის პირობებში უნდა დაიწყონ. რეალურად კი უძრავ ქონებაში სწორი ინვესტირება საშუალო შემოსავლითაც შესაძლებელია. ამავდროულად ეს ქმედება მომავალში, ფაქტობრივად, სტაბილური შემოსავლის გარანტია და ფინანსური გაძლიერების ყველაზე დაბალრისკიანი გზაა.                     

უძრავი ქონების ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტის მშენებლობა არ არის დასრულებული,ბევრისთვის რისკად ჟღერს, მაგრამ დეველოპერული სამყაროს წარმომადგენლები და გამოცდილი ინვესტორები სხვაგვარად ფიქრობენ.

რატომ მუშაობს უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტიცია?

ბინის შეძენას საწყის ეტაპზე, ანუ 
ადრეულ ინვესტირებას“, ხშირად უწოდებენ დაბალრისკიან და მაღალმოგებიან გადაწყვეტილებას.

გიორგი ახლედიანი, მეტროპოლის” ფინანსური დირექტორი: „მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა – ასეთი ინვესტიციის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად განსაზღვრის შემთხვევაში ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრისკიანი და პროგნოზირებადი აქტივია. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ინვესტიცია უზრუნველყოფს როგორც კაპიტალის ზრდას, ისე პასიურ შემოსავალს“.

ბინის შეძენა საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სტრატეგიაა უძრავ ქონებაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინასწარ გაყიდვებზე შეთავაზებული ფასი დასრულებული პროექტის ფასზე
, მინიმუმ, 50%-ით დაბალია.

ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინვესტიციის მომავალი ღირებულებაა.

როდესაც ბინა დასრულდება, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მომხმარებელს მოგების რეალურ შესაძლებლობას მისცემს. 

ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „ინვესტირება მშენებლობის საწყის ეტაპზე სტრატეგიული ნაბიჯია. ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ინვესტიცია გაორმაგებულად დაბრუნს. თუ ბაზრის ტენდენციებს გადავხედავთ, აშენებული ბინების ფასი თითქმის 2-ჯერ აღემატება საწყისი ეტაპის ფასებს. ასეთ შემთხვევაში, მთავარი მნიშვნელობა სანდო დეველოპერს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ მეტროპოლშიმომხმარებლის სანდოობის მოპოვება უკვე შევძელით ჩვენი მშენებლობის ტემპებისა და ხარისხის გათვალისწინებით.

სტატისტიკურად, ბინის ფასები წლიდან წლამდე იზრდება.

ეს ზრდა თან სდევს როგორც მშენებლობის პროგრესს — როცა უძრავი ქონება ეტაპობრივად ხელშესახები ხდება, - ისე ზოგად ტენდენციებს, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე ფიქსირდება.

პერსონალიზაციის მნიშვნელობა

ბინის შეძენის დროს პერსონალიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს - პროექტის საწყის ეტაპზე ბინის მორგება ხშირად შესაძლებელია, რაც საბოლოო კომფორტსა და ღირებულებას ზრდის. დეველოპერები ზოგჯერ მყიდველებს სთავაზობენ შესაძლებლობას, განაახლონ მოპირკეთება ან შეიტანონ სხვა ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რომ მიიღოთ ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც გსურთ.

მეტროპოლში ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პერსონალიზაციას და მომხარებლების ჩანაფიქრებს. მთავარი, რაც დეველოპერულ კომპანიას ბაზარზე გამოარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც მეტროპოლი ქმნის, ადამიანს და მის კეთილდღეობას ითვალისწინებს – ჭერის სიმაღლის, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულების თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით. 

 

წარმატებული მაგალითი – მეტროპოლ ბაგები

იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ინვესტიციამ უძრავ ქონებაში - „მეტროპოლ ბაგებია“.  პროექტი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი სულ რამდენიმე წელიწადში.

„მეტროპოლ ბაგების“ კორპუსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. წინასწარი გაყიდვების ფაზაში 1 კვ.მ-ის ფასი 800 დოლარს შეადგენდა. 2024 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ფასი 1500 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1600 დოლარს გადააჭარბა. საბოლოო ფასთა სხვაობამ,საშუალოდ, 700-800 დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 100%-იან ზრდას ნიშნავს.

შესაბამისად, თუ მომხმარებელი მოგებიან ინვესტირებას ჩაიფიქრებს – სტატისტიკა, ბაზრის ტენდენციები და „მეტროპოლ ბაგების“ მაგალითი აჩვენებს, რომ უძრავი ქონების შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი და მოგებიანი ნაბიჯია საინვესტიციო სამყაროში.

„მეტროპოლის“ შესახებ

დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.

„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.

თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების — „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ პირველი სუბურბანული პროექტის — „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა დაიწყო.

ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო — Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.

„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სუხიშვილების თაკარა - ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

30.07.2025.18:01

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.

მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს  ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და  მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც  მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის. 

აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე. 

ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა  “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა. 

“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა  „თაკარასთვის“ და კონკრეტული  სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი  ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.  

„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი

შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც. 

ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია. 

„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი. 

ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა