მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა - უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტირების უპირატესობები
ხშირად ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რამდენად ხელსაყრელია უძრავ ქონებაში ინვესტირება, ან ფიქრობენ, რომ ფულის დაბანდება მხოლოდ ძალიან მაღალი შემოსავლის პირობებში უნდა დაიწყონ. რეალურად კი უძრავ ქონებაში სწორი ინვესტირება საშუალო შემოსავლითაც შესაძლებელია. ამავდროულად ეს ქმედება მომავალში, ფაქტობრივად, სტაბილური შემოსავლის გარანტია და ფინანსური გაძლიერების ყველაზე დაბალრისკიანი გზაა.
უძრავი ქონების ყიდვა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პროექტის მშენებლობა არ არის დასრულებული,ბევრისთვის რისკად ჟღერს, მაგრამ დეველოპერული სამყაროს წარმომადგენლები და გამოცდილი ინვესტორები სხვაგვარად ფიქრობენ.
რატომ მუშაობს უძრავ ქონებაში ადრეული ინვესტიცია?
ბინის შეძენას საწყის ეტაპზე, ანუ „ადრეულ ინვესტირებას“, ხშირად უწოდებენ დაბალრისკიან და მაღალმოგებიან გადაწყვეტილებას.
გიორგი ახვლედიანი, „მეტროპოლის” ფინანსური დირექტორი: „მშენებლობის საწყის ეტაპზე შეძენილი ბინა“ – ასეთი ინვესტიციის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. სწორად განსაზღვრის შემთხვევაში ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალრისკიანი და პროგნოზირებადი აქტივია. მნიშვნელოვანია ის, რომ ასეთი ინვესტიცია უზრუნველყოფს როგორც კაპიტალის ზრდას, ისე პასიურ შემოსავალს“.
ბინის შეძენა საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე მოგებიანი სტრატეგიაა უძრავ ქონებაში. საშუალო სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, წინასწარ გაყიდვებზე შეთავაზებული ფასი დასრულებული პროექტის ფასზე, მინიმუმ, 50%-ით დაბალია.
ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ინვესტიციის მომავალი ღირებულებაა.
როდესაც ბინა დასრულდება, მისი ფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც მომხმარებელს მოგების რეალურ შესაძლებლობას მისცემს.
ირაკლი აბულაძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ფინანსური და საოპერაციო მიმართულებით: „ინვესტირება მშენებლობის საწყის ეტაპზე სტრატეგიული ნაბიჯია. ეს მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ინვესტიცია გაორმაგებულად დაიბრუნოს. თუ ბაზრის ტენდენციებს გადავხედავთ, აშენებული ბინების ფასი თითქმის 2-ჯერ აღემატება საწყისი ეტაპის ფასებს. ასეთ შემთხვევაში, მთავარი მნიშვნელობა სანდო დეველოპერს ენიჭება. ვფიქრობთ, რომ ჩვენ „მეტროპოლში“მომხმარებლის სანდოობის მოპოვება უკვე შევძელით ჩვენი მშენებლობის ტემპებისა და ხარისხის გათვალისწინებით“.
სტატისტიკურად, ბინის ფასები წლიდან წლამდე იზრდება.
ეს ზრდა თან სდევს როგორც მშენებლობის პროგრესს — როცა უძრავი ქონება ეტაპობრივად ხელშესახები ხდება, - ისე ზოგად ტენდენციებს, რომლებიც უძრავი ქონების ბაზარზე ფიქსირდება.
პერსონალიზაციის მნიშვნელობა
ბინის შეძენის დროს პერსონალიზაციაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს - პროექტის საწყის ეტაპზე ბინის მორგება ხშირად შესაძლებელია, რაც საბოლოო კომფორტსა და ღირებულებას ზრდის. დეველოპერები ზოგჯერ მყიდველებს სთავაზობენ შესაძლებლობას, განაახლონ მოპირკეთება ან შეიტანონ სხვა ცვლილებები. ეს შეიძლება იყოს შესანიშნავი გზა, რომ მიიღოთ ზუსტად ისეთი სახლი, როგორიც გსურთ.
„მეტროპოლში“ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პერსონალიზაციას და მომხმარებლების ჩანაფიქრებს. მთავარი, რაც დეველოპერულ კომპანიას ბაზარზე გამოარჩევს, ადამიანებზე ორიენტირებული საცხოვრებლების შექმნაა. თითოეული დეტალი, რომელსაც „მეტროპოლი“ ქმნის, ადამიანს და მის კეთილდღეობას ითვალისწინებს – ჭერის სიმაღლის, ფუნქციური ზონების, განლაგების, ლოკაციის, დანიშნულების თუ ნებისმიერი სხვა პარამეტრის ჩათვლით.
წარმატებული მაგალითი – „მეტროპოლ ბაგები“
იმის საუკეთესო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ინვესტიციამ უძრავ ქონებაში - „მეტროპოლ ბაგებია“. პროექტი, რომელიც ნათლად აჩვენებს, რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი სულ რამდენიმე წელიწადში.
„მეტროპოლ ბაგების“ კორპუსის მშენებლობა 2023 წელს დაიწყო. წინასწარი გაყიდვების ფაზაში 1 კვ.მ-ის ფასი 800 დოლარს შეადგენდა. 2024 წლის ბოლოს, მშენებლობის დასრულების შემდეგ, ფასი 1500 დოლარამდე გაიზარდა, ხოლო 2025 წელს 1600 დოლარს გადააჭარბა. საბოლოო ფასთა სხვაობამ,საშუალოდ, 700-800 დოლარი შეადგინა, რაც თითქმის 100%-იან ზრდას ნიშნავს.
შესაბამისად, თუ მომხმარებელი მოგებიან ინვესტირებას ჩაიფიქრებს – სტატისტიკა, ბაზრის ტენდენციები და „მეტროპოლ ბაგების“ მაგალითი აჩვენებს, რომ უძრავი ქონების შეძენა მშენებლობის საწყის ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე პროგნოზირებადი და მოგებიანი ნაბიჯია საინვესტიციო სამყაროში.
„მეტროპოლის“ შესახებ
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა.
„მეტროპოლი“ გთავაზობთ ყველა ტიპის საცხოვრებელ, საინვესტიციო და სუბურბანულ უძრავ ქონებას და მომხმარებლებზე მორგებულ გადაწყვეტებს უკეთესი ცხოვრებისთვის. კომპანიის პორტფელში უკვე 1 დასრულებული, 6 მიმდინარე და 5 დაგეგმილი პროექტია.
თბილისში დასრულდა საცხოვრებელი კომპლექსი „მეტროპოლ ბაგები“, ამჟამად პროექტების — „მეტროპოლ ქავთარაძისა“ და „მეტროპოლ ორთაჭალის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ამასთანავე, „მეტროპოლის“ პირველი სუბურბანული პროექტის — „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა დაიწყო.
ბათუმში აქტიურ ფაზაშია საინვესტიციო პროექტები — „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“, სადაც ფრანგულ კომპანია Louvre Hotels Group-თან პარტნიორობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო — Royal Tulip განთავსდება. გარდა ამისა, ბათუმში ახალი საცხოვრებელი კორპუსის „მეტროპოლ პარალელის“ მშენებლობა დაიწყო, რომელიც პანორამული ხედებითა და თანამედროვე დიზაინით გამოირჩევა.
„მეტროპოლის“ მშენებლობების ჯამური ფართი 545 000 კვ.მ-ზე მეტია და მთლიანობაში 3500 ბინას მოიცავს. მისი ჯამური ინვესტიციის მოცულობამ 1 მილიარდ ლარს გადააჭარბა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.06.2025.19:00
თბილისი მოლი • Tbilisi Mall, რომელიც საქართველოში პირველი მულტიფუნქციური შოპინგ ცენტრია, მიმზიდველობას არ კარგავს და ახალი ბრენდებით ივსება. მიმდინარე წელს მოლში რამდენიმე ახალი ობიექტის გაიხსნა.
როგორც Business Insider Georgia-ს თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ბოლო 3 თვის განმავლობაში თბილისი მოლში გაიხსნა:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ მალე სავაჭრო ცენტრში გაიხსნება:
1-ელი სართული
მე-2 სართული
მე-3 სართული
თბილისი მოლი 2012 წელს გაიხსნა და ის ქვეყნის მასშტაბით პირველი შოპინგ ცენტრის სტატუსის მატარებელია. მოლის ტერიტორიაზე კომერციული ფართები სამ სართულზეა განაწილებული და 74 000 კვ.-ს იკავებს. აქ წარმოდგენილია ცნობილი, საერთაშორისო ბრენდები და ქსელები, ასევე პოპულარული ბრედ-კაფეები და სწრაფი კვების ობიექტები. 15 000 კვ.მ-ზე განთავსებულია ჰიპერმარკეტი, ხოლო 400 კვ.მ-ზე - საბავშვო გასართობი ობიექტი და კონტაქტური ზოოპარკი. მოლის ზედა სართულზე ფუნქციონირებს მრავალდარბაზიანი კინოთეატრი. მიწისქვეშ, სამ სართულზე, მოწყობილია 2000-ადგილიანი ავტოსადგომი. სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ხელმისაწვდომია ისეთი სერვისები, როგორიც არის უფასო პარკირება, ქიმწმენდა, მანქანის რეცხვა, სამკერვალო და სხვა, რაც მომხმარებელს მეტ კომფორტს უქმნის და დროის დაზოგვაში ეხმარება.