მრავალპროფილური ღონისძიებების მართვის კომპანია, ოპერირება ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე - როგორია Click Events-ის საქმიანობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები
Click Events არის მრავალპროფილური ღონისძიებების მართვის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. მეტი ინფორმაციისთვის Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს, სოფიო ნაცვლიშვილს, ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ ბაზარზე ოპერირება და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Click Events არის მრავალპროფილური ღონისძიებების მართვის კომპანია, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.
ჩვენ ვგეგმავთ და ვმართავთ ნებისმიერი სირთულის, მასშტაბისა და ფორმატის ღონისძიებას - იდეის შექმნიდან სრულ ორგანიზებასა და განხორციელებამდე.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
მოთხოვნა საკმაოდ მაღალია და წლის განმავლობაში გარკვეული პერიოდები განსაკუთრებით მაღალი აქტივობით გამოირჩევა. მაგალითად, ახალი წლის სეზონი და ზაფხულის თვეები ეს ის პერიოდებია, როდესაც ღონისძიებებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
ჩვენ ვართ ჰოლდინგური ტიპის, ე.წ. One-Stop სააგენტო, რომელიც აერთიანებს რამდენიმე მიმართულებას: ღონისძიებების მართვას, ტურისტულ სააგენტოსა და ქორწილების დაგეგმვას.

ჩვენთან მოსული მომხმარებელი ერთ სივრცეში იღებს სრულ მომსახურებას - ავიაბილეთებისა და ლოგისტიკის ორგანიზებიდან დაწყებული, დიზაინით, ფლორისტიკითა და გასართობი პროგრამების კონცეფციის შექმნით დასრულებული. მომხმარებელს ასევე ვთავაზობთ ფოტო და ვიდეო მომსახურებას.
როგორია Click Events-ის სამომავლო გეგმები?
ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და ვზრდით ჩვენს შესაძლებლობებს. კომპანიის სამომავლო მიზანია გუნდის გაფართოება და საერთაშორისო ბაზრებზე უფრო აქტიური გასვლა, რათა კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები და შევთავაზოთ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურება.

ინფორმაციისთვის, კომპანია აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:
• Click Events – ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა;
• Click Tour – ტურისტული სააგენტო;
• Click Studio – ფოტოგრაფიისა და ვიდეოგადაღების სერვისები;
• Click Consulting – HR, PR და მარკეტინგული კონსალტინგი.

კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი გამოცდილება როგორც PCO (Professional Congress Organizer), ასევე DMC (Destination Management Company) სფეროებში.
წევრობა საერთაშორისო და პროფესიულ ორგანიზაციებში:
•საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პალატის (International Chamber of Commerce in Georgia) წევრი;
•საქართველოს კონვენციისა და საგამოფენო ბიუროს (Convention and Exhibition Bureau of Georgia) წევრი.
სამუშაო ენები:
• ქართული;
• ინგლისური;
• ესპანური.

ძირითადი საქმიანობის მიმართულებები:
•შეხვედრების ორგანიზება (Meetings);
•წამახალისებელი ტურები (Incentive Tours);
•კონფერენციები (Conferences);
•გამოფენები (Exhibitions);
•სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები;
•დასასვენებელი ტურები (Leisure Tours).
სხვა სიახლეები
საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით - სტატისტიკა
10.04.2026.13:05
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 2025 წლის განახლებულ მონაცემებს აქვყენებს. სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას. ამასთან, წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 1 411 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 348 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 129 მილიონი ლარი. სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1 584 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 513 მილიონ ლარს.
TOP 5 სადაზღვევო კომპანია 2025 წლის მიხედვით (მლნ. ლარი)
TBC Insurance - თიბისი დაზღვევა 260 მლნ. ლარი
ჯიპიაი ჰოლდინგი • GPI Holding 251 მლნ. ლარი
ალდაგი | Aldagi 228 მლნ. ლარი
იმედი L • Imedi L 133 მლნ. ლარი
არდი • ARDI 105 მლნ. ლარი
ამასთან, დაზღევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 21% სარგებლობს სამედიცინო დაზღვევით საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 8% დაზღვეულია.