მრავალფეროვანი პროდუქტი და მუდმივად ახალი ხილ-ბოსტნეული - Wolt Market-მა მე-7 ფილიალი გლდანში გახსნა
5 000-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და მუდმივად ახალი ხილ-ბოსტნეული - უმაღლესი ხარისხის მრავალფეროვანი პროდუქტით გამორჩეული Wolt Market-ის მე-7 ფილიალი გაიხსნა.
Wolt Market-ის ახალი ფილიალი გლდანში მდებარეობს. Wolt-ის ონლაინ სუპერმარკეტი, რომელიც სპეციალურად მიტანის სერვისისთვის არის შექმნილი, მზარდი პოპულარობით სარგებლობს და ამას განაპირობებს როგორც სწრაფი და კომფორტული მიტანის სერვისი, ისე სურსათის და სხვა საცალო პროდუქტების ფართო არჩევანი.
Wolt Market-ი მომხმარებელს სურსათის, ხილისა და ბოსტნეულის, სასმელის, ჰიგიენის პროდუქტების თუ სხვა პირველადი საჭიროების ნივთების შერჩევისა და შეკვეთის მარტივ და კომფორტულ სერვისს 24 საათის განმავლობაში სთავაზობს.
Wolt Market-იდან შეკვეთის მიტანის საშუალო ხანგრძლივობა 20 წუთია.
როგორც Wolt-ში აცხადებენ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა Wolt Market-ში პროდუქციის ფართო ასორტიმენტის არსებობას, პროდუქტის მაღალ ხარისხსა და მუდმივ ხელმისაწვდომობას.
Wolt Market-ი ბაზარზე უკვე სამი წელია ოპერირებს და თბილისში 6 ფილიალით არის წარმოდგენილი, რაც იმას ნიშნავს, რომ Wolt Market-იდან შეკვეთა და შეკვეთის რეკორდულად სწრაფ დროში მიღება თბილისის ყველა უბანშია შესაძლებელი.
Wolt Market-ის მეშვიდე ფილიალი ბათუმში ფუნქციონირებს და მომხმარებელს, ტრადიციულად, ყოველდღიურად ახალი ხილ-ბოსტნეულის გარდა, არაერთი სახეობის მაღალი ხარისხის პროდუქციით ანებივრებს.
მომხმარებლისთვის მუდმივი სიახლეების შეთავაზება Wolt-ის გამორჩეული პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.
მიტანის სერვისის სფეროს ლიდერი კომპანია Wolt-ი საქართველოში 2018 წლიდან ოპერირებს. დღეს Wolt-ის აპლიკაციით კერძების და სხვადასხვა პროდუქტის შეკვეთა 3 ათასზე მეტ პარტნიორ ობიექტშია შესაძლებელი და მისი სერვისით ყოველდღიურად ათასობით მომხმარებელი სარგებლობს.
სხვა სიახლეები
დააზღვიე სახლი ონლაინ ალდაგში და მიიღე საჩუქარი
11.03.2026.11:07
სადაზღვევო კომპანია ალდაგში, მომხმარებლები, რომლებიც ქონების დაზღვევას, ონლაინ, onlineproperty.aldagi.ge - ზე შეიძენენ, საჩუქრად ბუნებრივი აირის სმარტ დეტექტორს მიიღებენ. პლატფორმა, მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს დააზღვიონ როგორც პირად მფლობელობაში არსებული ქონება, ასევე, ოჯახის წევრების ქონება, მსოფლიოს ნებისმიერი ადგილიდან.
ალდაგის ქონების დაზღვევის პროდუქტი გამორჩეულია იმით, რომ ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი არ გააჩნია და სახლის სრულად განადგურების შემთხვევაში, საბაზრო ღირებულების შესაბამის თანხას, სრულად მიიღებთ.
ალდაგის სახლის სრული დაზღვევა მოიცავს მეზობლის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევას და საიჯარო შემოსავლის დაზღვევას. გარდა ამისა, ის ფარავს სახლის არა მხოლოდ რემონტის, არამედ კარკასისა და შიგთავსის დაზიანების ხარჯებსაც, რაც მომხმარებელს ეხმარება მოულოდნელი ფინანსური რისკებისგან თავი სრულად დაიცვას.
“ყოველთვის ვცდილობთ მომხმარებლებს დაზღვევის სრულყოფილი და მოქნილი პროდუქტები შევთავაზოთ. ამჯერად, ქონების დაზღვევის შეძენა ონლაინ, გამარტივებულად არის შესაძლებელი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია გამორჩეული და ექსკლუზიური დაფარვებით. ამავდროულად, ალდაგის ქონების დაზღვევა მომხმარებელს არ ზღუდავს ლიმიტებით — არ არსებობს კვადრატული მეტრის მიხედვით განსაზღვრული დაფარვის ზღვარი და თან, ხელმისაწვდომი ფასია. შედეგად, ალდაგის დაზღვევით, მომხმარებელი იღებს სრულ ანაზღაურებას, რაც საშუალებას აძლევს დაზიანებული ქონება სრულად ჩაანაცვლოს ახლით,” - აცხადებენ ალდაგში;