მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7080.9
-0.0004
flag
AZN 1.5921
-0.0002
flag
CNY 38.012
0.0013
flag
EUR 3.156
-0.012
flag
GBP 3.6328
-0.0061
flag
KZT 50.32
-0.0004
flag
TRY 0.0645
0
flag
USD 2.7076
-0.0003

„მოზაიკა" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

news image

„მოზაიკა", კრეატიული საკომუნიკაციო სააგენტოა რომელიც 2008 წელს დაარსდა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

მოზაიკას მომსახურება მოიცავს, შემდეგ სერვისებს: კრეატიულ კამპანიებს, სტრატეგიულ და ვიზუალურ ბრენდინგს, ვიდეო ფროდაქშენს, კორპორატიულ პრომო საჩუქრებს, ღონისძიების მენეჯმენტსა და დიჯითალ მარკეტინგს.

აღსანიშნავია, რომ დღეს მოზაიკა სთავაზობს დამკვეთებს სრულ სარეკლამო მომსახურებას და ქმნის კრეატიულ პროექტებს, რომლებსაც რეალური შედეგი მოაქვთ ბრენდებისთვის.  კომპანიის სლოგანია „წარმოიდგინე წარმოუდგენელი".

კომპანიაში დასაქმებულია 60 კაციანი პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ემსახურება 100-ზე მეტ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს. 5000-ზე მეტი წარმატებული პროექტისა და საერთაშორისო ჯილდოების მიღების შემდეგ, მოზაიკა აგრძელებს უწყვეტ წინსვლას და შემოქმედებითი ინდუსტრიის სფეროში ქმნის ინოვაციურ, დასამახსოვრებელ და შედეგზე ორიენტირებულ კამპანიებს.

„მივესალმებით „მოზაიკის" მენეჯმენტს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. კომპანიამ 18 წლიანი ისტორიის მანძილზე შეძლო ბაზარზე ერთ-ერთ წამყვან საკომუნიკაციო სააგენტოდ დაემკვიდრებინა თავი. მოხარულნი ვართ, რომ ასეთი ისტორიისა და გამოცდილების მქონე კომპანია შემოუერთდა BAG-ის და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლო და პროდუქტიული იქნება" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ოთხფეხა მეგობრის სიყვარულით შექმნილი ბიზნესი - საქართველოს ბანკი „რინგოვეტის“ პარტნიორია

21.10.2025.15:08

ზოგჯერ ცხოვრების გზა მოულოდნელად იცვლის მიმართულებას, როცა საკუთარ თავს ვუსმენთ და შინაგან ხმას ვენდობით. ნესტან მამაცაშვილისა და „რინგოვეტის“ ამბავიც სწორედ ასეთია. ეს არის ისტორია, რომელიც გვაჩვენებს, თუ როგორ შეიძლება დიდი სიყვარულით დაწყებული იდეა სოციალურად ღირებულ ბიზნესად იქცეს.

ყველაფერი ნესტანის ცხოვრების მთავარი სიყვარულით, ოთხფეხა მეგობრით, სახელად რინგოთი დაიწყო. 14-წლიანი მეგობრობის შემდეგ, რინგოსთან დამშვიდობებამ ნესტანის ცხოვრება და ხედვა სრულიად შეცვალა. მან გაბედა, რინგოს სახელზე „რინგოვეტი“ შეექმნა - ვეტერინარული სერვისები ადგილზე გამოძახებით.

კორპორატიული სამსახურიდან სოციალურ მისიამდე

ნესტანის სურვილი, მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა, იმდენად დიდი იყო, რომ კორპორაციული სამსახური დატოვა.

„ზოგადად, როცა ცხოვრებაში რამე პრობლემას ვეჩეხები, შემიჩნდება ხოლმე ჭია, არ მასვენებს და სასწრაფოდ მინდება ამ პრობლემის გადაჭრა.“

სწორედ ეს ჟინი გახდა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა.

ცხოველებზე ზრუნვა და მათ შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო და რჩება ნესტანის მთავარ გამოწვევად.

„მუდმივად უნდა ეცადო, დაარწმუნო გარემო და ხალხი, რომ იმ პატარა მხარდაჭერასა და თანადგომას დიდი შედეგის მოტანა შეუძლია. ეს ყოველდღიურად ურთულესი რამაა”, - ამბობს ნესტანი.

იგი მუდმივად ეძებს თანამოაზრეებს, რომლებიც მზად არიან, საკუთარი წვლილი შეიტანონ ამ საქმეში. „რინგოვეტმა“ კი სულ რაღაც ერთწლიანი გამოცდილებით, დაამტკიცა, რომ ბიზნესიდეამ გაამართლა.

„რწმენას ჯადოსნური ძალა აქვს და იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე გვგონია.“

ნესტანისა და „რინგოვეტის“ ამბავი გვაჩვენებს, რომ რწმენას და სურვილს, რომ სცადო და ხორცი შეასხა საკუთარ იდეას, ყოველთვის აქვს აზრი. ხოლო ის, რამაც ნესტანის ყოველდღიურობა გარდაქმნა, დღეს უამრავი ცხოველის ცხოვრებას ცვლის უკეთესობისკენ.

"ჟინი მაინც გამოიყვანს" საქართველოს ბანკის ახალი გზავნილია ბიზნესებისთვის, რომლებიც არ ჩერდებიან. საქართველოს ბანკი უკვე არაერთი წელია, ფინანსური, საგანმანათლებლო, ტექნოლოგიური შესაძლებლობებითა, სექტორული კვლევებით, ღონისძიებებითა და სხვა ინიციატივებით, ბიზნესს აქტიურად უჭერს მხარს, ამასთანავე, საზოგადოებას წარმატებული მეწარმეების ისტორიებს აქტიურად აცნობს.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა