მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.1
-0.0003
flag
AZN 1.5913
-0.0003
flag
CNY 37.605
-0.0088
flag
EUR 3.0936
-0.0294
flag
GBP 3.5775
-0.0397
flag
KZT 50.09
0.0028
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7061
-0.0006

„ნოველა“ - მაღალი კლასის ახალი სასტუმრო რაჭის ტურისტულ რუკაზე

news image

რაჭას და კერძოდ ქალაქ ონს რამდენიმე დღეში მაღალი კლასის Nouvelle Hotel • სასტუმრო ნოველა შეემატება, რაშიც კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტმა“ 6 მლნ ლარამდე ინვესტიცია უკვე განახორციელა. როგორც სასტუმროს წარმომადგენელმა თეიმურაზ გრძელიშვილმა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გამართულ პრესტურის ფარგლებში გამართულ Business Insider Georgia-სთან განაცხადა, სასტუმრო არის სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარი და ის ოპერირების დაწყების შემდეგ 35 ადგილობრივს დაასაქმებს.

„ქალაქ ონში ახლად აშენებული ა​სასტუმრო „ნოველა“ სტუმრების მიღებას აგვისტოს პირველი ნახევრიდან შეძლებს. სასტუმროს მშენებლობა განაპირობა რეგიონში ტურისტების რაოდენობის ზრდამ, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ისეთ უმნიშვნელოვანეს პროექტთან, როგორიც არის საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა. საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებამ ონში და ზოგადად რაჭაში ტურისტული ნაკადები მნიშვნელოვნად გაზარდა. 2020 წლიდან 2025 წლამდე ტურისტების რაოდენობა 40%-ით გაზარდა. 


მსგავსი საერთაშორისო ტიპის სასტუმრო არც ონის მუნიციპალიტეტში და უშუალოდ ქალაქ ონში ამ დროისათვის არ არსებობს. „ნოველა“ დააკმაყოფილებს 4 ვარსკვლავიანი სასტუმროს სტანდარტებს. მისი მშენებლობისთვის განხორციელდა 6 მლნ ლარის ინვესტიცია. მსგავსი ტიპის ინვესტიცია და სასტუმროს მშენებლობა ონისთვის უმნიშვნელოვანესია. აქ შესაძლებელი იქნება ისეთი საერთაშორისო სერვისების მიღება, როგორც ეს ჩვენს სტუმრებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში შეეძლოთ მიეღოთ“, - განმარტავს „ნოველას“ წარმომადგენელი. 

სასტუმრო „ნოველა“ 16 სასტუმრო ნომერს აერთიანებს. სასტუმროს ექნება ასევე საკონფერენციო დარბაზები და საცურაო აუზი. 

„ჩვენი საკონფერენციო დარბაზები გათვლილია 60 ადამიანზე. გვექნება მცირე ზომის და ასევე შედარებით დიდი საკონფერენციო დარბაზი. საკონფერენციო ინფრასტრუქტურა გათვლილია როგორც ტურისტებისთვის, ისე რეგიონში MICE  ტურიზმის განვითარებაზე და ასევე კორპორატიული შეხვედრებისთვის“, - განმარტავენ სასტუმრო „ნოველაში“.

რაც შეეხება საცურაო აუზს ის დახურული ტიპის იქნება და მისი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. სასტუმროში აქტიურად იქნება ასევე განვითარებული სპა მიმართულება. მას შემდეგ რა „ნოველა“ გაფართოვდება და აუზს დაამატებს, კომპანია „რაჭა პროჯექტ მენეჯმენტი“ სასტუმროსთვის 4 ვარსკვლავის მინიჭებაზე გააკეთებს ოფიციალურ განაცხადს. 

რაც შეეხება გასტრონომიას, „ნოველა“ გააერთიანებს ლაუნჯს, რესტორანს და ბისტროს, სადაც ევროპულ და ქართულ კერძებთან ერთად წარმოდგენილი იქნება რაჭული გასტრონომია და ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძები. სასტუმროს რესტორნის მენიუში ასევე შეხვდებით დავიწყებულ, მაგრამ უკვე აღდგენილ სხვადასხვა რაჭულ კერძებს. 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენ ბიზნესებს

31.07.2025.19:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა