მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7053.6
-0.0049
flag
AZN 1.5927
-0.0005
flag
CNY 37.788
-0.007
flag
EUR 3.1783
-0.0042
flag
GBP 3.645
-0.0227
flag
KZT 49.68
-0.0019
flag
TRY 0.0668
-0.0001
flag
USD 2.7086
-0.0008

მოცვის საშუალო გასაყიდი ფასი წელს შედარებით მაღალი იყო - ამინდის გამო Golden Farms-მა პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო

news image

წელს კომპანია Golden Farms-მა, რომელიც ბაზარს უმაღლესი ხარისხის მოცვს აწვდის, პროგნოზირებულზე ნაკლები მოსავალი მიიღო. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის საოპერაციო დირექტორმა ლევან გაგუნაშვილმა განაცხადა, ამის მიზეზი მეტეოროლოგიური პირობები გახდა.

„სეზონი თითქმის დავასრულეთ. რაც შეეხება მოსავალს, კმაყოფილები არ ვართ, რადგანაც ამინდების გამო მოსავალი ძალიან ცოტა მოვიდა. ამის ფონზე მოსავლის აღება გვიანაც დავიწყეთ და საადრეო ჯიშები ყინვამ გაგვიფუჭა - ყვავილში იყო და დააზიანა. პლუს შემდგომ დაუსრულებელმა წვიმებმა მოსავალი მნიშვნელოვნად დააზიანა. წელს მოსავალი, რასაც ველოდებოდით თითქმის ნახევარი ავიღეთ. ველოდებით 200 ტონას და მეტს და ავიღეთ 120 ტონა“, - აცხადებს ლევან გაგუნაშვილი.

​მისივე თქმით,  კომპანიამ ადგილობრივ ბაზარზე მიღებული მოსავლის მხოლოდ მცირედი ნაწილი გაყიდა.

„ადგილობრივ ბაზარზე 10%-ი გავყიდეთ. ჩვენ თვითონ ექსპორტზე ძალიან ცოტა გავუშვით, ხოლო მოსავლის დარჩენილი ნაწილი ექსპორტიორ კომპანიას ჩავაბარეთ, რომელმაც პროდუქცია შემდეგ ექსპორტზე გაიტანა“, - აცხადებს Golden Farms-ის საოპერაციო დირექტორი.

ირკვევა, რომ წელს ლურჯი მოცვის საშუალო გასაყიდი ფასი გასულ წელზე მაღალი იყო. 

„შარშანდელთან შედარებით საშუალო გასაყიდი ფასი წელს ბევრად მაღალი დაჯდა. რუსეთში და ევროპაში მოცვზე მაღალი ფასი იყო და ადგილობრივი ტრეიდერები, ვისაც გაჰქონდათ მათ ეჭირათ მაღალი ფასი და აქედან გამომდინარე ჩემი გასაყიდი საშუალო ფასი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე შარშან“, - განმარტავს საოპერაციო კომპანია Golden Farms-ის წარმომადგენელი.

ამ დროისათვის Golden Farms-ის მოცვის პლანტაციები მთლიანობაში 50 ჰა-ზეა გაშენებული და ჯერჯერობით კომპანია მის გაფართოებას არ განიხილავს. მიზეზად კი მუშახელის დეფიციტს ასახელებს. ლევან გაგუნაშვილის თქმით, Golden Farms-ის შრომით ბაზარს საკმაოდ ნორმალურ ხელფასს სთავაზობს, თუმცა სეზონური სამუშაოებისთვის ახალგაზრდებს მაინც ქვეყნის გარეთ ურჩევნიათ წასვლა. 

„ხელფასი ჩვენთან ნორმალურია. უბრალოდ ახალგაზრდები ვინც ქვეყნის გარეთ სეზონური სამუშაოების გამო მიდიან, აქ მუშაობა ეთაკილებათ და ურჩევნიათ პოლონეთსა და თურქეთში ბევრად ცუდ პირობებში იმუშაონ. ხელფასი იქ შეიძლება ოდნავ მეტი აქვთ, თუმცა საგრძნობლად არა. თუმცა მაინც იქ მიდიან“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. 

Golden Farms-ი 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და მის საქმიანობას ლურჯი მოცვის მოყვანა, გადამუშავება და რეალიზაცია წარმოადგენს. კომპანია ფლობს  გლობალ გაპ-ის (Global G.A.P.)   და გლობალ გრასპ-ის (Global GRASP)  სერტიფიკატს. მის საკუთრებაშია  სოფელ პირველ ხორგაში  მოცვის პლანტაციები.

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image რა ვალდებულებები ემატებათ ძაღლსაშენებს

25.07.2025.23:00

კანონში გაჩნდა შეზღუდვა, რომ აღარ იქნება შესაძლებელი ძაღლების გამრავლება და გაყიდვა ისე, როგორც ეს დღეს ხდება, - აღნიშნულს „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს.


როგორც Business Insider Georgia-სთან პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა, საშენებისთვის ან იურიდიული პირებისთვის, რომელიც ამ ბიზნესით არის დაკავებული შემოდის ვალდებულება, რომ დარეგისტრირდეს მუნიციპალიტეტში და  ბუნებრივია, რომ ყველა ის ძაღლი, რომელსაც ის გაამრავლებს, ანუ საუბარია სანაშენე ძაღლზე, დაარეგისტრიროს და რასაც გაყიდის და გაამრავლებს ყველა შეიყვანოს ბაზაში.


„მათ შორის დაჩიპოს თუ კი ამის ასაკი ცხოველს მოუწევს. თუმცა პასუხისმგებლობა ამ შემთხვევაში რეგისტრირებულ საშენზე გადადის, ანუ ზუსტად ეცოდინება სახელმწიფოს ვინ არის უფლებამოსილი, რომ გაამრავლოს და ვინც არ გაამრავლებს საშენის ფარგლებში ძაღლს და კატას, მათზე არის ჯარიმა“, - განმარტავს მაია ბითაძე.


მისივე განმარტებით, ბიზნეს ემატება ვალდებულება, რომ მოახდინოს ამ ყველაფრის რეგისტრირება.


„დიახ და სახელმწიფომ გააკონტროლოს და მათ შორის პასუხისმგებელი იყოს ეს რეგისტრირებული საშენი სახელმწიფოს წინაშე. მოხდება ძაღლების აღრიცხვიანობა და ვინც უკანონოდ გაამრავლებს, ვინც საშენი არ იქნება, როდესაც გამოვლინდებიან ბუნებრივია მაღალი ჯარიმით დაჯარიმდებიან. 

ასევე, პატრონებსაც ანუ არა საშენს, როგორც იურიდიულ პირს, მაგალითად მე მყავს ძაღლი და მინდა, რომ მისი ლეკვი მყავდეს. ამ შემთხვევაში უნდა მივიდე მუნიციპალიტეტში, განვაცხადო ეს ყველაფერი და მუნიციპალიტეტმა გაატაროს რეგისტრაცია, როგორც ერთჯერადად გამამრავლებელის. ანუ ამის უფლება მექნება ერთჯერადად“, - ამბობს ბითაძე.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის უკან პარლამენტმა „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის აღსრულებაც 2026 წლიდან ეტაპობრივად განხორციელდება. უკვე გაწერილი სქემის მიხედვით, 2026 წლის პირველ თებერვლამდე გარემოს სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტს და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესს, ხოლო მთავრობამ პირველ მარტამდე უნდა დაამტკიცოს აღნიშნული აქტები.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა