მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც - TBC Capital
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა დასტაბილურდა, - ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ სექტორულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
თიბისი კაპიტალის ცნობით, ტრანზაქციების რაოდენობამ 8 თვეში 25,219 ერთეული შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 0.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
როგორც თიბისი კაპიტალის პუბლიკაციაშია აღნიშნული, მოთხოვნასთან ერთად დასტაბილურდა უძრავი ქონების გასაყიდი ფასიც.
თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები უახლოვდება ევროპის რიგ ქვეყნებში არსებულ დონეს.
„თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, ქირა განაგრძობს შემცირებას. ქირის შემცირებასთან ერთად მცირდება ამონაგები უძრავ ქონებაზე.
თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე პოტენციური მიწოდება აგრძელებს ზრდას და კონკურენცია კიდევ უფრო მძაფრდება. 2025 წლის 8 თვეში გაცემული პროექტების დაახლოებით 60% უკვე მშენებლობის ფაზაშია.
2024 წლის მეორე კვარტლიდან, საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარი „მცირედი გადაჭარბების“ ზონაშია, თუმცა ინდექსი დაღმავალია და სტაბილური ბაზრის ფაზაში შედის“, - აღნიშნულია „სექტორულ მიმოხილვაში“.
სხვა სიახლეები
07.10.2025.12:14
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამიტომ, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც პროფესიის ცვლილება სურთ, ახალ პროექტს ახორციელებს.
ინიციატივის ფარგლებში, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში სწავლის გაგრძელების მსურველებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სწავლის 100%-იანი დაფინანსება.
პარტნიორ პროფესიულ სასწავლებლებს შორის ერთ-ერთი ციფრული ინდუსტრიის აკადემიაა.
სტიპენდიის მისაღებად, თითოეულ პროფესიულ სასწავლებელს სხვადასხვა კრიტერიუმი აქვს შემუშავებული.
Academy of Digital Industries-ში სტიპენდია ვრცელდება ისეთ კურსებზე, როგორებიცაა:
• მარკეტინგი: სოც. მედია და ციფრული მარკეტინგი;
• გრაფიკული დიზაინი;
• ინტერიერის დიზაინი;
• UI და UX დიზაინი;
• ტექნოლოგიები: კიბერუსაფრთხოება, AI, Java, Python, React, Angular;
• ბიზნესი (HR).
აკადემიაში სწავლით დაინტერესებულმა პირებმა 15 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი ვებგვერდზე და გაიარონ გასაუბრება.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის ინიციატივაში 7 პარტნიორი პროფესიული აკადემია ჩაერთო, მათ შორის არიან: აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია; Tbilisi School of Communication; Academy of Digital Industry; Smart Academy; IT Academy STEP; Headvice; BDO Academy.
საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, აპლიკაციების მიღება 15 ოქტომბრამდე მიმდინარეობს. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: stipendia.bog.ge
ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.
საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge