მოთხოვნა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ადგილები თითქმის სრულად დაჯავშნილია - როგორ ხვდება Radisson RED ახალ წელს
ახალი წლის შესახვედრად, თბილისის ისტორიულ უბანში მდებარე სასტუმრო Radisson RED-ში მოთხოვნა გაზრდილია. როგორც Business Insider Georgia-ს სასტუმროს გაყიდვების დირექტორმა ეკა მიქაშავიძემ განუცხადა, ადგილები თითქმის სრულად დაჯავშნილია.
„31 დეკემბრის, ახალი წლის საღამოს, Radisson RED-ში სტუმრებს დახვდებათ საზეიმო ატმოსფერო, ელეგანტური სადღესასწაულო ვახშამი, მულენ რუჟის შთამბეჭდავი გარემო, მოცეკვავეთა პერფორმანსები და დაუვიწყარი გართობა.
საღამოს პროგრამა დაიწყება 22:00 საათზე.
წელს მოთხოვნა გასულ წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, ადგილები თითქმის სრულად დაჯავშნილია.
სტუმრებს შორის განსაკუთრებული დაინტერესება შეინიშნება თურქეთიდან, სომხეთიდან და რუსეთიდან, რაც კიდევ უფრო ხაზს უსვამს ღონისძიების გამორჩეულობასა და პოპულარობას“, - აღნიშნა ეკა მიქაშავიძემ.
სხვა სიახლეები
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
10.03.2026.11:00
საქართველოში დაფუძნდა Kinkladze Foundation, რომლის მიზანია ახალგაზრდების გაძლიერება, ბავშვებისა და მოზარდების ფეხბურთში ჩართულობის გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია. ინიციატივა ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის, გიორგი ქინქლაძისა და სპორტში მოღვაწე ბიზნესმენის, ლაშა მაჭავარიანის პარტნიორობით განხორციელდა.
ფონდის საქმიანობის მთავარი ფოკუსი ბავშვები და მოზარდები არიან. ინიციატივის მიზანია ფეხბურთი იქცეს არა მხოლოდ სპორტად არამედ პლატფორმად, სადაც ყველა ბავშვს სოციალური ფონის მიუხედავად, განვითარების, თვითგამოხატვისა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების თანაბარი შანსი ექნება.
ფონდი აქტიურად დაუჭერს მხარს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას, რათა სპორტი საქართველოში მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს.
ფონდის დამფუძნებლის, გიორგი ქინქლაძის განცხადებით, ბავშვებისთვის ფეხბურთის სიყვარულის გაზიარება მისთვის განსაკუთრებული მისიაა:
„ჩემთვის ფეხბურთი ყოველთვის იყო თავისუფლება და სიხარული. ფონდის შექმნით მინდა, ეს გრძნობა დღევანდელ ბავშვებსაც გადავცე. ჩვენი მიზანია, ახალგაზრდები მოვაშოროთ ქუჩას, დავაინტერესოთ ჯანსაღი ცხოვრებით და დავანახოთ, რომ მონდომებითა და შრომით ნებისმიერი ოცნება მიღწევადია. ფეხბურთი საუკეთესო მასწავლებელია,“ — ამბობს გიორგი ქინქლაძე.
Kinkladze Foundation -ს უხელმძღვანელებს ფონდის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, სპორტში მოღვაწე, ქართველი ბიზნესმენი ლაშა მაჭავარიანი, რომელიც ასევე გიორგი ქინქლაძის პარტნიორია.
მისი თქმით, ფონდის მთავარი ამოცანაა ახალგაზრდებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნა და მათთვის მხარდაჭერის გაძლიერება.
„ჩვენი მისიაა ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში. გვინდა დავეხმაროთ ნიჭიერ ბავშვებს გზის გაკვალვაში და ამავდროულად, ხელი შევუწყოთ იმას, რომ რაც შეიძლება მეტმა ახალგაზრდამ აღმოაჩინოს სპორტი, როგორც ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი. ყოველი ბავშვი, რომელიც სპორტში ერთვება, ჩვენი საზოგადოების უკეთესი მომავლის ნაწილია,“ — აცხადებს ლაშა მაჭავარიანი.
კომპანია SMH Global - ი, რომლის დამფუძნებელი ლაშა მაჭავარიანია, უკვე ათ წელზე მეტია აქტიურად უჭერს მხარს ქართული ფეხბურთის განვითარებას. გიორგი ქინქლაძესთან პარტნიორობით შექმნილი საქველმოქმედო ფონდი კომპანიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყანაში სპორტის, განსაკუთრებით კი ფეხბურთის, განვითარებაში ჩართულობის მიმართულებით.