მოთხოვნა ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან საგრძნობლად გაზრდილია - Park Hotel Tskaltubo - Balneological Resort
Park Hotel Tskaltubo - Balneological Resort აუზისა და გასართობი სივრცის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ Business Insider Georgia-ს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერმა, ირმა ჯიქიამ განუცხადა.
„ვგეგმავთ სივრცის გაფართოებას. სავარაუდოდ, სამუშაოები შემოდგომაზე დაიწყება და მომდევნო სეზონისთვის გვექნება, როგორც ღია, ასევე დახურული აუზები, რომლებიც განკუთვნილი იქნება როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის. გარდა ამისა, იგეგმება დამატებითი სერვისებისა და გასართობი სივრცეების, მათ შორის სათამაშო ზონების დამატება “, - ამბობს ირმა ჯიქია.
წლევანდელ სეზონზე, მოთხოვნა ადგილობრივი ვიზიტორების მხრიდან გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოელების მხრიდან.
„წლევანდელ წელს გააქტიურდა ადგილობრივი სეგმენტი. განსაკუთრებით გაიზარდა ქართველ ვიზიტორთა რაოდენობა. წარსულთან შედარებით, ასეთი მზარდი აქტივობა უცხოელ ტურისტებთან შედარებით იშვიათად მახსენდება “, - აცხადებს სასტუმროს გაყიდვების მენეჯერი.
ცნობისთვის, კომპლექსი სასტუმროს გარდა აერთიანებს სპა-ცენტრსა და ორ სარესტორნო ქსელს. ესენია : რესტორანი „მაგნოლია“ და „იმერული ესკიზები“.
სხვა სიახლეები
14.04.2026.09:43
5 რჩევა მათთვის, ვისაც Fulbright-ის პროგრამაში საქართველოს ბანკის სტიპენდიის მოპოვება სურს
14.04.2026.09:01
საქართველოს ბანკი ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში შესაძლებლობას აძლევს მათ, მიიღონ საქართველოს ბანკის სტიპენდია და ისწავლონ აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში 100%-იანი დაფინანსებით.
Fulbright-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო და 1 ივლისამდე გაგრძელდება. აპლიკაციის შესავსებად ეწვიეთ ბმულს.
შეამოწმეთ პროგრამაში მონაწილეობის მოთხოვნები:
ფულბრაიტი ღია კონკურსია და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც ბაკალავრიატი დასრულებული აქვს (ან ამთავრებს) და სურს აშშ-ში მაგისტრატურაზე სწავლის გაგრძელება.
დროულად დაიწყეთ აპლიკაციის შევსება:
აპლიკაცია მოიცავს დოკუმენტებს, ესეებსა და რეკომენდაციებს. მისი შევსება დროსა და ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ რეკომენდებულია აპლიკაციის შევსების დროულად დაწყება.
ესეებში წარმოაჩინეთ თქვენი უნიკალური ხედვა, გამოცდილება და მიზნები:
მნიშვნელოვანია, ესეში ნათლად და კონკრეტულად ახსნათ რისი სწავლა გსურთ, რატომ და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას მომავალში.
შეარჩიეთ ის უნივერსიტეტი, რომელიც ერგება თქვენს პროფილს:
აირჩიეთ პროგრამა, რომელიც სრულად ერგება თქვენს მიზნებს და დაასაბუთეთ, რატომ არის ეს არჩევანი სწორი თქვენთვის.
მოერიდეთ მექანიკურ შეცდომებს:
გადაამოწმეთ მექანიკური შეცდომები, ტექსტი პლაგიატზე და დარწმუნდით, რომ აპლიკაცია სრულად არის შევსებული.
როგორია შემდეგი ეტაპი?
შემდეგ ეტაპზე შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს და ჩააბარებენ ტესტებს (TOEFL, GRE/GMAT). წინასწარი მომზადება აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს.
სრული გზამკვლევის სანახავად, ეწვიეთ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, Fulbright-ი აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებული გლობალური სტუდენტური პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, აშშ-ში მათთვის სასურველ მიმართულებასა და უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე სრული დაფინანსებით ისწავლონ.
2014 წლიდან საქართველოს ბანკი Fulbright-ის პროგრამის მხარდამჭერია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფინანსური ინსტიტუტი ყოველწლიურად საკუთარ გამარჯვებულს ავლენს და მათ აშშ-ში როგორც სწავლის, ასევე ცხოვრების ხარჯებს სრულად უფინანსებს.
უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 16 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.
2027-2028 წლის Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამაზე აპლიკაციების შევსება 2025 წლის 1 ივლისამდე არის შესაძლებელი. ამისათვის, ეწვიეთ საერთაშორისო განათლების ინსტიტუტის (IIE) პორტალს.