მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

მოსწავლეების აპლიკაცია sCoolApp-ში საჩუქრების დიდი კამპანია დაიწყო

news image

მოსწავლეების საყვარელ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში ზაფხულის საჩუქრების კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეები, რომლებიც აპლიკაციაში 3 მეგობარს მოიწვევენ, 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებენ, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. საჩუქარს კი VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებენ.

საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის საჭიროა, მონაწილე იყოს სკოლის მოსწავლე ან მისი ასაკი არ აღემატებოდეს 18 წლამდე ასაკს.

ინფორმაციისთვის, ვაუჩერი ერთჯერადია, მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მათ ასევე სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ. იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება არის შესაძლებელი. ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე.
კამპანია 1 აგვისტოს დაიწყო და 31 აგვისტოს ჩათვლით ან ვაუჩერების ამოწურვამდე გაგრძელდება.

sCoolApp-s ყოველდღიურად უკვე 100,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს მოსწავლის ბარათი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ და ციფრულ ბარათს სულ რამდენიმე წამში გაუაქტიურებთ. ხოლო, ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე, მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ. 

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ერთად დავიცვათ ბუნების საკუთრება - საქართველოს ბანკის და CFN-ის კამპანიაში თსუ-ც მონაწილეობს

06.08.2025.11:25

ბუნების დასაცავად, საქართველოს ბანკი, კავკასიის ბუნების ფონდთან (CFN) თანამშრომლობით, ახალ კამპანიას ახორციელებს. ინიციატივის მიზანი ისეთი დიდი ბრენდებისა და ორგანიზაციების გაერთიანებაა, რომლებიც საკუთარ ლოგოში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ. კამპანიის ფარგლებში საქართველოს ბანკი პარტნიორებს მოუწოდებს, საკუთარი წვლილი შეიტანონ ბუნების დაცვის პროცესში. 

კამპანია კრეატიულ სააგენტო Leavingstone-თან თანამშრომლობით ხორციელდება.

საქართველოს ბანკისა და CFN-ის კამპანიაში ამ ეტაპზე 9 ბრენდი მონაწილეობს, მათ შორის ერთ-ერთია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც ლოგოში ირმის სიმბოლოს გამოყენებისთვის CNF ფონდში დონაციას გაიღებს.

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული საგანმანათლებლო სივრცისთვის, რომლის ფუნქცია ცოდნის გადაცემა და პასუხისმგებლობიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაა, მნიშვნელოვანია მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამიტომ, როცა საქმე ეკოსისტემების დაცვას და ცნობიერების ამაღლებას ეხება, თსუ ყოველთვის მზად არის ჩაერთოს მსგავს ინიციატივებში. უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს, ხელი შეუწყოს ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების დარგის პოპულარიზაციას და თემაზე ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას. შესაბამისად, საქართველოს ბანკისა და CNF-ის კამპანია სრულ თანხვედრაშია თსუ-ს ღირებულებებთან და სწორედ ამიტომ, ამ პროექტში ჩართულობა უნივერსიტეტისთვის ბუნებრივი და ლოგიკური ნაბიჯია”, - აღნიშნავს ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

თსუ-ს გერბზე/ლოგოზე გამოსახულია ირემი, რომელიც თავის ნუკრს ძუძუს აწოვებს – ეს არა მხოლოდ ძველი ქართული ხელოვნებით შთაგონებული სიმბოლოა, არამედ ძლიერი გზავნილიცაა, რომ თსუ სწორედ ის სივრცეა, სადაც ხდება ცოდნის და სიბრძნის გადაცემა თაობებს შორის.  

“ბუნების დაცვა საერთო პასუხისმგებლობაა. შესაბამისად, ამ კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ სიმბოლურ ქმედებას არ გულისხმობს, ეს არის პოზიციის დაფიქსირება იმაზე, რომ ბუნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებაა. როდესაც სხვადასხვა სექტორის ორგანიზაციები ერთიანდებიან გარემოს დასაცავად, იქმნება არა მხოლოდ ეფექტური შედეგი, არამედ ძლიერ საზოგადოებრივი გზავნილი: ზრუნვა მნიშვნელოვანია და შესაძლებელია თუ ამას ერთად გავაკეთებთ. გმადლობთ თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ კამპანიის შემდგომ ეტაპებს”, - ლაშა საღინაძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა