მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7069.8
-0.0029
flag
AZN 1.5957
-0.0001
flag
CNY 37.786
-0.0044
flag
EUR 3.1511
-0.0192
flag
GBP 3.635
-0.0167
flag
KZT 51.44
-0.0016
flag
TRY 0.0674
-0.0001
flag
USD 2.7127
-0.0011

მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება, რაც გასულ წელს - ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია

news image

მოცვის რთველი რამდენიმე კვირიანი დაგვიანებით დაიწყო, რაც წელს ცივი ზამთრიდან გამომდინარეობს. როგორც Business Insider Georgia-სთან ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა შოთა ცუკოშვილმა განაცხადა, მოცვის მასიური გამოკრეფის სეზონი რამდენიმე დღეა რაც დაიწყო.

„ეს გამოიწვია იმან, რომ არამხოლოდ საქართველოში არამედ ჩვენს სამეზობლოშიც ციკლონი იყო შემოჭრილი და გვიან თებერვალში კი დიდთოვლობა გვქონდა. როდესაც მოცვი ყვავილში უნდა ყოფილიყო დაემთხვა ცივი ამინდები. შემდგომ გვქონდა საგაზაფხულო ყინვები, რამაც გამოიწვია უკვე პირველი ყვავილის გაფუჭება და შესაბამისად სიცივეებიდან გამომდინარე მოსავლის დაგვიანება. ფაქტობრივად 3 დღეა რაც მოცვის მასობრივი გამოკრეფა დაიწყო“, - აღნიშნა შოთა ცუკოშვილმა.

მიუხედავად სუსხისგან დაზიანებული მოცვის ბაღებისა ასოციაციაში ლურჯი მოცვის მოსავალს გასული წლის დონეზე პროგნოზირებენ.

„იქიდან გამომდინარე, რომ ამინდმა გურიასა და აჭარაში მოცვის პლანტაციები ძალიან დააზიანა, აქედან გამომდინარე მოსავლიანობა შემცირებულია, მაგრამ არის ძალიან ბევრი ახალგაზრდა ბაღები იმერეთსა და სამეგრელოში და მათ ხარჯზე მოხდება დაბალანსება და დიდი ალბათობით მოსავალი დაახლოებით იგივე იქნება რაც გასულ წელს - დაახლოებით 5000 ტონა“, - განაცხადა ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორმა.

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაცია დღეისათვის 23 კომპანიას აერთიანებს, რომლებიც მოცვის ბარების მოცულობას წლის განმავლობაში საშუალოდ 15%-ით ზრდიან.

„ასოციაციაში ძირითადად ექსპორტით ვართ დაკავებულები, თუმცა ადგილობრივი რეალიზაციაც გვაქვს. ევროპის მაგალითზე გეტყვით, რომ შარშანდელთან შედარებით ფასები დაახლოებით 30%-ით მაღალია.

„ჩვენ ვაერთიანებთ 23 კომპანიას და იქიდან გამომდინარე, რომ ყველას არ აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი სერტიფიკატები, ჯერჯერობით რუსეთი რჩება მთავარ ბაზრად, თუმცა ვმუშაობთ საექსპორტო არეალის გაფართოებაზე და დივერსიფიკაციაზე. წელს უკვე ევროკავშირის და ბრიტანეთის გარდა ბევრ სხვა საინტერესო ქვეყანას ვამატებთ, როგორც აზიაში ისე სპარსეთის ყურეში“, - აცხადებს ასოციაციის დირექტორი.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image AI და სხვა პრაქტიკული ტრენინგები - გაიარე „ფლომასტერის“ კურსები ფასდაკლებით

17.07.2025.12:00

ფლომასტერში დაიწყო რეგისტრაცია ახალი სეზონის ტრენინგებზე. სიახლეა ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი - AICP, რომელიც პრაქტიკულად გაჩვენებს, როგორ გამოიყენო AI ყოველდღიურ საქმიანობაში დროის უკეთ მართვიდან დაწყებული, კვლევით ანალიტიკამდე.

ასევე დაბრუნდა ყველაზე მოთხოვნადი ტრენინგები: მენეჯმენტი (MCP), პროექტების მართვა (PMCP) და ეფექტური კომუნიკაცია (ICCP).

დარეგისტრირდი ივლისის ბოლომდე და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ფლომასტერის ყველა ტრენინგზე (შეთავაზება მხოლოდ სტანდარტულ პაკეტზე მოქმედებს)

ყველა კურსი პრაქტიკაზე ორიენტირებულია და ცოდნას გამოცდილი ტრენებისგან მიიღებ.

AICP - ხელოვნური ინტელექტის ეფექტურად გამოყენებისთვის

ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დღეს ყველა საუბრობს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყენოს ის რეალური სარგებლის მისაღებად - დროის დაზოგვიდან უკეთესი გადაწყვეტილებების მიღებამდე.

ხელოვნური ინტელექტის ტრენინგი (AICP) არ არის ტექნიკური ლექცია პროგრამისტებისთვის. ეს არის პრაქტიკული ტრენინგები ყველასთვის, ვისაც სურს, AI თავის ყოველდღიურ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში დანერგოს.

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • საქმის მარტივად ორგანიზებას: ისწავლი, როგორ მართო დრო, დაავტომატიზირო რუტინული საქმეები, დაგეგმო პროექტები, დაწერო პროფესიონალური იმეილები და მოამზადო პრეზენტაციები ბევრად სწრაფად.
  • ინფორმაციის სწრაფად ანალიზს: შეძლებ ნებისმიერი თემის სიღრმისეულად კვლევას, ტექსტური თუ აუდიო კონტენტის გაანალიზებას და მონაცემებზე დაფუძნებული რჩევების მიღებას.
  • პირად განვითარებას: გამოიყენებ AI-ს როგორც პირად მენტორს ან ქოუჩს, მოემზადები სამსახურის ინტერვიუსთვის და მიიღებ რჩევებს ჯანმრთელობის, პროდუქტის შერჩევის თუ სხვა პირადი მიზნებისთვის.

 

6 ნოემბერი - 4 დეკემბერი | სამშაბათი და ხუთშაბათი, 19:00 - 21:00

MCP - შეისწავლე თანამედროვე მენეჯმენტის პრინციპები

მენეჯმენტის ტრენინგი (MCP) განკუთვნილია მათთვის, ვინც:

  • ხელმძღვანელობს ან გეგმავს გუნდის მართვას;
  • სჭირდება სტრუქტურა მიზნების დასახვისა და შესრულებისთვის;
  • ეძებს პრაქტიკულ მიდგომებს დელეგირებაში, მოტივაციასა და უკუკავშირში.

 

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • გუნდის შექმნას: ისწავლი კადრების სწორად შერჩევას და მათ ადაპტაციას გუნდთან.
  • გუნდის ლიდერობას: დაეუფლები მოტივაციის ტექნიკებს და დაეხმარები თანამშრომლებს განვითარებაში.
  • ეფექტურ კომუნიკაციას: შეძლებ სასარგებლო უკუკავშირის მიცემას.
  • სამუშაოს ორგანიზებას: ისწავლი ამოცანების დელეგირებას, რაც გააძლიერებს გუნდს და დაგიზოგავს დროს.

 

20 სექტემბერი - 29 ნოემბერი | შაბათი, 10:00 - 13:00

PMCP - დაგეგმე და მართე პროექტები თავდაჯერებულად

პროექტის მართვის ტრენინგი (PMCP) გასწავლის:

  • როგორ დაგეგმო, მართო და დახურო პროექტები სწორად;
  • როგორ იმუშაო ბიუჯეტზე, ვადებზე და გუნდთან;
  • როგორ გამოიყენო Agile ან ტრადიციული მიდგომა რეალურ სამუშაოზე.

კურსის გავლის შემდეგ შენ შეძლებ:

  • პროექტის დაგეგმვას: ნებისმიერი იდეა აქციო კონკრეტულ სამოქმედო გეგმად (Scope, ვადები, ბიუჯეტი).
  • რესურსების მართვას: ეფექტურად გააკონტროლო პროექტის ბიუჯეტი, ხარისხი და მოსალოდნელი რისკები.
  • მეთოდოლოგიის შერჩევას: გაარკვიო, როდის გამოიყენო Agile და როდის ტრადიციული მიდგომა, შენი პროექტის საჭიროებიდან გამომდინარე.
  • კომუნიკაციის მართვას: წარმართო ეფექტური კომუნიკაცია როგორც გუნდის წევრებთან, ისე დაინტერესებულ მხარეებთან.
  • პროცესის კონტროლს: თვალი ადევნო პროექტის მიმდინარეობას და მიიყვანო ის წარმატებულ დასასრულამდე.

 

18 ოქტომბერი - 6 დეკემბერი | შაბათი, 11:00 - 14:00

ICCP - ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგი

ეფექტური კომუნიკაციის კურსი დაგეხმარება თუ:

  • მართავ შეხვედრებს ან გუნდის კომუნიკაციას;
  • გჭირდება გავლენის მოხდენა, შეთანხმების მიღწევა და ემოციების მართვა;
  • გსურს, უფრო ნათლად და დამაჯერებლად გამოხატო აზრი.

კურსის შემდეგ შენ შეძლებ:

  • გახდე ავტორიტეტი: ისწავლი ნდობის მოპოვებას და ემოციების მართვას, რის შედეგადაც შენი აზრი გავლენიანი გახდება.
  • „გაყიდო“ შენი იდეები: დაეუფლები სხვების დარწმუნების ხელოვნებას და შეძლებ, შენი სათქმელი ყველასთვის გასაგები და საინტერესო გახადო.
  • მიაღწიო შეთანხმებას: ნებისმიერ მოლაპარაკებას წარმართავ თავდაჯერებულად და იპოვი გამოსავალს, რომელიც ყველასთვის მომგებიანია.

 

26 ნოემბერი - 11 თებერვალი | ოთხშაბათი, 19:00 - 22:00

რას მოიცავს თითოეული ტრენინგი?

  • ვიდეოლექციები და პრაქტიკული დავალებები (ფლომასტერის LMS სისტემაში);
  • ონლაინ სამუშაო სივრცე მონაწილეებისთვის;
  • პრაქტიკული შეხვერები ტრენერებთან და ჯგუფის წევრებთან;
  • სერტიფიკატი ფლომასტერისგან.

 მეტი ინფორმაციისთვის იხილე ფლომასტერის ვებგვერდი: flowmaster.ge

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა