მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

მორაგბე დავით ნინიაშვილი „მეტროპოლის“ ბრენდამბასადორი და ქავთარაძის კომპლექსის მომავალი მცხოვრები გახდა

news image

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ახალგაზრდა მოთამაშე, დავით ნინიაშვილი, „მეტროპოლის“ ბრენდამბასადორი გახდა. თანამშრომლობა ოფიციალური მემორანდუმით გაფორმდა, რომელიც საერთო ღირებულებების გარშემო გაერთიანებასა და საინტერესო თანამშრომლობას ისახავს მიზნად. სპორტსმენი „მეტროპოლთან“ ერთად არაერთ საინტერესო კამპანიაში ჩართვასა და დეველოპერული კომპანიის მცხოვრებლებთან დაახლოებას გეგმავს.

დავითისთვის ეს პარტნიორობა მხოლოდ ბრენდის ამბასადორობით არ შემოიფარგლება. ის გახდა „მეტროპოლ ქავთარაძის“ მომავალი მობინადრე — სივრცის, რომელიც მის ოჯახურ გარემოს, ჯანსაღი ცხოვრების წესსა და ყოველდღიურ კომფორტს ეფუძნება.

„ბავშვობიდან ყველას ოცნება აქვს, რომ საკუთარი სახლი ჰქონდეს და მეც მინდოდა, ჩემი შრომით შემეძინა ბინა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ასე მოხდა და ჩემი ჩანაფიქრი რეალობად მეტროპოლის პროექტში იქცა“, — ამბობს დავით ნინიაშვილი.

მისი ყურადღება „მეტროპოლ ქავთარაძის“ პროექტმა პირველივე ეტაპზე მიიპყრო: „ძალიან მომეწონა პროექტის ადგილმდებარეობა, ბინის გეგმარება, მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა — დიდ ბინაზე ყოველთვის ვფიქრობდი, რადგან ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ, როცა ოჯახის წევრები, მეგობრები ან ახლობლები მესტუმრებიან, ყველამ კომფორტულად იგრძნოს თავი“.

როგორც სპორტსმენი და დიდი ოჯახის წევრი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ფუნქციურ ზონებს. სპორტული სივრცეები, ველობილიკები, ეზო, რომელშიც ბავშვებს უსაფრთხოდ შეეძლებათ ყოფნა — ეს ის უპირატესობებია, რომელთა გათვალისწინებითაც მან საბოლოო არჩევანი „მეტროპოლ ქავთარაძეზე“გააკეთა.

„ძალიან მიხარია, რომ შემეძლება, მეტროპოლის პატარა მობინადრეებთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა — გავუზიარო გამოცდილება, გზა, რომელიც გავიარე და მივცე მოტივაცია. ადამიანს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც გულით უნდა — ამის დიდი მომხრე ვარ“, — აღნიშნავს დავით ნინიაშვილი.

„მეტროპოლისთვის“ დავით ნინიაშვილი ბუნებრივი არჩევანია — ბრენდის ღირებულებები: მრავალფეროვნება, პროგრესულობა, პროფესიონალიზმი, შთაგონება და ადამიანებზე ორიენტირებული დამოკიდებულება, სრულად ემთხვევა სპორტსმენის პიროვნულ თვისებებს. 

პარტნიორობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანიც სწორედ ეს არის — მჭიდრო კავშირი „მეტროპოლის“ მცხოვრებლებთან, ახალი თაობის მხარდაჭერა და ჯანსაღი, შთამაგონებელი გარემოს შექმნა.

გიორგი მხეიძე, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორი: „დავითი ჩვენი ბრენდისთვის ჩვენს ღირებულებებთან და ხედვასთან თანხვედრის სიმბოლოა. ის არის  კარგი მაგალითი  იმისა, როგორ შეიძლება  ჩაიფიქრო და შეასრულო. 

პროფესიონალიზმი და გამოწვევების სიყვარული, შთაგონება და სურვილის მიღწევაზე ორიენტაცია „მეტროპოლის“ იდენტურობის ნაწილია.  სწორედ ამ ღირებულებების მატარებელია დავით ნინიაშვილი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ ყოველდღიური ქმედებებითაც ადასტურებს ამას.

დავითი არის ადამიანი, რომელმაც ჩაიფიქრა, იმოქმედა და საკუთარ ჩანაფიქრები რეალობად აქცია — სწორედ ამიტომ გახდა ის ჩვენი ბრენდის ბუნებრივი არჩევანი.

მეტროპოლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამბასადორი მხოლოდ სტატუსი არ იყოს, არამედ იყოს მოქმედების ფორმა — სწორედ ისეთი, როგორიც დავითს აქვს: გულწრფელი, შთამაგონებელი, ჯანსაღი და სავსე სწორი ღირებულებებით.

გვჯერა, რომ დავით ნინიაშვილთან ჩვენი თანამშრომლობა ადამიანებისთვის და ჩვენი მომხმარებლებისთვის იქნება მოტივაცია იმისა, თუ როგორ,  რა თვისებების გამოყნებით უნდა მისდიო შენს ჩანაფიქრებს, გქონდეს ცხოვრება, როგორიც ჩაიფიქრე, ან  თუნდაც სახლი, რომელიც ჩაიფიქრე.

მიხარია, რომ ქავთარაძის პროექტის მცხოვრებლები, დავითთან ერთად, შეიძენენ ცხოვრების უნიკალურ გამოცდილება და ერთად შექმნიან საუკეთესო მომენტებს ახლა არა მხოლოდ  მოედანზე, არამედ ყოველდღიურ ცხოვრებაში“. 



დავით ნინიაშვილისთვის ბრენდის ამბასადორობა სტატუსზე მეტად მოქმედებაა — ურთიერთობის ფორმა, რომელიც ემყარება გულწრფელობასა და საერთო ხედვას.

დავით ნინიაშვილიმორაგბე: ჩემთვის მთავარი ურთიერთობებია და ძალიან მიხარია, რომ პარტნიორ კომპანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანია, როცა ღირებულებებში თანხვედრაა — მაშინ ხარ ბედნიერი და გიყვარს ის, რასაც თანამოაზრეებთან ერთად აკეთებ. ძალიან მიყვარს გამოწვევები და განვითარება და მგონია, რომ ეს ყველაფერი სრულ ჰარმონიაშია ჩემსა და მეტროპოლს შორის. სწორედ ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ფუნდამენტი.

დავით ნინიაშვილი და „მეტროპოლი“ დღეს უკვე საერთო ღირებულებებით აგრძელებენ გზას — მათი ერთობლივი მიზანია, რეალურად გააუმჯობესონ ცხოვრების ხარისხი და შექმნან გარემო, სადაც ადამიანები ჭეშმარიტად ახერხებენ მიზნის მიღწევასა და სურვილების შესრულებას.

__________

მეტროპოლ ქავთარაძე“ დეველოპერული კომპანია მეტროპოლის“ პროექტია, რომელიც ქალაქის ცენტრში, ქავთარაძის ქუჩაზე შენდება. პროექტი ორ 25-სართულიან შენობას - განსხვავებული დაგეგმარებისა და ფართობის ბინებს გააერთიანებს. კომპლექსში მრავალფეროვანი ცხოვრებისთვის ყველაფერია გათვალისწინებული: 1 ჰექტარი სარეკრეაციო ზონა, ფეხბურთის მოედანი და გასართობი ადგილი, საფეხმავლო ბილიკი, ღია და დახურული სივრცეები, მოსასვენებელი პავილიონი, საბავშვო ბაღი, ლობი და კონსიერჟი.

„მეტროპოლის“ ერთ-ერთი გამორჩეული პროექტის მშენებლობა გეგმის შესაბამისად და უმაღლესი ხარისხის სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლ ქავთარაძის“ სამშენებლო სამუშაოებს „ანაგი“ ასრულებს. კომპანია, რომელსაც სამოქალაქო-სამრეწველო მშენებლობის სფეროში 35-წლიანი გამოცდილება აქვს, დარგის სრულ სპექტრს მოიცავს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სუხიშვილების თაკარა - ინოვაციისა და ტრადიციის სინთეზი

30.07.2025.18:01

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სუხიშვილების “თაკარა” ახალი ცეკვებით, ენერგიითა და განსხვავებული კომპოზიციებით ისევ აინთო. ექსპერიმენტული ღია სივრცე, ექსპერიმენტული ღია სცენა, საქართველოს ბანკისა და SOLO-ს მხარდაჭერით, მნახველს დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით უკვე მეხუთე წელია ავსებს.

მრავალი წელია, ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები” წერს  ახალ ისტორიას და უკვე საიუბილეო 80 წლისთავსაც აღნიშნავს. ასეთ საქვეყნო საქმეში დიდი მნიშვნელობა აქვს ხელშეწყობას – არაერთი წელია, „სუხიშვილებს“ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ბანკი და  მემკვიდრეობაც გრძელდება. სწორედ ამ მე მკვიდერობის ნაწილია “თაკარა”, რომელიც  მხოლოდ სივრცე არ არის, ის სუხიშვილების უწყვეტი მოძრაობის, განახლებისა და ლიდერობის სიმბოლოა. კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ანსამბლი არასდროს ჩერდება, მუდმივად ავითარებს საკუთარ ხელწერას და ყოველთვის ახლისკენ ისწრაფვის. 

აქ აუდიტორია დასის ნაწილი ხდება და მცირე დროით თავს ისიც “სუხიშვილად” გრძნობს. ეს იმიტომ, რომ შესაძლებელია მოცეკვავეების ტექნიკას, სინქრონსა და ოსტატობას მცირე დისტანციიდან დააკვირდე, ახლოს, ბარიერების გარეშე. 

ნაციონალური ბალეტის ერთ-ერთი ყველაზე თამამი და კონცეპტუალური პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა. როგორც ანსამბლის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი იხსენებს, თავდაპირველად, ამ იდეაზე მუშაობას ბევრი სირთულე და გამოწვევა ახლდა. თუმცა, საბოლოოდ, დასის ძალისხმევით, ღია სცენა  “თაკარა“ იპროვიზაციასა და ექსპერიმენტებისთვის აბსოლუტურად თავისუფალ სივრცედ იქცა. 

“როდესაც დახურულ სივრცეში ღონისძიებების გამართვა აიკრძალა, გაჩნდა ღია სცენის შექმნის იდეა. რადგან სცენა საკმაოდ ცხელ და ღია ადგილას მდებარეობს, პროექტს, სიმბოლურად, “თაკარა“ დავარქვით. პროცესი საკმაოდ შემოქმედებითი და შრომატევადი იყო, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით პლატფორმა, რომელიც როგორც მაყურებლისთვის, ისე დასისთვის სრულიად ახალი გამოცდილება აღმოჩნდა“, - ამბობს ნინო სუხიშვილი.

თითოეული ზაფხული წინასგან გამორჩეული, მრავალფეროვანი და შეუდარებელია. აქ ყოველი ცეკვა, მუსიკა და კოსტიუმი სპეციალურად ღია სცენა  „თაკარასთვის“ და კონკრეტული  სეზონისთვის იქმნება. დასი ყოველ ახალ სეზონზე ქმნის ახალ პროგრამას, მუსიკალურ კომპოზიციებს, სცენურ იდეებსა და კოსტიუმების დიზაინსაც კი. სეზონის დასრულების შემდეგ კი ზოგიერთი  ექსპერიმენტული ცეკვა კლასიკაც იქცევა, იმოსება ფორმით და ხდება ანსამბლის ძირითადი რეპერტუარისა და საკონცერტო პროგრამის ბუნებრივი ნაწილი.  

„ბოლო ხუთი წელია, ყველაფერი იქმნება თაკარაზე და თაკარასთვის. მუსიკა, ცეკვა, კოსტიუმი, კონცეფცია. აქ დადგმები არასდროს მეორდება. ეს არის სივრცე, სადაც ყველაზე მეტი საშუალებაა, გამოვიდეთ ჩარჩოებიდან და მივცეთ თავისუფალ ფანტაზიას სრულყოფილი მოძრაობის უფლება”,- ნინოსუხიშვილი

შთამაგონებელი და სახასიათოა სხვა ქორეოგრაფიული ნომრებიც. მაგალითად, „ქარაფშაში“ მოცეკვავეებს შეუძლიათ, რომ იმოძრაონ თავისუფლად, იმპროვიზაციით, სცენაზევე მოფიქრებული მანერითა და ტექნიკით. სვანურ მოტივებზე შექმნილი „ჯარა“ კი პირიქით, მკაცრ სიზუსტეს მოითხოვს და მოცეკვავეს რიტმიდან ან ტექნიკიდან გადახვევის უფლებას არ აძლევს. მისგან განსხვავებით, გაცილებით ენერგიული და მსუბუქია აჭარული „კინტრიში“. ღია სცენა “თაკარასთვის” სახასიათოა ქალის მრავალმხრივი სახე ის სცენაზე ერთდოულად არის ნაზი, მგრძნობიარე, მაგრამ ამავე დროს ხისტიც, ძლიერიც და მიზანდასახულიც. 

ცეკვის მიღმა, “თაკარას” წარმოდგენებს უნიკალურობას სძენს მუსიკა და კოსტიუმი. ილიკოს სუხიშვილის მიერ შექმნილი მელოდიები აზავებს ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის მოტივებს. შესაბამისად, თვალშისაცემია დასის ერთგვარი პროვოკაცია, რომ არც ელექტრონულ მუსიკაზე ცეკვას უშინდებიან. “თაკარას” ხასიათს ეხმიანება კოსტიუმებიც - ქსოვილები არის ჰაეროვანი, მსუბუქი, ჭრელი, ფერადი გამოსახულებებით მორთული. ეს ყველაფერი კი ერთიანობაში გვიტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ტრადიციები და თანამედროვეობა წინააღმდეგობაში კიარა, პირიქით, ერთმანეთთან სინთეზშია. 

„მუსიკა, კოსტიუმი, ცეკვა, ყველაფერი ერთად იქმნება. გათვალისწინებულია სტილიც, მოძრაობაც, ზაფხულის სეზონიც და თავად პროგრამის კონცეფციაც. ყოველთვის ვცდილობ, რომ კოსტიუმი იყოს ფრიალა, გრილი და იძლეოდეს თავისუფალი მოძრაობის შესაძლებლობას. რადგან ძალიან ცხელა და ეს ყველაფერი თაკარა მზეზე ხდება. ცეკვის დროს კოსტიუმი უნდა იყოს გრილი, მსუბუქი. რაც შეეხება მუსიკას, ისიც სპეციალურად თაკარასთვის იქმნება. ამ მიმართულებით არ ვუშინდებით ექსპერიმენტების ჩატარებას. კერძოდ თაკარას სცენაზე უკვე ელექტრონული მუსიკაც ჟღერს”, - აღნიშნავს ნინო სუხიშვილი. 

ასეთი მომზადებისა და უწყვეტი ენერგიის ფონზე, გასაკვირი არ არის, რომ პროექტი „თაკარა“ დიდი პოპულარობით სარგებლობს და პირველივე კონცერტიდან სრული ანშლაგით ტარდება. სუხიშვილები მუდმივად ახერხებენ მაყურებლის გაოცებასა და აღტაცებას, რის გამოც ანსამბლი ნებისმიერი ასაკის გულშემატკივრისთვის ბრენდად იქცა. ბრენდად, რომელიც სიზუსტეს, დისციპლინასა და ტრადიციებს აერთიანებს და არასდროს ჩერდება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სუხიშვილებს წელს საიუბილეო 80 წელი შეუსრულდათ. შესაბამისად, მაქსიმალურად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კონცერტი გამართონ და მაყურებელს ახალი, მრავალფეროვანი წარმოდგენები შესთავაზონ. უკვე დაგეგმილია წინანდლის ფესტივალზე მონაწილეობა. ოქტომბრიდან კი გეზი უცხოეთისკენ იქნება. ანსამბლს ისიც აძლიერებს, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მათ გვერდით საქართველოს ბანკი დგას, ერთგული გულშემატკივარი და ყველა დიდი ჩანაფიქრის სანდო მხარდამჭერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა