მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7049.5
0.0022
flag
AZN 1.5918
-0.0003
flag
CNY 37.725
-0.0014
flag
EUR 3.1344
-0.0239
flag
GBP 3.6168
-0.0159
flag
KZT 49.82
0.0001
flag
TRY 0.0667
-0.0001
flag
USD 2.707
-0.0005

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით კონკურენციის სააგენტომ კომპანია „აიპლიუსს“ დარღვევის ფაქტი დაუდგინა

news image

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ შპს „აიპლიუსის“ მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სავარაუდო დარღვევის ფაქტზე საქმის შესწავლა დაასრულა და დარღვევის ფაქტი დაადგინა.

 

კერძოდ, საქმის გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების, შესწავლის შედეგად დადასტურდა: მოვაჭრის მხრიდან - მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების, დისტანციურად შეძენილი საქონლის უპირობოდ დაბრუნების და ასევე, ნაკლიანი ნივთის შეცვლა/შეკეთება/დაბრუნებასთან დაკავშირებული ვალდებულების დარღვევის ფაქტი.

 

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, ერთი თვის ვადაში, მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებს შეუსაბამოს.

 

ინფორმაციისთვის: 2022 წლის ნოემბრიდან - 2023 წლის მაისის ჩათვლით, სააგენტოში 240 განაცხადი დაფიქსირდა, საიდანაც 149 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 7 თვის განმავლობაში, კონკურენციის სააგენტომ - მომხმარებლის სასარგებლოდ, 80 საქმეზე პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 44 შეთანხმება გააფორმა. 41 საქმეზე გაფორმებულ 22 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია. ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, 23 საქმეზე დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 10 დარღვევის ფაქტი, ხოლო 3 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება

30.07.2025.14:43

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით ივლისსა და აგვისტოში შუქურას მუსიკალური საღამოების და კულინარიული მასტერკლასების სერიები გაიმართება. 

თუ აჭარაში გეგმავთ დასვენებას არ გამოტოვოთ ციხისძირში შუქურას საღამოები.

2 აგვისტო | ZURKIN & SANDRO JORBENADZE (VODKAST RECORDS)

16 აგვისტო | BOYA (MOREVI) & LUKA BARAMISHVILI

30 აგვისტო | MEMOTECH & NIKO

მუსიკალურ საღამოებთან ერთად, აუზის ტერასაზე, თქვენ გელოდებათ კულინარიული მასტერკლასების სერია აჭარა ჯგუფის ბრენდ შეფებთან ერთად.

9 აგვისტო | Lolita-ს მთავარი შეფი: იო კურდღელაშვილი (Fresh Pasta with Seafood)

23 აგვისტო | Stamba-ს მთავარი შეფი: ლევან ქარსელაძე (Asian Flavors & Rice Paper Rolls)

6 სექტემბერი | Shukura-ს მთავარი შეფი: გიორგი თათარიშვილი (Taco Making & Summer Salsas)

მასტერკლასები გაიმართება ნატურალური ღვინის თანხლებით და დასასრულს შეფთან ერთად შეძლებთ დესერტის მომზადებას. 

ღონისძიებების სერიების მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი და VISA. 

თიბისი კონცეპტის VISA ბარათის მფლობელები, ივენთების სტუმრობისას, გადახდილი თანხის 15 % ადგილზე დაიბრუნებენ, ხოლო კულინარიული მასტერკლასის დაჯავშნისას, 15%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა