მომხმარებლის ნდობა, ხარისხი და განვითარება - „ოსტატის“ წლიური ბალანსი და 2026 წლის გეგმები
2025 წელი სამშენებლო კომპანია ოსტატი ∙ Ostati-ს გამორჩეული იყო - გაიზარდა გაყიდვების ტემპი, გაძლიერდა მომხმარებელთა ნდობა, გაფართოვდა პარტნიორული ქსელი და წარმატებით დასრულდა არაერთი მასშტაბური პროექტი.
მზარდ კონკურენციასა და დინამიკურ ბაზარზე კომპანიას ხარისხზე, სანდოობასა და თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულმა მიდგომამ საშუალება მისცა არა მხოლოდ პოზიციები გაემყარებინა, არამედ ბრენდის ცნობადობა მნიშვნელოვნად გაეზარდა.
2025 წელი „ოსტატისთვის“ სტაბილური ზრდის, ტექნოლოგიური განვითარებისა და მომხმარებელზე მაქსიმალურად ორიენტირებული მომსახურების წელი გახდა, რაც 2026 წლისთვის კიდევ უფრო ამბიციურ გეგმებს უქმნის საფუძველს.
როგორ აფასებს კომპანია 2025 წელს რა მიზნები აქვს 2026 წლისთვის, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ Business Insider Georgia „ოსტატის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელს ეთო ნებიერიძეს ესაუბრა.

- როგორ შეაფასებთ „ოსტატის“ საქმიანობას 2025 წელს? რით იყო გამორჩეული ეს წელი კომპანიისთვის?
- 2025 წელი „ოსტატისთვის“ გამორჩეულად მნიშვნელოვანი, შედეგებზე ორიენტირებული და განვითარებით სავსე პერიოდი იყო. მიმდინარე წელს ჩვენმა კომპანიამ კიდევ უფრო გააძლიერა პოზიციები სამშენებლო ბაზარზე. „ოსტატმა“ წარმატებით შეინარჩუნა მთავარი პრინციპები — ხარისხი, სანდოობა, თანამედროვე სტანდარტები და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა. მიმდინარე წელს მკვეთრად გაიზარდა როგორც მოთხოვნა ჩვენს პროექტებზე, ისე პარტნიორთა და მომხმარებელთა ნდობა.
გარდა ამისა, ჩვენმა კომპანიამ წარმატებით დაასრულა მსხვილი კორპორაციების მიერ დაკვეთილი მასშტაბური პროექტები, ასევე აქტიურ ფაზაში შევიდა რამდენიმე მასშტაბური კომერციული პროექტი.სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ოსტატმა 2025 წელს გაზრდა გაყიდვების დინამიკა, რაც პირდაპირ პროპორციულია მომხმარებლის ინტერესის გაზრდის. ასევე გაფართოვდა პარტნიორული ქსელი და საინვესტიციო ნდობა.
აქტიურად ავუწყვეთ ფეხი თანამედროვე ტექნოლოგიებს და ციფრულ სამყაროს სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვნად ოსტატში მნიშვნელოვნად განვითარდა ციფრული კომუნიკაცია და გაზიარდა ბრენდის ცნობადობა.
- რას მიიჩნევთ 2025 წლის მთავარ მიღწევად - გაყიდვების ტემპს, მომხმარებელთა ნდობის ზრდას თუ პროექტების დროულ განხორციელებას?
- ჩვენთვის 2025 წლის მთავარი მიღწევა სამივე მიმართულების ერთდროულად გაძლიერებაა, თუმცა თუ ერთ მთავარ ღირებულება უნდა გამოვყო, ეს არის მომხმარებელთა ნდობის რეკორდული ზრდა, რადგან სწორედ ნდობა აერთიანებს გაყიდვების ტემპსაც და პროექტების დროულ განხორციელებასაც. გაყიდვების მაღალი ტემპი პირდაპირი შედეგია ბაზრის ნდობისა და ხარისხზე ორიენტირებული პოლიტიკის. ხოლო პროექტების დროული დასრულება კიდევ ერთხელ ადასტურებს „ოსტატის“ პასუხისმგებლიანობას და მენეჯმენტის ეფექტიანობას.
მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მომხმარებელთა ნდობის ზრდა არის მთავარი სტრატეგიული მიღწევა, რომელიც ჩვენს კომპანიის გრძელვადიან სტაბილურობასა და რეპუტაციას განსაზღვრავს.
- როგორ მოქმედებდა მაღალი კონკურენცია სამშენებლო სექტორში „ოსტატის“ ოპერირებაზე 2025 წელს?
- სამშენებლო სექტორში მაღალი კონკურენცია „ოსტატისთვის“ არა შემაფერხებელი, არამედ განვითარების დამატებითი სტიმული აღმოჩნდა. კონკურენტულმა გარემომ კიდევ უფრო გაგვიძლიერა ხარისხზე, სანდოობასა და მომხმარებელზე ორიენტირებულ პოლიტიკაზე ფოკუსი.
კონკურენციამ დაგვაჩქარა ინოვაციური მიდგომების დანერგვა, როგორც მშენებლობის ტექნოლოგიებში, ისე გაყიდვებისა და მარკეტინგის მიმართულებით. კიდევ უფრო გაიზარდა მოთხოვნა ხარისხის კონტროლზე, ვადების მკაცრ დაცვასა და სეისმომედეგობის უმაღლეს სტანდარტებზე.
მეტი ყურადღება დაგვეთმო მომხმარებელთა გამოცდილებასა და სერვისის დახვეწაზე გაყიდვამდე, გაყიდვის პროცესში და გაყიდვის შემდეგაც;
ამასთან, გაიზარდა გადახდის მოქნილი პირობების და შიდა უპროცენტო განვადების პერიოდი, რაც „ოსტატმა“ წარმატებით გამოიყენა მომხმარებელთა ინტერესის გასაზრდელად.
- როგორც ჩვენთან წინა კომუნიკაციისას აღნიშნეთ, 2025 წელს „პანორამა ზაჰესის“ და „მწვანე მუხიანის“ პროექტებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. რას უკავშირებთ ამ ობიექტებზე მაღალ მოთხოვნას?
- ამ ორ პროექტზე მაღალი მოთხოვნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის თანხვედრამ განაპირობა, რაც სწორედ „ოსტატის“ განვითარების სტრატეგიას და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებულ ხედვას ასახავს.
„პანორამა ზაჰესისა“ და „მწვანე მუხიანის“ წარმატების მთავარი მიზეზები იყო:
ეკოლოგიური და დაბალანსებული გარემო – განსაკუთრებით „მწვანე მუხიანში“ დიდი აქცენტი გაკეთდა მწვანე სივრცეებზე, მშვიდ საცხოვრებელ გარემოსა და ჯანსაღ ურბანულ კონცეფციაზე. ხარისხი და უსაფრთხოება ორივე პროექტი სრულად აკმაყოფილებს „ოსტატის“ მაღალ სტანდარტებს სეისმომედეგობის, ენერგოეფექტურობისა და სამშენებლო მასალების ხარისხის კუთხით.
ფასი და გადახდის პირობები - კონკურენტულ ფასებთან ერთად მომხმარებელს შეთავაზებული ჰქონდა გადახდის მოქნილი სისტემა, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა ხელმისაწვდომობა. ბრენდის ნდობა – წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული რეპუტაცია და უკვე დასრულებული წარმატებული პროექტები გახდა ის მთავარი საფუძველი, რის გამოც მომხმარებლები ბინის მშენებლობას ანდობდნენ არჩევანს „ოსტატს“.
- „ოსტატის“ პროექტებიდან გამომდინარე რამდენად გაიზარდა მოთხოვნა უნიკალური არქიტექტურისა და ფუნქციური ინტერიერული დაგეგმარების მქონე საცხოვრებელებზე?
- ბოლო წლებში, და განსაკუთრებით 2025 წელს, ჩვენს გამოცდილებაზე მკაფიოდ ჩანს, რომ მოთხოვნა უნიკალური არქიტექტურისა და ფუნქციური ინტერიერული დაგეგმარების მქონე საცხოვრებელებზე აშკარად გაიზარდა.
თუ ადრე კრიტერიუმი იყო ფასი და უბანი, დღეს მომხმარებელი გაცილებით უფრო დეტალურად ეკიდება კითხვას, როგორია სივრცე შიგნით და რა დამატებით ღირებულებას ქმნის არქიტექტურა.
ბინების არჩევისას ინდივიდუალური არქიტექტურული ხაზები და ფასადების იდენტობა გახდა ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი ფუნქციურ და მოქნილ დაგეგმარებაზე, როცა თითოეული კვადრატული მეტრი აზრიანად არის გამოყენებული.
მყიდველები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ სიფართოვის, ბუნებრივი განათების, აივნებისა და საცხოვრებელი ზონების ლოგიკურ დაყოფას.
„ოსტატის“ პროექტების მაგალითზე ხშირად გვთხოვენ კონკრეტულად იმ ტიპის დაგეგმარებას, სადაც კომფორტულად თავს იყრის სამუშაო სივრცე, საოჯახო ზონა და დასვენების სივრცე.
- რა არის „ოსტატის“ ძირითადი სტრატეგიული მიზნები 2026 წლისთვის? გეგმავთ თუ არა ახალი, მასშტაბური პროექტების დაწყებას და სად?
- „ოსტატის“ სტრატეგიული მიზნები 2026 წლისთვის ეფუძნება მდგრად ზრდას და ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას. ჩვენი მთავარი ამოცანაა არა მხოლოდ მოცულობის გაზრდა, არამედ ისეთი პროექტების შექმნა, რომლებიც გრძელვადიან ღირებულებას სთავაზობს მომხმარებელს.
2026 წლის ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტებია: ენერგოეფექტური და ეკომეგობრული მშენებლობის მასშტაბების გაზრდა
მომხმარებელთა მომსახურების სრულ ციკლზე გაყიდვამდე, გაყიდვისას და ჩაბარების შემდეგ – კიდევ უფრო მაღალი კონტროლი
ციფრული მართვისა და გაყიდვების სისტემების განვითარება და ბრენდის პოზიციონირების გაძლიერება, როგორც სანდო და სტაბილური დეველოპერის.
რაც შეეხება ახალ, მასშტაბურ პროექტებს, 2026 წლისთვის ვგეგმავთ რამდენიმე ახალი საცხოვრებელი პროექტის დაწყებას თბილისში და მის
განვითარებად უბნებში. უკვე მიმდინარეობს კონკრეტული ლოკაციების შერჩევისა და კონცეფციების დამუშავება, სადაც აქცენტი გაკეთდება:
• გამწვანებულ სივრცეებზე
• ფუნქციურ დაგეგმარებაზე
• თანამედროვე არქიტექტურაზე
• და ხელმისაწვდომ ფასებზე
ჩვენი მიზანია, 2026 წელიც გახდეს „ოსტატისთვის“ ზრდის, ინოვაციისა და მომხმარებელთა ნდობის კიდევ უფრო გამყარების წელი.
- თქვენი შეფასებით, როგორი იქნება ფასების დინამიკა და კონკურენცია სამშენებლო ბაზარზე მომავალ წელს?
ჩემი ხედვის მიხედვით, რამდენიმე ძირითადი სცენარი არის იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს ფასების დინამიკა და კონკურენციის სტრუქტურა სამშენებლო მხარეში 2026-ში, და თუ რა შეიძლება იყოს გამოწვევები / შესაძლებლობები თუმცა თუ ვისმჯელებთ კონკრეტული ექსპერტების რეკომენდაციებით 2026 წელს საქართველოში უძრავი ქონების ფასები საშუალოდ ≈ 5 %–ით გაიზრდება. ამის მიზეზად განიხილება: სამშენებლო მასალებისა და მშენებლობის საერთო ღირებულების ზრდა სახელდება.
- რა იქნება „ოსტატის“ მთავარი მესიჯი 2026 წელს მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის?
- 2026 წელს „ოსტატის“ მთავარი მესიჯი მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის არის სანდოობის, მშვიდი მომავლისა და გრძელვადიანი ღირებულების შექმნა. ჩვენ ვრჩებით იმ კომპანიად, რომელიც არ აშენებს მხოლოდ შენობებს, ჩვენ ვქმნით მწვანე გარემოს მომავლისთვის. ძალიან დიდ სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ოსტატი როგორც სამშენებლო კომპანია - არის პარტნიორობა, რომელიც უძლებს დროს და ნდობას, რომელიც წლიდან წლამდე ძლიერდება. ჩვენთვის თითოეული პროექტი არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, მათ მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და ხვალინდელ დღეზე ზრუნვა.
სამშენებლო კომპანია ოსტატის სახელით ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს 2026 წელს ვუსურვებთ ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და მყარ საფუძველზე აშენებულ ოცნებებს, რომელიც რეალობად იქცევა.
სხვა სიახლეები
Spotlight-ზე საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ ბრენდის კომუნიკაციის ახალ შესაძლებლობებზე ისაუბრა
24.12.2025.14:26
Spotlight-ის ღონისძიება Radisson Blu Iveria-ში გაიმართა, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ახალ იდეებს, მოესმინათ საინტერესო ისტორიები, გაეზიარებინათ დარგის პროფესიონალების გამოცდილება და მიეღოთ შთაგონება. ღონისძიების წარმდგენია საქართველოს ბანკი.
ციფრულ ეპოქაში ბრენდების ახალ პლატფორმებსა და შესაძლებლობებზე კი ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი, რეზი ხუნწელიასთან და Hita-სთან ერთად პანელზე “YouTube - ახალი შესაძლებლობები ბრენდის კომუნიკაციაში” საუბრობდა.
სპიკერები განიხილავდნენ YouTube აუდიტორიის მნიშვნელობას, მათ მახასიათებლებს, ქომიუნითის შექმნის პროცესს და აზიარებდნენ ამ პროცესში საკუთარ გამოცდილებას.
ამ მიმართულებით, ნინუცა ოქროპირიძემ საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი, პირველი YouTube რეალითი შოუს “Creator”-ის შესახებ ისაუბრა.
ინფორმაციისთვის, პროექტ “Creator”-ის მიზანი ქვეყანაში YouTube ეკოსისტემის გაძლიერება, ახალი ტალანტების აღმოჩენა და დამწყები კრეატორების მხარდაჭერაა. ამასთან, “Creator” ქმნის სივრცეს, სადაც მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა, გაიზიარონ იუთუბერების გამოცდილება და მიიღონ მათგან რჩევები. პროექტის ფარგლებში საქართველოს ბანკის მიზანია, შექმნას პრეცედენტი და იუთუბერები მჭიდროდ დააკავშიროს ბრენდებთან თანამშრომლობისთვის.
“მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა Spotlight-ის სცენაზე საინტერესო საუბრები გაგვემართა, გვემსჯელა YouTube-ის, როგორც ბრენდების კომუნიკაციაში ახალი შესაძლებლობის შესახებ და გამეზიარებინა ჩვენი, საქართველოს ბანკის გუნდის გამოცდილება.
საქართველოს ბანკისთვის YouTube-ი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია, ამ მიმართულებით ჩვენი სტრატეგია ორმხრივია: ერთი მხრივ, ვახორციელებთ საკუთარ პროექტებს, როგორიცაა – CREATOR-ი და მეორე მხრივ, ვამყარებთ პარტნიორობას უკვე წარმატებულ იუთუბერებთან. ეს მიდგომა ქმნის მაგალითს სხვა კომპანიებისთვის და ხელს უწყობს, რომ ქართულ YouTube სივრცეში კიდევ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა, თანამშრომლობა და სპონსორობა განვითარდეს.
გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნავს, რომ კრეატორების შრომა უფრო მეტად დაფასდება, მათ ექნებათ სტაბილური შემოსავლის წყარო და შეძლებენ თამამად იფიქრონ მასშტაბური იდეების რეალიზებაზე. ჩვენ კი შთაგონების გზაზე არ ვჩერდებით”, - აღნიშნავს ნინუცა ოქროპირიძე, საქართველოს ბანკის კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელი.