მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

მომხმარებელს ვთავაზობთ ჯანსაღ პროტეინის ბარებს - "კვირა"

news image

კვირა ჯანსაღი ენერჯი ბარების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე სულ რამდენიმე თვეა ოპერირებს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ნანა რაზმაძეს ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

კომპანია „კვირა“ აწარმოებს ჯანსაღ ენერჯი ბარებს, რომელიც დამზადებულია წითელი ოსპის ბაზაზე, არ აქვს დამატებული შაქარი და გამოირჩევა ცილის მაღალი შემცველობით. იდეა რეალობად იქცა პროექტში, Vibes for Youth მონაწილეობის შემდეგ, სადაც მოვიპოვე გერმანიის ეკომნომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს გრანტი. წარმოება სულ რამდენიმე თვეა რაც დავიწყეთ, თუმცა მანამდე იყო მოსამზადებელი ეტაპი, რა პერიოდშიც, ორგანიზაცია SOS ბავშვთა სოფლის მხარდაჭერით, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს, გავიარე ტრენინგები „საზოგადოება ბილიკი“-ში, კომპანია Mindworks-ის დახმარებით გავიგე და ვისწავლე, როგორ შევქმნა კარგი ბრენდი და როგორ ვმართო ბიზნესი სწორად. Tree Design არის ჩემი ბრენდის ულამაზესი ლოგოს ავტორი. გარდა ამისა, მომზადების პერიოდში მოხდა საწარმოსს მოწყობა HACCP-ის სტანდარტის მიხედვით და პროდუქტს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევები. საწარმო მდებარეობს ჩემს სოფელში, საოკუპაციო ხაზთან ახლოს, რაც „კვირას“ საქმიანობას კიდევ უფრო განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

ამ ეტაპზე „კვირას“ ასორტიმენტი მოიცავს 7 სხვადასხვა გემოს და შემადგენლობის მქონე ენერჯი ბარებს, რომლებიც კვირის დღეებად არის გაცოცხლებული. თითოეული გემო დამზადებულია ოსპის ბაზაზე, სხვადასხვა ჩირისა და თხილის კომბინაციით, რაც მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას ყოველდღე შეიგრძნოს ახალი ენერგია და გემო. ენერჯი ბარებს არ აქვს დამატებული შაქარი და მდიდარია ცილით.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზოგადად, ჯანსაღ საკვებზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც აქტიურ ცხოვრებას ეწევიან და ყურადღებას აქცევენ კვებასაც. ვფიქრობ, ჩვენი პროდუქტიც სწორედ ამ სტანდარტებს აკმაყოფილებს. მართალია, სულ რამდენიმე თვეა, რაც წარმოება დავიწყეთ და ჯერ ბევრი არ გვიცნობს, მაგრამ უკვე ვხედავთ მზარდ ინტერესს ჩვენი ბარების მიმართ, რაც გვაძლევს მოტივაციას, კიდევ უფრო გავაფართოვოთ საქმიანობა.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა არის ის, რომ „კვირას“ ენერჯი ბარები დამზადებულია წითელი ოსპის ბაზაზე. ოსპი მცენარეული ცილის კარგი წყაროა, რომელიც აძლევს პროდუქტს მაღალი პროტეინის შემცველობას. გარდა ამისა, როგორც უკვე აღვნიშნე, პროდუქტს არ აქვს დამატებული შაქარი და სიტკბოს განსაზღვრავს იმ ჩირების ბუნებრივი სიტკბო, რომელიც გამოიყენება თითოეულ ბარის შემადგენლობაში. ბაზარზე არსებული მსგავსი პროდუქტებისგან განსხვავებით, მომხმარებელს ვთავაზობთ მცენარეულ ცილაზე დაფუძვნებულ ალტერნატივას, რომელიც ჯანსაღიცაა და გემრიელიც. ჩვენი მისია ქაოტურ ყოველდღიურობაში იმ დადებითი ენერგიის შემოტანაა, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება გადამწყვეტ მომენტებში.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

„კვირა“ ჯერ-ჯერობით პატარა კომპანიაა. სამომავლო გეგმებში და მიზნებში კომპანიის გაფართოება, პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ბევრი ახალი, ჯანსაღი და საინტერესო პროდუქტის შეთავაზებაა მომხმარებლებისთვის. გარდა ამისა, მიზანი და სურვილი ბევრი კმაყოფილი მომხმარებლის არსებობაცაა. მაგრამ, ამასთან ერთად, ის გარემო ძალიან მნიშვნელოვანია, სადაც ვმუშაობთ. გვსურს, რომ სოფელში გაჩნდეს დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის. ჩემი მიზანია „კვირა“ იყოს არა მხოლოდ ბრენდი, არამედ, მოტივაციის წყარო და მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სოფელში თანამედროვე, ინოვაციური და ჯანსაღი საქმე გაძლიერდეს.

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სიახლე ბაზარზე - კომპანია "თაფლუნა" მომხმარებელს თაფლს ინოვაციურ ერთჯერად შეფუთვებში სთავაზობს

15.09.2025.14:00

“თაფლუნა“ არის ნატურალური თაფლის მწარმოებელი კომპანია, რომელიც დაახლოებით, წელიწად ნახევრის წინ დაარსდა. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის თანადამფუძნებელს უჩა ჯიქურაშვილს ესაუბრა.

„ჩვენს ოჯახში მეფუტკრეობის ტრადიცია წინაპრებიდან მოდის. პირველი, ვინც ფუტკრის მოშენება დაიწყო, ჩვენი დიდი ბაბუა იყო. მას შემდეგ ეს საქმე თაობიდან თაობას გადაეცემოდა. კომპანია დაარსდა დაახლოებით წელიწად ნახევრის წინ, ხოლო ქსელებში 5-6 თვის წინ შევედით.

ჩვენი წარმოება ოჯახურია, განსხვავებით სხვა კომპანიებისგან, რომლებიც ძირითადად სხვა მეფუტკრეებისგან იბარებენ თაფლს, რის გამოც ხარისხის კონტროლი რთულდება. ჩვენს შემთხვევაში ყველაფერი საკუთარ წარმოებაზეა დაფუძნებული. გვყავს დაახლოებით 700 ოჯახი და ვაწარმოებთ 10 ტონამდე თაფლს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას სრულად ვაკონტროლოთ ხარისხი: თავად ვაწარმოებთ, ვიცით პროდუქტის წარმოშობა და უშუალოდ ჩვენვე ვყიდით. წარმოებაში არ ვიყენებთ ანტიბიოტიკებსა და დანამატებს. ასევე ვაკონტროლებთ როგორც გამოწურვის პროცესს, ისე შემდგომ გადამუშავებას, რათა დაცული იყოს ყველა სტანდარტი “, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

“თაფლუნა“ მომხმარებელს პროდუქციას სთავაზობს, როგორც ქილებში, ასევე პორტატულ/ერთჯერად პაკეტებში.

„ჩვენს საქმიანობას ორი მიმართულება აქვს: პირველი არის 15 გრამიანი ერთჯერადი პაკეტები, ხოლო მეორე სტანდარტული ქილები. ამ ეტაპზე ერთჯერადი პაკეტები მხოლოდ ჩვენთან არის ხელმისაწვდომი. მათი შეფუთვა ისეთია, რომ გახსნისას ხელი არ ისვრება. მოთხოვნის თვალსაზრისით, ერთჯერადი პაკეტების გაყიდვები ოდნავ უსწრებს ქილების გაყიდვებს. გვჯერა, რომ როგორც კი აქტიურ მარკეტინგულ კამპანიას წარვმართავთ, ცნობადობის ზრდასთან ერთად პაკეტებზე მოთხოვნაც მნიშვნელოვნად გაიზრდება “, - აცხადებს უჩა ჯიქურაშვილი.

კომპანია სხვადასხვა კონკურენტული უპირატესობით გამოირჩევა. ყველაზე მთავარი კი პროდუქციის შეფუთვაა, რაც ერთჯერად, მოსახერხებელ პაკეტებს გულისხმობს.

„ჩვენ ვაწარმოებთ ერთჯერად პაკეტებს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენთანაა ხელმისაწვდომი. მათი წარმოება მარტივი არ არის. შესაბამისი დანადგარი საკმაოდ ძვირადღირებულია. სწორედ ეს გვაძლევს ბაზარზე კონკურენტულ უპირატესობას.
ერთჯერადი პაკეტების მთავარი უპირატესობა მობილურობა და მოქნილობაა. მომხმარებელს შეუძლია ჯიბეში ჩაიდოს, ოფისში წაიღოს და ჩაიზე ან ყავაზე გამოიყენოს. ოფისებში, სადაც ჩვეულებრივ შაქარს იყენებენ, მომხმარებელს ვთავაზობთ მის ჯანსაღ ალტერნატივას თაფლს, რომელიც ბუნებრივი დამატკბობელია და იმუნიტეტსაც აძლიერებს.

თაფლი შედგება მარტივი შაქრებისგან - გლუკოზისა და ფრუქტოზისგან. მისი მოხმარებისას გლუკოზა სწრაფად მიეწოდება ტვინს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გონებრივი დატვირთვის დროს. სწორედ ამიტომ, თაფლი იდეალურია სტრესული და დაძაბული დღის შემდეგ ენერგიისა და კონცენტრაციის აღსადგენად.
გარდა ამისა, თაფლი საუკეთესოა როგორც PRE, ასევე PRO WORKOUT-ისთვის. ვარჯიშამდე 15 წუთით ადრე მიღებული პაკეტი ენერგიას მატებს ადამიანს, ხოლო ვარჯიშის შემდეგ ენერგიის აღდგენაში ეხმარება. პაკეტების გამოყენება კომფორტულია პიკნიკების და ლაშქრობების დროსაც.

ფასის მხრივ, პაკეტები დიდად არ განსხვავდება ქილებისგან, თუმცა ძირითადი აქცენტი მაინც პაკეტებზე გვაქვს. ქილები დავამატეთ იმისთვის, რომ შეგვედარებინა მათი გაყიდვები ერთჯერადი პაკეტების გაყიდვებთან “, - განმარტავს უჩა ჯიქურაშვილი.

კომპანიის სამომავლო გეგმებში საცალო ქსელების, სასტუმროებისა და სპორტ დარბაზების ათვისება შედის. ამ მიმართულებით კი მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს.

„ჩვენი მიზანია მაქსიმალურად ავითვისოთ საცალო ქსელები და რაც შეიძლება ბევრ მათგანში ვიყოთ წარმოდგენილი. გარდა ამისა, აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი პროდუქტი ძალიან კომფორტულია სასტუმროებისთვის, ამიტომ ვგეგმავთ მათთვის შეთავაზებას და ამ მიმართულების განვითარებას. ასევე, დიდ პოტენციალს ვხედავთ ჩაისა და ყავის სახლებში, სპორტულ დარბაზებში. ამ ეტაპზე რამდენიმე მათგანთან უკვე გვაქვს კომუნიკაცია “, - აღნიშნავს კომპანიის თანადამფუძნებელი.

ცნობისთვის, პროდუქციის შეძენა ამ ეტაპზე შესაძლებელია სხვადასხვა ქსელებში. ესენია : „წისქვილი ბაზარი“, „ფრესკო“, OnePrice Georgia , „ევროპროდუქტი“, „წერტი“.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა