მომხმარებელს მალე შევთავაზებთ სპეციალურ საახალწლო შეფუთვებსა და განახლებულ ასორტიმენტს - “კერკი“
მიმდინარე პერიოდში აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს ჩირის მწარმოებელი ქართული ბრენდი "კერკის" დირექტორმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა.
როგორია კომპანიის მიმდინარე სიახლეები?
,,კერკი’’ მიმდინარე პერიოდში აქტიურად მუშაობს გაფართოებაზე. ჩვენი მიზანია, პროდუქცია ხელმისაწვდომი გავხადოთ მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც მსხვილ სავაჭრო ქსელებში, ისე ბენზინგასამართი სადგურების მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებში.
როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?
„კერკის“ საფირმო მაღაზია სადღესასწაულო განწყობაზე გადადის! მომხმარებელს მალე შევთავაზებთ სპეციალურ საახალწლო შეფუთვებსა და განახლებულ ასორტიმენტს. გარდა ამისა, აქტიურად ვმუშაობთ უნიკალურ სიახლეზე, ,,მეზღვაურთა ნაკრებზე’’, რომელიც გაყიდვაში მალე ჩაეშვება. ამ ეტაპზე კი გელოდებით ჩვენი მრავალფეროვანი პროდუქციით: სხვადასხვა ხილის ჩირები; ჩურჩხელები; ხილის ფირფიტები; ჯანსაღი საბავშვო სნექები და ა.შ.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ჩვენი პროდუქცია კარგად არის ცნობილი და აღიარებული, როგორც ქართველი, ისე უცხოელი მომხმარებლის მიერ, რის გამოც მოთხოვნა დღითიდღე მზარდია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე საფირმო მაღაზია მხოლოდ ბათუმში გვაქვს, სხვა ქალაქებიდან მომხმარებელთა ხშირი ინტერესის საპასუხოდ, აქტიურად ვმუშაობთ გაფართოებაზე.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
ჩვენი კომპანიის სამომავლო გეგმები მოიცავს, როგორც გეოგრაფიულ გაფართოებას, ასევე პროდუქციის პორტფოლიოს განვითარებას. პარალელურად, მუდმივად ვმუშაობთ ინოვაციებზე, რათა მომხმარებელს მუდმივად შევთავაზოთ უმაღლესი ხარისხის, ტრენდული და მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროდუქტები. ჩვენი სტრატეგია ეფუძნება ბრენდის ცნობადობის გაზრდასა და გრძელვადიანი, მყარი ურთიერთობების ჩამოყალიბებას, როგორც მომხმარებლებთან, ისე პარტნიორებთან.
ცნობისთვის, მშრალი ხილის ქართული საწარმო ,,კერკი“ აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. ძენწმანში მდებარეობს და უკვე ოთხი წელია რაც ბაზარზე ოპერირებს.
სხვა სიახლეები
ვაპირებთ დაახლოებით 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას - როგორია „მეტროპოლის“ გეგმები
10.01.2026.10:20
2027 წლისთვის „მეტროპოლი“ საკუთარ პროექტებში 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას გეგმავს. ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ში საუბრისას, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ მამუკა იმედაშვილმა განაცხადა. რაც შეეხება მიმდინარე, 2026 წელს, კომპანია 2–3 პროექტის განხორციელებას გეგმავს.
„არსებობს მომავალი და მომავალიც - მოკლევადიანი და უფრო გრძელვადიანი. მოკლევადიან გეგმებზე უფრო მეტი შემიძლია ვთქვა, ვიდრე გრძელვადიანზე. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა ელოდოს მომხმარებელი, პასუხი მარტივია - ჩვენი დანაპირების შესრულებას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რასაც ვპირდებით მომხმარებელს, ის შევუსრულოთ. პროექტების ნაწილში დღეის მდგომარეობით გვაქვს ერთი დასრულებული და შვიდი მიმდინარე პროექტი. 2026 წელს ვაპირებთ მინიმუმ ორი და შესაძლოა სამი ახალი პროექტის დაწყებას. ერთ-ერთი პროექტი იქნება ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, მეორე - ვერაზე, ბელინსკის ქუჩაზე, ხოლო მესამე პროექტს ჯერჯერობით ვერ დავასახელებთ, რადგან მოლაპარაკებების ეტაპზე ვართ.
რაც შეეხება გრძელვადიან გეგმებს, 2027 წელს იმ შვიდ პროექტს, რომელსაც ამჟამად ვახორციელებთ, დავასრულებთ და ვაპირებთ დაახლოებით 100 მლნ დოლარის რეინვესტირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ რამდენი პროექტიც აქვს ახლა „მეტროპოლს“, იმდენის დამატება გვინდა. ჯამში, 3–4 წლის პერსპექტივაში, დაახლოებით 20-მდე მიმდინარე პროექტი გვინდა, რომ გვქონდეს პორტფელში“, - აღნიშნა მამუკა იმედაშვილმა.