მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.2
0.0032
flag
AZN 1.5942
-0.0009
flag
CNY 38.012
-0.0059
flag
EUR 3.1411
0.0026
flag
GBP 3.615
0.0136
flag
KZT 50.44
0.0003
flag
TRY 0.0649
0.0001
flag
USD 2.7111
-0.0006

მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი და ბიზნესი ხედავს, რომ ეს გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს, უკვე ისიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში - ლევან ვეფხვაძე

news image

მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი, და თუ მომხმარებელი პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ ეს გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია საკუთარ ხვალინდელ აქტივობაში, - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე, რომელიც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, რომ გაყიდვები იზრდება და ეს ნიშნავს, რომ  მომხმარებელს მომავლის შიში არ აქვს.

„საბოლოო ჯამში მოთხოვნა-მიწოდებიდან, რომ წავიდეთ მომხმარებელი გახდა პოლიტიკურად მედეგი და მომხმარებელი თუ პოლიტიკურად მედეგია და ბიზნესი ხედავს, რომ გაყიდვებზე გავლენას არ ახდენს ეს, უკვე ბიზნესიც დარწმუნებულია  საკუთარ  ხვალინდელ აქტივობაში. იმიტომ, რომ თუ არ იცვლება გაყიდვები, არ იცვლება მათი ფინანსური მაჩვენებლები მიუხედავად პოლიტიკური დაძაბულობისა და არ იცვლება იმიტომ, რომ მომხმარებლები არ ცვლიან ჩვევას განაგრძონ ინვესტირება უძრავ ქონებაში პირობითად ვიძახი, პირველადი მოხმარების საგნებზე საუბარი არ არის, ერთიანად როცა ურტყამს რასაც ურტყამს ეს არის ე.წ უფრო მაღალი ღირებულების მქონე ნივთები -  ავტომობილები, ბინები და ა.შ. თუ ვხედავთ, რომ აქ გაყიდვები პირიქით იზრდება კი არ მცირდება, ნიშნავს რომ  მომხმარებელს არ აქვს შიში მომავლის.

ნიშნავს იმას, რომ ეს ბიზნესს აძლევს უკვე მეტ სტაბილურობის განცდას იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ბიზნეს აქტივობა და ბიზნეს ოპერაციები“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image მშრალი პორტი პირველ რიგში აკეთებს გათვლას თბილისზე, რადგან იმპორტირებული კონტეინერების დაახლოებით 70% მოდის დედაქალაქზე - ჯემალ ინაიშვილი

15.10.2025.15:00

“თბილისი დრაო პორტი“, რომელმაც ოპერირება რამდენიმე თვის უკან დაიწყო უკვე გაფართოებას იწყებს. როგორც  რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას "თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ ინაიშვილმა განაცხადა, მშრალი პორტის მეორე ფაზის მშენებლობის განხორციელება მალე დაიწყება. 

„თბილისის მშრალი პორტი გაიხსნა ივნისში და დავიწყეთ აქტიურად ფუნქციონირება. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა ვუთხრა დღევანდელ ხელმძღვანელობას რკინიგზის და მის შემადგენლობაში შემავალ „ჯიარ ლოგისტიკას“ ხელმძღვანელებს.

გვერდში გვიდგანან, ჩვენ უკვე დავიწყეთ რეგულარული ბლოკ მატარებლების ფორმირება და ბათუმი-ფოთიდან დრაი პორტის მიმართულებით და ვაპირებთ მოცულობების გაზრდას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გადავედით უკვე მეორე ფაზის მშენებლობაზე, უკვე ვიწყებთ მშენებლობას. პირველი 10 000 კვ.მ საწყობის მშენებლობას და მერე მივყვებით უკვე შემდეგ. ჯამში ალბათ ჩვენი ინვესტიცია შეადგენს 60 მილიონამდე - პლუს/მინუს. ძირითადი ნაწილი განხორციელებულია, შეიქმნა ძირითადი ინფრასტრუქტურა რაც სჭირდებოდა იმას, რომ ჩვენ შეგვეძლო უკვე კონტეინერების მიღება, ტვირთის მიღება და დამუშავება. დანარჩენი ახლა უფრო მეტი უკვე საჭიროებს უშუალოდ სასაწყობე მეურნეობებში ინვესტირებას“, - აცხადებს ჯემალ ინაიშვილი. 

მისივე თქმით, მშრალი პორტი დაახლოებით იგივე სარკინიგზო პორტია.

„პორტში თუ შედის ტვირთი გემის მეშვეობით და შემდეგ ხდება შემდგომი მისი ტრანსპორტირება რკინიგზით ან საავტომობილო ტრანსპორტით, ამ შემთხვევაში მშრალი პორტი, ეს ჩვენ არ მოგვიგონებია ეს არსებობს, ეს არის ტერმინოლოგია, რომელიც ყველგან გამოიყენება. ჩვენ შემთხვევაში ყველაფერი შემოვა ან მანქანით, ან რკინიგზით და გავა იგივე ორივე გზით. ჩვენ ზღვა არ გვაქვს და ეგ არის ჩვენი განსხვავება. დანარჩენი პრაქტიკულად, ფუნქციონალურად ერთნაირ საქმეს აკეთებს ერთიც და მეორეც“, - აცხადებს ინაიშვილი. 

"თბილისი დრაი პორტის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, პორტის გათვლა არის თბილისზე, რადგანაც მისი ძირითადი მომხმარებელი მაინც დედაქალაქია. 

„ჩვენ შემთხვევაში მშრალი პორტი პირველ რიგში არის გათვლა თბილისზე იმიტომ რომ ძირითადი მომხმარებელი და მიმღები კონტეინერების, დაახლოებით 70%-ის კონტეინერების რაც შემოდის იმპორტირებული საქართველოში მოდის თბილისზე, დანარჩენი 30% მთელ საქართველოზე, აქედან უფრო მეტი ბათუმზე. აქედან გამომდინარე,  ჩვენ ვაახლოებთ ბათუმს და ფოთს, ვაახლოებთ თბილისთან ანუ მიმღებთან უშუალოდ. მაგრამ როცა ექსპორტს ეხება საქმე, ჩვენ ექსპორტი ბევრი არ გვაქვს სამწუხაროდ. აქედან გამომდინარე, ჩვენ მშრალი პორტი ძალიან ახლოს არის განჯასთან, სადაც არის დიდი ალუმინის წარმოება. არის ახლოს სომხეთთან, ალავერთან, საიდანაც ხდება ბევრი კონცენტრატის სპილენძის ექსპორტი. ჩვენ ამ უპირატესობას ვიყენებთ, როდესაც შემოდის კონტეინერი და იცლება ის ცარიელი კონტეინერი მერე უკვე მიეწოდება ექსპორტიორს, ან განჯაში, ან აზერბაიჯანში, ან სომხეთში. ჩვენი მთავარი ამოცანაა რაც შეიძლება ნაკლები ცარიელი კონტეინერის ტრანსპორტირება მოვახდინოთ ჩვენი მშრალი პორტიდან ბათუმის და ფოთის მიმართულებით.

ჩვენ „აბუ-დაბი პორტ ჯგუფის“ ნაწილი ვართ და შესაბამისად მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმები საქართველოსთან მიმართებაში, რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და ა.შ“, - ამბობს ჯემალ ინაიშვილი. 

„თბილისი დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, „ჩვენ ვართ პარტნიორები და გავხდით „აბუ-დაბი პორტების ჯგუფის“ ნაწილი.

„შესაბამისად, მათ გააჩნიათ კიდევ ბევრი სხვა გეგმაც საქართველოსთან დაკავშირებით - რაც შეეხება საპორტო ინფრასტრუქტურას, სარკინიგზოს და სხვა მიმართულებებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც ეკონომიკის სამინისტროსთან, ისე საქართველოს რკინიგზასთან ამ მიმართულებით“, - აცხადებს ბიზნესმენი. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა