მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7242.7
0.018
flag
AZN 1.607
0.0012
flag
CNY 39.765
0.0016
flag
EUR 3.1564
-0.0131
flag
GBP 3.6575
-0.0119
flag
KZT 55.74
0.0002
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.7321
0.0021

მომენტალური გადარიცხვის ინოვაციური მეთოდი - პირველად საქართველოს ბანკის მობილბანკში

news image

საქართველოს ბანკი ციფრული სერვისების განვითარებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ამ მიზნით, ფინანსურმა ინსტიტუტმა მხოლოდ მობილურის ნომრით თანხის მომენტალური გადარიცხვების ინოვაციურისისტემა დანერგა და სამ ბანკთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ამჯერად კი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის გადარიცხვის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომი გახდა.

მომენტალური გადარიცხვების სისტემის დახმარებით, პირველად, საქართველოში, ფიზიკურ პირებსშესაძლებლობა აქვთ თანხა საქართველოს ბანკსა და ბაზისბანკს შორის მხოლოდ მობილურის ნომრისგამოყენებით გადარიცხონ. ტრანზაქცია მიმღები პირის ანგარიშზე დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მომენტალურად აისახება.

სერვისის უპირატესობა ისაა, რომ თანხის მომენტალური გადარიცხვა მობილურის ნომრით შესაძლებელია როგორც ეროვნულ ვალუტაში, ისე ევროსა და დოლარში. 

გარდა ამისა, ლარში ერთჯერადად გადარიცხვისას მაღალი, 10 000 ლარის ოდენობის ლიმიტი მოქმედებს.მომხმარებლებს კი დღის განმავლობაში გადარიცხვის შეუზღუდავი სიხშირით განახორციელება შეუძლიათ.

“საქართველოს ბანკისთვის ინოვაციური ციფრული სერვისების განვითარება განსაკუთრებით პრიორიტეტულია. მომენტალური გადარიცხვების სისტემის დანერგვა სწორედ ამ მიმართულების გაგრძელებაა – გავუმარტივოთ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურობა და შესაძლებლობა მივცეთ, ნებისმიერ დროს, მხოლოდ მობილურის ნომრის გამოყენებით, სხვადასხვა ვალუტაში ტრანზაქციები რამდენიმე წამში შეასრულონ. დარწმუნებული ვართ, რომ ეს სიახლე მნიშვნელოვნად გაზრდის მომხმარებელთა კომფორტს და კიდევ უფრო გაამარტივებს საბანკო მომსახურების პროცესს”, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში. 

გადარიცხვების შესრულებისთვის გადმოწერეთ საქართველოს ბანკის მობილბანკი.



news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori ქართველ სტუმრებს 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობენ - რა კეთდება მეტი სტუმრის მისაღებას

12.03.2026.18:00

Paragraph-ის ბრენდის სასტუმროებმა საქართველოს მოქალაქეებისთვის ექსკლუზიური შეთავაზება აამოქმედეს. აქცია ვრცელდება სასტუმროებზე: Paragraph Resort & Spa Shekvetili და Paragraph Golf & Spa Tabori (Autograph Collection) და საქართველოს მოქალაქეებისთვის 30%-იან ფასდაკლებას ითვალისწინებს.

„აირჩიეთ ბუნების სიმშვიდე ან ზღვის ჰორიზონტი და გაატარეთ დაუვიწყარი დღეები 30%-იანი ფასდაკლებით. შეთავაზება ძალაშია მარტის ბოლომდე და ვრცელდება შუა კვირის ჯავშნებზე - კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“, - აღნიშნულია სასტუმროების სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

როგორც Business Insider Georgia-სთან საუბრისას სასტუმროების Paragraph Freedom Square, Paragraph Resort & Spa Shekvetili-სა და Paragraph Golf & Spa Tabori-ს გაყიდვების დირექტორმა, თამუნა ჩხეიძემ განაცხადა, კომპანია მაქსიმუმს აკეთებს მეტი სტუმრის დასაინტერესებლად, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საგარეო ფაქტორებზე.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად Paragraph Resort & Spa Shekvetili-ს აქტუალობა იზრდება და ამ ფონზე Business Insider Georgia დაინტერესდა, ჯავშნების როგორი დინამიკაა შეკვეთილში მდებარე 5 ვარსკვლავიანი სასტუმროს მაგალითზე. 

„ჯავშნების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩვენს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებზე. აპრილის ჯავშნებზე დიდ გავლენას ახდენს ისრაელში არსებული ვითარება და ზოგადად, სამეზობლოში განვითარებული მოვლენები. ამ ეტაპზე წინასწარი ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა პროცესს ვაკვირდებით, რადგან გაუქმების რისკი არსებობს. შესაბამისად, წინასწარ რაიმეს პროგნოზირება რთულია.

ჩვენი მხრივ, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ გამართულად ვიმუშაოთ და მეტი სტუმარი მოვიზიდოთ. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლებთან, რომლებიც გეოგრაფიულად კონფლიქტურ ზონებში არ მდებარეობენ; მათთვის ვაწყობთ გაცნობით ტურებს - ე.წ. „ფამ ტრიპებს“ (Fam Trips). ასევე, ვაგრძელებთ მონაწილეობას სხვადასხვა ტურისტულ გამოფენაში. ამჟამად პარიზში ვიმყოფები, სადაც საქართველოს საკონვენციო ბიუროსთან ერთად არაერთი შეხვედრა გვაქვს დაგეგმილი. ეს არ არის კლასიკური გამოფენა, თუმცა ბევრი საქმიანი შეხვედრაა გაწერილი, რაც მეტწილად MICE ტურიზმთან არის კავშირში. აქტიურად ვთანამშრომლობთ იმ ქვეყნებთან, სადაც პოტენციალს ვხედავთ და რაც ყველაზე მთავარია, სადაც პირდაპირი ფრენები გვაქვს“, - აცხადებს თამუნა ჩხეიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა