მომავლის აგრონომია - ინოვაციური აგრო-სერვისი „აგრითაჩისგან“
აგრო-საკონსულტაციო კომპანია „აგრითაჩი“ ინოვაციური სერვისის დანერგვას იწყებს , - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა, ეკა ვეფხვაძემ განუცხადა.
„მცირე ზომის ინოვაციური მოწყობილობა ბაღის მხოლოდ ერთი სკანირებით საშუალებას იძლევა, მიღებული იქნას დეტალური მონაცემები მთელი პლანტაციის შესახებ.
მოწყობილობას შეუძლია:
მოსავლის პროგნოზირება
• ბაღის მოსავლიანობის განსაზღვრა დაახლოებით 97%-იანი სიზუსტით - თითოეული ნერგის მიხედვით;
• კრეფის პერიოდების განსაზღვრა;
• სეზონის განმავლობაში მოსავლის დანაკარგების შეფასება.
კრეფის და მუშახელის დაგეგმვა
• კრეფის სიხშირისა და ხანგრძლივობის განსაზღვრა;
• მოსაკრეფი მოცვის რაოდენობის შეფასება;
• მკრეფავების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა და ხარჯების ოპტიმიზაცია.
აგრონომიული მართვა
• მცენარის განვითარების ფაზების მონიტორინგი;
• დაავადებებისა და მავნებლების კონტროლის უკეთ დაგეგმვა;
• პრობლემური ზონების, სუსტი ან ჩავარდნილი ნერგების გამოვლენა;
• წამლობების გეგმის შედგენა ამინდისა და ფაზების მიხედვით.
ბაღის მენეჯმენტი
• აგროტექნიკური ღონისძიებების დროული დაგეგმვა;
• გასხვლის სწორად დაგეგმვა ჯიშების მიხედვით;
• დამამტვერიანებლების საჭირო რაოდენობის განსაზღვრა.
ეს არის ახალი ეტაპი მონაცემებზე დაფუძნებულ სოფლის მეურნეობაში “, - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.
ინფორმაციისთვის, „აგრითაჩი" ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს.
სხვა სიახლეები
IMEP Project სამტრედიის UEFA-ს მე-3 კატეგორიის სტადიონის სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას უზრუნველყოფს
16.03.2026.17:20
ქალაქ სამტრედიაში არსებული ამორტიზებული სტადიონის ადგილზე უეფას III კატეგორიის შესაბამისი თანამედროვე საფეხბურთო სტადიონი აშენდება, რომლის სრული საინჟინრო სისტემების საპროექტო სამუშაოებს ‘’Imep Project’’ შეასრულებს.
„Imep Project’’-ის გუნდის მიერ პროექტის მომზადება განხორციელდება „UEFA’’-ს რეგულაციების სრული დაცვით, 3D მოდელირებით, Revit-ის ფორმატში.
სამუშაოები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ელექტროობა და სუსტი დენები, გათბობა-გაგრილების სისტემები, სავენტილაციო სისტემები, წყალმომარაგება და წყალარინების სისტემები, სადრენაჟო სისტემა, სახანძრო უსაფთხოების სისტემები, მოედნის ირიგაციისა და განათების სისტემები.
ახალი სტადიონი 6 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი და სრულად დააკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტი მოიცავს ფეხბურთელების გასახდელებსა და საშხაპეებს, მსაჯების ოთახებს, სამედიცინო და ფიზიოთერაპიის სივრცეებს, დოპინგ-კონტროლის ოთახს, ასევე მედიაცენტრისა და საკონფერენციო დარბაზის მოწყობას.
სტადიონზე ასევე ინტეგრირებული იქნება თანამედროვე უსაფრთხოების, აუდიო-ვიზუალური და საინჟინრო სისტემები. ტერიტორიაზე განთავსდება ავტოსადგომები და კომერციული დანიშნულების სივრცეებიც.
პროექტის ავტორია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია - შპს „გურგენიძე არქიტექტურა“.