მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7116.1
0.0004
flag
AZN 1.6116
-0.0002
flag
CNY 38.04
0.0089
flag
EUR 3.109
0.0275
flag
GBP 3.6772
0.0167
flag
KZT 53.69
0.0018
flag
TRY 0.0706
0.0001
flag
USD 2.7397
-0.0004

მაისიდან ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება ე.წ ლოიალურობის პროგრამა - Inn Hospitality

news image

გვაქვს მოლოდინი, რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის, ვიდრე განვლილი წლებში, - აცხადებს კომპანია Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი ნინა გაჩეჩილაძე.

Inn Hospitality კი ქართულ ბაზარზე რამდენიმე სასტუმროს აერთიანებს, მათ შორისაა Bakuriani Inn და Akhaltsikhe Inn.

„მოგეხსენებათ, უკვე მაისის თვიდან კურორტ ბაკურიანში იწყება წიწვოვანი მცენარეების ყვავილობა, ე.წ დამტვერვა, რის გამოც კურორტისადმი ინტერესი მატულობს, განსაკუთრებით შიდა ბაზარზე, ხოლო ახალციხის მიმართულებით, მეტად აქტიური ხდება საქმიანი ტურიზმი. შესაბამისად, ამ პერიოდიდან, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის ასევე, სასტუმრო Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში ველოდებით მოთხოვნის ზრდას.

თუ გავითვალისწინებთ, უკვე არსებული მიზნობრივი ბაზრებიდან მომართვიანობის დინამიკას, სტრატეგიულ პარტნიორებს და ამავდროულად ბოლო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ავიაკომპანიებთან მიღწეულ შეთანხმებებს და მიმდინარე მარკეტინგულ კამპანიებს, გვაქვს მოლოდინი რომ 2025 წლის ზაფხულის სეზონი, მეტად ნაყოფიერი იქნება საქართველოს ტურიზმისთვის ვიდრე განვლილი წლებში, როგორც სასტუმრო Bakuriani Inn-ის, ასევე Akhaltsikhe Inn-ის შემთხვევაში“, - განმარტავს Inn Hospitality-ს კომერციული დირექტორი.

ნინა გაჩეჩილაძის თქმით, იმისათვის, რომ სასტუმრომ მეტი სტუმრის მოზიდვა შეძლოს ემატება ახალი სერვისები, მათ შორისაა ტურების ორგანიზება.

„რაც შეეხება ჩვენს შეთავაზებებს, გარდა სასტუმროს სერვისებისა, როგორიცაა სპა და აუზი, სამჯერადი კვება, ბარ-რესტორანი, ბავშვთა გასართობი სივრცეები და სხვა, ვაგრძელებთ სამცხე ჯავახეთის მასშტაბით, ტურების დაგეგმვა-ორგანიზებას. ამ მარშრუტებში უცვლელი რჩება რეგიონში მდებარე კულტურულ-ისტორიული ძეგლების მონახულება, რასაც დაემატა ტურები ტაბაწყურის მიმართულებით. ამავდროულად მაისის თვიდან, ჩვენი ერთგული სტუმრებისთვის გააქტიურდება, ე.წ ლოიალურობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს სპეციალური ფასდაკლებებსა და ბენეფიტებს“, - ამბობს ნინა გაჩეჩილაძე.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ბიზნესი
image კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრისას მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დავიწყებთ მოლაპარაკებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე - ლევან დავითაშვილი

21.05.2025.17:16

საქართველო და კატარი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ დაიწყებენ მოლაპარაკებას - პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება  კატარის სახელმწიფოს ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრ შეიხ ფეისალ ბინ თანი ალ თანისთან მისი შეხვედრისას იქნა მიღებული.

 

შეხვედრა ლევან დავითაშვილის კატარში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა და მასზე ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრის გარშემო შედგა საუბარი, მათ შორის - საინვესტიციო, ენერგეტიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მიმართულებით. შეხვედრაში საქართველოს მხრიდან  მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

 

კატარის ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. პრაქტიკულ დონეზე ჩვენ ვისაუბრეთ, რომ ის შეთანხმებები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, უნდა აღსრულდეს და ამისთვის შეიქმნება კონკრეტული ფორმატი. წლის განმავლობაში გვექნება უკვე ბიზნეს-დელეგაციების ვიზიტები საქართველოსა და კატარში იმისთვის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ამავე დროს, უმნიშვნელოვანესი იყო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას კატართან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე - ისევე, როგორც გვაქვს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ეს იქნება დამოუკიდებელი ფორმატი და არა მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, ამ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის მოლაპარაკება შესაძლებელია უკვე წელს, აბრეშუმის გზის მე-5 ფორუმის ფარგლებში შედგეს - პირველმა ვიცე-პრემიერმა კატარის დელეგაცია თბილისში მოიწვია ფორუმში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 22 -23 ოქტომბერს გაიმართება.

 

რა თქმა უნდა, ეს დამატებითი სტიმული იქნება ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. იმედი გვაქვს, რომ საქართველოს კატარის დელეგაცია ეწვევა დააბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის" ფარგლებში შედგება კონკრეტული მოლაპარაკებები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაამყარებს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ კავშირებს", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

 

საქართველოს დელეგაციამ პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით კატარის მეხუთე ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა. ფორუმი ამირ შეიხ თამიმ ბინ ჰამად ალ-თანის პატრონაჟითა და Bloomberg-ის მხარდაჭერით გაიმართა, მასში 2500-ზე მეტი გლობალური ლიდერი იყო წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან. ფორუმის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო რამდენიმე სესიაში, სადაც მომხსენებლები იყვნენ მაღალი რანგის პოლიტიკური ლიდერები და საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, მათ შორის: კომპანიაკონოკო ფილიპსის" თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი რაიან მ. ლენსი, კომპანია „1789"-ის ვიცე-პრეზიდენტი დონალდ ტრამპ უმცროსი, კომპანია.. მორგანის" აქტივებისა და ქონების მართვის აღმასრულებელი დირექტორი მერი კალაჰან ერდოესი და სხვები.

 

კატარის ეკონომიკური ფორუმი ძალიან საინტერესო პლატფორმაა, სადაც ბევრი საერთაშორისო სტუმარი ჩამოდის - როგორც ბიზნესის, ისე მთავრობების წარმომადგენლები და საშუალება გვეძლევა, რომ საქართველოს ეკონომიკის, საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ  ინფორმაცია გავუზიაროთ პოტენციურ ინვესტორებს. ძალიან საინტერესო იყო შეხვედრები ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან, ევროპელებთან, რა თქმა უნდა, სპარსეთის ყურის წარმომადგენლებთან. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, რომ საქართველოს ეკონომიკური მიმზიდველობა ინვესტორების თვალში გაიზარდოს", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა