მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7153.5
0.0109
flag
AZN 1.6115
0.0029
flag
CNY 38.525
0.0027
flag
EUR 3.2234
-0.0142
flag
GBP 3.701
-0.0328
flag
KZT 50.62
0.0008
flag
TRY 0.0662
0
flag
USD 2.7405
0.0049

მოიწვიე ფინედუ კლასში - ერთად შევუწყოთ ხელი ეკონომიკური განათლების ზრდას

news image

31 ოქტომბერი დაზოგვის მსოფლიო დღეა, რომელიც წელს უკვე 101-ედ აღინიშნება. ინიციატივას საქართველო 2012 წლიდან შეუერთდა და ამ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ საინფორმაციო აქტივობა ხორციელდება.

წელს, კამპანიის ფარგლებში პროექტი „მოიწვიე ფინედუ კლასში“ იგეგმება, რომელიც მოსწავლეებში ეკონომიკური და ფინანსური განათლების ზრდის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ინიციატივის ფარგლებში, ფინედუს დესპანები სკოლებს 2-31 ოქტომბრის შუალედში ესტუმრებიან და ახალგაზრდებს ისეთ საბაზისო ეკონომიკურ პრინციპებს აუხსნიან, როგორიცაა დანაზოგის შეგროვება, ფინანსების სწორი განკარგვა და სხვა. გაკვეთილები V-XII კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდებათ.

• V-VII კლასელებისთვის ფინედუს დესპანები პრეზენტაციითა და თამაშის ელემენტებით ჩაატარებენ გაკვეთილებს;

• VIII-XII კლასელებს კი ფინედუს დესპანები პრეზენტაციასთან ერთად, სპეციალური სამაგიდო თამაშით -„ფინანსური ასოციაციობანა“ ესტუმრებიან და ბავშვებს ფინანსურ ტერმინებზე დააფიქრებენ. სამაგიდო თამაში "ფინანსური ასოციაციობანა" შემუშავდა საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, კომპანია "თამაშობანას" მიერ.

ინიციატივის ფარგლებში დესპანები საქართველოს ბანკის თანამშრომლებიც იქნებიან.

ამასთან, „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ინიციატივა ეროვნული ვალუტის - ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილეს ეძღვნება.

ინფორმაციისთვის, დაზოგვის მსოფლიო დღის ისტორია 1924 წელს იწყება. სწორედ ამ დღეს, იტალიის ქალაქ მილანში ჩაეყარა საფუძველი იმ თარიღს, რომელსაც თანამედროვე მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უერთდება და სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავს. დაზოგვის მსოფლიო დღის მიზანია მოსახლეობაში დაზოგვის სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ფინანსური ცოდნის გაღრმავება და დაზოგვის წახალისება. საქართველოში ამ ინიციატივის ძირითად სამიზნე ჯგუფი ბავშვები და ახალგაზრდები არიან. დაზოგვის დღეს თავისი სიმბოლოც ჰყავს - ჭიანჭველა "გროვია".

ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ  ვებგვერდს.

 

news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენი მთავარი კონკურენტული უპირატესობა უნიკალური გემო და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებაა -Saponchike

19.09.2025.18:00

Saponchike მაღაზია-მინი კაფის კონცეფციის სივრცეა, რომელიც 2024 წლიდან ოპერირებს ბაზარზე. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის დამფუძნებელს ხათუნა შონიას ესაუბრა.


როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?

ჩვენი კომპანია მაღაზია-მინი კაფის კონცეფციისაა და ფუნქციონირებს 2024 წლის მაისიდან.

როგორია მიმდინარე ასორტიმენტი?

მომხმარებლებს ვთავაზობთ ყველასთვის საყვარელ კლასიკურ დონატს შიგთავსით, ასევე 20-ზე მეტ ორიგინალური გემოს დონატებს, რომლებიც ჩვენთვის ასოცირდება ბავშვობასთან და სასიამოვნო ემოციებთან.

დღევანდელი ასორტიმენტი მრავალფეროვანია და მოიცავს:

• ჩვენი ინტერპრეტაციით შექმნილ სინაროლებს;
• უნიკალურ შეფუთვაში წარმოდგენილ დესერტებს – ტრუფელებს;
• ნატურალურ წვენებზე დამზადებულ მილქშეიკებსა და ლიმონათებს;
• კლასიკურ ყავას;
• ჩამოსასხმელ ნაყინს.

როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?

ზაფხული გაყიდვების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი აღმოჩნდა, რადგან ჩვენი მომხმარებლების დიდი ნაწილი დასასვენებლად იყო წასული.
თუმცა, სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ლოკაცია რამდენიმე უნივერსიტეტთან ახლოსაა, ვვარაუდობთ, რომ მოთხოვნა ყოველდღიურად გაიზრდება.

რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ორიგინალურ გემოს და უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტების გამოყენებას, რაც პირდაპირ აისახება ჩვენი პროდუქციის განსაკუთრებულ და განსხვავებულ გემოზე.

როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?

კომპანია ახალი გახსნილია, ამიტომ უახლოესი პერიოდის მთავარი მიზანია ბრენდის ცნობადობის გაზრდა და მომხმარებელთა ნდობის მოპოვება.

დიდი სურვილი გვაქვს სამომავლოდ მონაწილეობა მივიღოთ სხვადასხვა ფორმატისა და მასშტაბის ღონისძიებებში.

ინფორმაციისთვის, სივრცე ქალაქ თბილისში, ილია ჭავჭავაძის 16 ნომერში მდებარეობს. სამუშაო საათებია ყოველ დღე 10:00 საათიდან 22:00 საათამდე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა