მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
თიბისის მობაილბანკში ახალი, უპრეცედენტო შესაძლებლობების ფუნქციონალი გაეშვა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მოითხოვოს ვალუტის გადაცვლის კურსი.
თუ სწავლის თანხას იხდით საზღვარგარეთ ან ხშირად იღებთ და აგზავნით ფულად გზავნილებს, თუ უცხოურ ვალუტაში გაქვთ სესხი, მოგზაურობთ ან უბრალოდ, შოპინგი ძალიან გიყვართ - პირადი მიზნებისთვის ან პირადი საქმისთვის - მიუთითე სასურველი კურსი თიბისის მობაილბანკში, გაგზავნე მოთხოვნა და მიიღე უკეთესი კურსის შეთავაზება.
ყველაფერი ძალიან მარტივია - თუ მობაილბანკში 2500₾ ექვივალენტზე ზემოთ ვალუტის კონვერტაციას აკეთებთ, ავტომატურად გამოგიჩნდებათ ახალი ფანჯარა - მოითხოვე კურსი - სადაც საშუალება გაქვთ, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი კურსი. ამასთან, შეგიძლიათ ეს მოთხოვნა რამდენჯერმე გაგზავნოთ და კურსზე ივაჭროთ.
ჩვენ ვუმარტივებთ ადამიანებს ცხოვრებას, ვამარტივებთ თქვენს ყოველდღიურობას მობაილბანკის ახალი ფუნქციონალებით, რომელიც განსხვავებულ მიდგომებს აჩენს საბანკო ურთიერთობებში.
მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში!
სხვა სიახლეები
როცა იდეა იქცევა მონაცემად: როგორ ქმნის Ideahub ციფრულ მომავალს ქართულ ბიზნესში
13.11.2025.18:00
Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. მეტი ინფორმაციისთვის, Business Insider Georgia კომპანიის ფინტექ პროექტების ხელმძღვანელს, ანა ჭყონიძეს ესაუბრა.
როგორია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკა, როდის დაიწყეთ საქმიანობა და რას სთავაზობთ მომხმარებლებს?
Ideahub შეიქმნა 2019 წელს, კომპანია „როქის“ მიერ - ორგანიზაციის, რომელიც უკვე 18 წელია ემსახურება ფერმერებს, აგრობიზნესსა და ვეტერინარულ სექტორს. როცა ბიზნესის მასშტაბები გაიზარდა, გაჩნდა საჭიროება შიდა პროცესების ავტომატიზაციისა და ეფექტურობის ამაღლებისთვის. სწორედ ამ პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაიბადა Ideahub - პლატფორმა, რომელიც აერთიანებს და ამარტივებს ფინანსურ, ოპერაციულ და აგრო-სექტორის პროცესების ციფრულ მართვას. პირველ ეტაპზე სისტემა მხოლოდ შიდა ოპერაციებისთვის შეიქმნა, თუმცა მიღწეულმა ეფექტმა (დროისა და ადამიანური რესურსების დაზოგვამ, მონაცემთა სიზუსტემ, ანალიტიკამ) ნათლად აჩვენა, რომ პლატფორმა მზად იყო გარე ბაზრისთვისაც. დღეს Ideahub სთავაზობს მოქნილ და ადაპტირებულ გადაწყვეტილებებს, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესს, ასევე მსხვილ კომპანიებს. იქ, სადაც პროცესების ავტომატიზაცია პირდაპირ გარდაქმნის ბიზნეს შედეგებს.
როგორ აფასებთ მოთხოვნას ზოგადი თვალსაზრისით?
ბოლო წლებში ქართულ ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ციფრული გარდაქმნისა და ავტომატიზაციისადმი. კომპანიები აცნობიერებენ, რომ კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად საჭიროა სიზუსტე, მონაცემებზე დაფუძნებული ანალიზი და სწრაფი რეაგირება. Ideahub ამ ტენდენციის ბუნებრივი შედეგია, ჩვენ ვთავაზობთ ბიზნესს შესაძლებლობას, რუტინული პროცესების ნაცვლად კონცენტრირდეს განვითარებაზე. ჩვენი FinTech გადაწყვეტილებები ამარტივებს მენეჯმენტს, ხოლო AgroTech ხელს უწყობს სოფლის მეურნეობის პროცესების სმარტ-ციფრულ ტრანსფორმაციას - იქ, სადაც ჯერ კიდევ სჭარბობს ხელით შრომა.
რას მიიჩნევთ კომპანიის კონკურენტულ უპირატესობად?
Ideahub-ის მთავარი უპირატესობაა ინოვაცია, რომელიც მოდის რეალური პრაქტიკიდან. ჩვენი გუნდი წლების განმავლობაში თავად მართავდა ოპერაციულ და ფინანსურ პროცესებს „როქის“ შიგნით, ამიტომ კარგად გვესმის, სად იკარგება დრო, როგორ დუბლირდება ძალისხმევა და რატომ არის საჭირო ზუსტი სისტემა. ამ გამოცდილებამ მოგვცა შესაძლებლობა დაგვენერგა ისეთი მოდულები, რომლებიც შესრულების სიმარტივეს, ანალიტიკურ სიზუსტესა და მოქნილ არქიტექტურას აერთიანებს, რაც მთავარია ბიუჯეტურად, რაც ძალიან დიდი ბენეფიტია თანამედროვე ERP სისტემებთან შედარებით. Ideahub არ არის უბრალოდ კომპანია, ეს არის პარტნიორი ციფრულ ტრანსფორმაციაში. ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს არა მზა შაბლონს, არამედ პერსონალურად აგებულ სისტემას, რომელიც ერგება კონკრეტულ ბიზნესის სტრუქტურასა და მიზნებს. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ავტომატიზაცია რეალურად მუშაობს და შედეგებს მოაქვს.
როგორია კომპანიის სამომავლო გეგმები?
Ideahub-ის მთავარი სტრატეგიული ამოცანაა, ციფრული ტრანსფორმაცია
ხელმისაწვდომი გახდეს რაც შეიძლება მეტი კომპანიისთვის.
Ideahub-ის საქმიანობის ფარგლებში უკვე განხორციელდა რამდენიმე წარმატებული პროექტი, რომლებიც ნათლად აჩვენებს პლატფორმის მოქნილობას და გამოყენების მრავალფეროვნებას სხვადასხვა ინდუსტრიაში:
• საწყობის მართვის პროგრამა — შექმნილია მარაგების ეფექტური აღრიცხვისა და სერიული კოდების მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად. სისტემა ამცირებს ადამიანური შეცდომების რისკს და ზრდის ოპერაციულ გამართულობას;
• ლაბორატორიული მართვის პროგრამა (LabTech) — განკუთვნილია ხარისხის კონტროლის პროცესების სრულად ციფრული ფორმატით წარმართვისთვის. იგი ავტომატიზაციას ახდენს კვლევების დაგეგმვას, მონაცემთა აღრიცხვასა და დოკუმენტაციის გენერაციას;
• რესტორნის შეკვეთების მართვის სისტემა — უზრუნველყოფს შეკვეთების ციფრულ აღრიცხვას მიღებიდან მიწოდებამდე, ზრდის მომსახურების სისწრაფეს და ამარტივებს კავშირებს სამზარეულოსა და სერვისს შორის.
• ფინანსური ანალიზის პლატფორმა — საშუალებას აძლევს კომპანიებს შეაფასონ საკუთარი საქმიანობის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლები, განახორციელონ დინამიკური ანალიზი და მიიღონ გადაწყვეტილებები რეალურ დროში.
ეს პროექტები წარმოადგენენ იმ პრაქტიკულ საფუძველს, რაზეც Ideahub აგრძელებს განვითარებას შედეგზე ორიენტირებული და მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული სისტემების შექმნისკენ.
მომდევნო ეტაპზე ჩვენი მიზანია თანამშრომლობა ახალი პარტნიორებთან, რომლებიც ხედავენ ტექნოლოგიურ განვითარებაში საერთო ინტერესს. Ideahub მზად არის ინტეგრირდეს, მოარგოს და ერთად შექმნას გადაწყვეტილებები, როგორც კერძო კომპანიებთან, ისე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ჩვენთვის ტექნოლოგია მხოლოდ ინსტრუმენტი არ არის - ეს არის გზა, რომ რეალური ღირებულება შეიქმნას ადამიანების, ბიზნესისა და საზოგადოების განვითარებისთვის.
ცნობისთვის, პარტნიორობისა და თანამშრომლობის სურვილის მქონე პირებს შეუძლიათ კომპანიასთან დაკავშირება :
info@ideahub.ge |http://www.ideahub.ge/ | +995 551 08 30 84